17

517 63 8
                                    

Kai's POV

როდესაც საბოლოოდ დავტოვე ისინი სახლში დედაჩემთან გადავწყვიტე წასვლა. მართლა ძალიან მჭირდებოდა ახლა მასთან საუბარი. სულ ახლახანს, მე სეჰუნთან თავი უხერხულად ვიგრძენი. რაღაც დამემართა. მიზეზი კი არ ვიცი. ჩემი მეუღლე იყო და არის თუმცა ამ მოვლენას ვერ ვიღებ.. ძალიან რთულია ცხოვრებაში ახალი პიროვნების შემოშვება. რთულია ვინმეს ენდო.
თეოს გაზრდას მარტო, დედაჩემთან ერთად ვაპირებდი. ახლა კი ყველაფერი შებრუნებით მიდის.

ფიქრებში დედაჩემის სახლს მივადექი. კარებზე დავაკაკუნე. მანაც არ დააყოვნა და მალევე გააღო.

"ჯონგინ?! აქ რას აკეთებ"

გაკვირვებულმა მკითხა.

"უბრალოდ მომენატრე"

უკითხავად შევაბიჯე მის სახლში.

"ვიცი რომ ეს რეალური მიზეზი არ არის. სიმართლე მითხარი.."

თბილად გამიღიმა.

"სეჰუნი.."

დივანზე დავჯექი და უცნაური სახე მივიღე.

"სეჰუნს რა დაემართა?!"

შეშფოთებულმა მკითხა.

"არაფერი უბრალოდ.. რანაირად ენდობი?! ასე მარტივად როგორ.. მას არც იცნობ.."

როგორც იქნა ჩემი სათქმელი ვთქვი.

"თეოს გამო. თავადაც კარგად იცი რომ თეო ბევრს არ ენდობა მარტივად თუმცა სეჰუნი განსხვავებულია."

ამ სიტყვების მერე ენა ჩამივარდა. მართლა ვერაფერს ვამბობდი. იქნებ მართალია?!
უნდა ვენდო?!

"შენი მეუღლეა და უნდა მოუფრთხილდე. ნუ აწყენინებ.."

იურას სიტყვები ჩემს გულს შეეხნენ. ყველა ის მომენტი ამომიტივტივდა სადაც სეჰუნს გულს საშინლად ვტკენდი. ის მომენტი როცა მას ჩემი იდიოტი თავის გამო ვატირებდი მაგრამ.. უბრალოდ ეს იმიტომ იყო ასე რომ მისთვის ფუჭი იმედების მიცემა არ მინდოდა.

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Where stories live. Discover now