41

331 46 4
                                    

წინა თავი არ გამოგრჩეთ :33 დღეს მეორეა:333

"ჯონგინ ვფიქრობ.. უკვე არის დრო რომ გითხრა.."
უეცრად დაიწყო საწოლზე, ჯონგინის გვერდით მოთავსებულმა სეჰუნმა.

"დარწმუნებული ხარ?! თუ სურვილი არ გაქვს შეგიძლია არ მომიყვე"
მზრუნველი ტონით ეუბნებოდა ჯონგინი.

"არა.. უნდა გითხრა"

ჯონგინმა თავისი ხელებით დაიჭირა სეჰუნის ხელი და ინტერესიანი მზერა აღაპყრო.

"კარგი მაშინ.. დაიწყე"

სეჰუნმა ბოლოჯერ ამოისუნთქა ღრმად და მოყოლას შეუდგა.

"ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბიძაჩემთან ცხოვრება მომიწია.. მართლა ძალიან არ მინდოდა რომ მასთან ვყოფილიყავი, უბრალოდ მეტი გზა არ მქონდა.."

ჯონგინი ხვდებოდა თუ რამდენად რთულ თემას ეხებოდა სეჰუნი, ამიტომ დასამშვიდებლად ხელზე ეფერებოდა.

"ყველაფერს მიკრძალავდა. სკოლაში სიარულსაც კი.. ყოველთვის მაწამებდა.."

უკვე ტირილის პირას იყო. ცრემლების შესაკავებლად ქვედა ტუჩს კბენდა უმცროსი.

"ესეიგი შენ სკოლაში არ დადიოდი?"

"დავდიოდი თუმცა მას ვუმალავდი..თუმცა.. ერთ დღესაც ის ჩემთან მოვიდა და ყველანაირი შემზადების გარეშე მითხრა რომ ბარგი გამემზადებინა რადგან სადღაც მივდიოდით.."

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Where stories live. Discover now