29

411 46 5
                                    

Sehun's POV

კლასში შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე. გარშემო არავინ იყო შესაბამისად ძალიან სიწყნარე იყო.

"ისევ ადრეა.."
ჩავილაპარაკე და წიგნი გადავშალე. ჯერ კიდევ ერთი საათი იყო გაკვეთილის დაწყებამდე, მე კი უკვე აქ ვარ.
თეო ახლა იურასთან დავტოვე და როცა უკან დავბრუნდები მისი წამოყვანა მომიწევს.

რაც შეეხება ქაის.. მასთან საუბრისას ყოველთვის ვწითლდები.

/ეს შენ ხარ, სეჰუნ../

ჯერ კიდევ ეს სიტყვები მიტრიალებს თავში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთ რამეს.
ის ხომ კიმ ქაია და რითი დავიმსახურე?! ნებისმიერი გოგო თუ ბიჭი მისი სიყვარულის გამო საკუთარ თავებსაც მოიკლავენ.
მაგრამ მე?! მე ხომ უბრალო სტუდენტი ვარ..

Flashback

"ჰიონ.. მეხუმრები?!"
აკანკალებული ხმით ჰკითხა სეჰუნმა. მგონი პირველადაა ასე ძალიან დაბნეული.

"შენი აზრით ასეთ თემაზე ვიხუმრებ?!"

ძალიან სერიოზული ხმით მითხრა რამაც მიმაყუჩა. მაგრამ მართლა სერიოზულად ამბობდა?!

"სეჰუნ.. მისმინე.. "

მითხრა და ჩემი ხელი თავისას ჩაჭიდა. უბრალოდ იმდენად მრცხვენოდა ყველანაირად ვცდილობდი თავის არიდებას.

"შემომხედე"

ავტომატურად ის გავაკეთე რაც მითხრა.

"გ-გისმენ"

"მიყვარხარ სეჰუნ"

ეს ორი სიტყვა. ვერ აღვწერ როგორი სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.

"ჰ-ჰიონ"

თითები სახეზე დამაწყო და მისკენ ახლოს მიმიზიდა ისე, რომ ჩვენი ცხვირები  ეხახუნებოდნენ ერთმანეთს.
და ჰო, უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა და გამართლდა კიდეც.
ნელა შეაერთა ჩვენი ტუჩები და აქ კიდევ უფრო სასიამოვნო ტალღამ დამიარა. ორმაგად სასიამოვნომ.
უჰაერობამ თავისი გაიტანა და კოცნა გავაწყვეტინა.

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang