I

776 89 19
                                    

Author's POV

"მამიკო, შენ დაბრუნდი!"
პატარა ბიჭის გახარებული ხმა გაისმა. მთელი სისწრაფით გარბოდა თავისი პატარა ფეხებით, როგორც შეეძლო ისე.

მაღალი კაცი გაღიმებული შესცქეროდა ბიჭს რომელიც, მთელი სისწრაფით მიჰქროდა მისკენ და დასახვედრად ხელები გაშალა.

პატარა დაიჭირა და ხელები მტკიცედ შემოჰხვია.

"აბა, როგორი დღე გქონდა დღეს პატარა ბიჭო?"

წარმოთქვა ქაიმ და ყურებამდე გაუღიმა.

ბიჭმაც თბილი ღიმილით უპასუხა.

"დღეს თეო მასწავლებელთან ერთად ზოოპარკში იყო!"

პატარაზე უჩქმიტა ლოყაზე. იცოდა რომ თავისი ვაჟი ზოოპარკის ამბების მოყოლას არ შეწყვეტდა.

კიმ თეო, კიმ ჯონგინის ერთადერთი ბედნიერება და მისი მთელი ცხოვრება.

თუ ფიქრობთ რომ ჯონგინს "ცოლი"დიდი ხნის წინ გარდაეცვალა და სწორედ ამიტომ უწევს ახლა მისი აღზრდა მარტოდ, ცდებით!

ჯონგინი "ცოლმა" თავად მიატოვა, აგრეთვე ბავშვიც და სხვა კაცთან ერთად გაიქცა.

ამ ამბიდან ძალიან მალე, ჯონგინმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა და უფრო ძლიერად დაიწყო მუშაობა რადგან, საკუთარი ვაჟისთვის ნორმალური მამობა გაეწია და ეს მოახერხა კიდეც. ახლა მისი კომპანია ყველაზე წარმატებულია.

კინაღამ დეპრესიაში ჩავარდა მომხდარის გამო, ყველაფრის მიტოვება გადაწყვიტა, თეოსაც აიგნორებდა..

თუმცა, ერთ საღამოს მისი ტირილი გაიგო და მაშინ, მაშინ გაიაზრა ყველაფერი.

გაანალიზა რომ ის არ იყო მარტო, ის რომ მასთან ერთად თეოც ჰყავდა.

ალბათ ათასჯერ მაინც მოუხადა ბოდიში მის ერთადერთ ვაჟს.

ახლა, ახლა კი ყველაზე წარმატებული კონტრაქტორია.

ჯონგინი ამ ამბიდან არ დაინტერესებულა პარტნიორის პოვნით.

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Donde viven las historias. Descúbrelo ahora