Author's POV
"მამიკო"
როდესაც თეომ ჯონგინი კარების წინ დაინახა სიხარულისგან შეჰყვირა.
ხელები გაშალა რომ კარგად დაეჭირა მამამისს.
სახლში შევიდნენ. იურა კი თავის სახლში დაბრუნდა და მამა- შვილი მარტო დატოვა.
"აბა დღეს კარგი ბიჭი იყავი?"
შეეკითხა და სავარძელზე დაჯდა.
თეომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
"კი მამიკო"
"მაგრამ ბებიამ მითხრა რომ დღეს გაექეცი"
თეომ თავი ძირს დახარა და ნერვიულად დაიწყო თითებით თამაში.
"კიმ თეო"
თეო შეცბა როცა მამამისის საფირმო ხმა გაიგო.
"მაპატიე მამიკო.."
დაბალი ხმით უთხრა..
"არ მესმის შენი კიმ თეო"
ხმა ოდნავ დაიმკაცრა და უფრო ხმამაღლა უთხრა.
"მაპატიე მამიკო.."
ახლა მზერა მამამისს გაუსწორა და ისე უთხრა.
ქაიმ ვეღარ გაუძლო თავისი შვილის სისაყვარლეს და მალე ჩაიხუტა გულში.
"ეს აღარ გააკეთო. ძალიან ავნერვიულდი.."
შუბლზე აკოცა.
ხელები კისერზე მოხვია და თავი ჩარგო.
"მამიკოსთან ერთად ბანაობა გინდა?"
სწრაფად გაუსწორა თავი
და ბედნიერი დაეთანხმა.ერთად შევიდნენ სააბაზანოში. თეო ჯონგინის მუხლებზე იჯდა ჯარკუზში.
"მამიკო შეხედე"
ეუბნება და ხელს ანახებს რომელიც სავსე აქვს საპნის ბუშტებით.
ჯონგინმა მის შემხევდარეს ყველა ის სინანული მოიშორა რომელსაც სამსახურიდან ადრე წამოსვლის გამო განიცდიდა.
"თეო მამიკო გიყვარს?"
"ძალიან მიყვარხარ"
ESTÁS LEYENDO
Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|
Fanfic•"კიმ ჯონგინი" მარტოხელა მამაა რომელსაც მხოლოდ ერთი ვაჟი გააჩნია..არასოდეს უფიქრია ახალი ცოლის მოყვანაზე სანამ რამე წარმოუდგენელი არ მოხდებოდა.. • "ო სეჰუნი" ჩვეულებრივი კოლეჯის სტუდენტი რომელიც მარტო ცხოვრობს დიდ ქალაქში.. მხოლოდ მის სწავლაზე და სა...