27

449 51 10
                                    

Author's POV

სეჰუნი თვალებს ნელა ახელს. მიუხედავად იმისა რომ საწოლზე წევს, ფეხებს შორის სისუსტეს მაინც გრძნობს. ქაის ხელები მასზე მაგრად შემოეხვია და ამიტომ განძრევაც არ შეეძლო.

დღეს თეოს წაყვანა უნდოდა ზოოპარკში.
რაღაც საჭირო ნივთები ჰქონდა ჩასაწყობი წასასვლელად თუმცა ერთადერთი ბავშვი ახლა ჯონგინი იყო, რომელიც კოალასავით მოხვეოდა სეჰუნის სხეულს და არ უშვებდა.

"ჰიონ რა გჭირს.."
ჩუმად უთხრა და ისევ თავის დახსნა ცადა.

"უბრალოდ შენთან მინდა ყოფნა"
უპასუხა და უფრო ძლიერად მოუჭირა ხელები. თავადაც არ იცოდა რას აკეთებდა. უბრალოდ დღეს მხოლოდ სეჰუნთან უნდოდა ყოფნა.

"ჰიონ რაღაცები უნდა ჩავაწყო..გამიშვი კარგი?!"

"არა.. მაგის გაკეთება მერეც შეგიძლია."
გაუჯიუტდა უფროსი.

"კარგი.. თუ ჩემი გაშვება არ გინდა მაშინ ამიერიდან თეოსთან დავიძინებ ხოლმე.."
ნიშნის მოგებით უთხრა სეჰუნმა.

ამ სიტყვებმა თითქოს ჯონგინი აზრზე მოიყვანა.
ესეიგი სეჰუნთან ერთად მერე ვეღარ დაიძინებდა?! ეს მისთვის უკვე რთული იქნებოდა.
სეჰუნი გაათავისუფლა თავის ხელებიდან თვითონ კი თეოსთან წავიდა.
ბიჭი როგორც ჩანს არ ელოდა ჯონგინის გამოჩენას და დაბნეული სახე აღაპყრო.

"სეჰუნმა მითხრა რომ შენთან მოვსულიყავი..."

არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ უკვე სამივენი მზად იყვნენ და გასასვლელად ემზადებოდნენ როცა ჯონგინის ტელეფონმა რეკვა დაიწყო.

"გისმენთ?!"

"სერ.. დღეს შეხვედრა გაქვთ.."

"დღეს კომპანიაში ვერ მოვალ ასე რომ გადადე.."

"კი მაგრამ.. მათ მხოლოდ დღეს აქვთ დრო.."

"ხომ გითხარით რომ გადადეთმეთქი.. დღეს ვერ მოვალ.."

უკვე ყვირილზე გადავიდა.
ტელეფონი მალე დაკიდა და ღიმილით შეუბრუნდა სეჰუნს.
უმცროსი ნელა მიიწევდა მასთან და ხელი მხარზე დაადო.

"თუ საქმეები გაქვს შეგვიძლია დღევანდელი დღე გადავდოთ..მერეც წავალთ"
ღიმილით ეუბნებოდა უფროსს.

"არა, დღეს შეგპირდით რომ ერთად წავიდოდით სასეირნოდ ამიტომ.. ჩუ.."

უთხრა და ხელზე აკოცა.

რატომ?! ესეც მოვალეობის მოხდის მიზნით?!
სეჰუნი ასეთ საქციელზე დაიმორცხვა და დარწმუნებული იყო რომ წითელი ფერით ჰქონდა შეღებილი ლოყები სირცხვილისგან.

...

ბიჭი გახარებული დარბოდა აქეთ-იქით.
ჯონგინიც მას გაეკიდა და ასე დარბოდნენ ორივე მამა-შვილი.

სეჰუნი კი ორივეს შორიდან ბედნიერი შეჰყურებდა.

ჯონგინმა როგორც იქნა ბიჭი თავის ხელებში მოიქცია და ზემოთ აიტაცა.

თეო ძალიან ერთობოდა ცხოველების თვალიერებით.

"ძალიან დიდი ხანია ის ასეთი ბედნიერი არ მინახავს.."
უთხრა ჯონგინმა სეჰუნს და მადლიერი თვალებით ახედა.

"მიხარია რომ ახლა ბედნიერია."
ღიმილით უპასუხა სეჰუნმა.

"შენი დამსახურებაა.."

..

ბიჭი "მოსიყვარულე" მშობლებს შეუტრიალდა და ახალი მოთხოვნილებები წაუყენა.

"მე დავიღალე.."
თქვა და სეჰუნს აეკრო.
"და ნაყინი მომინდა."
მამამისს გახედა ლეკვის თვალებით. (ხო მამაშენს არ ჩაეხუტო😂😂)

"კარგი.. მაშინ მე წავალ და ნაყინს ვიყიდი. სეჰუნ შენც გინდა?!"

"არა.. მადლობა.."

"კარგი.. "

სეჰუნი და თეო პატარა სკამზე ჩამოჯდნენ და ჯონგინის დალოდება დაიწყეს.
ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ვიღაც არ დაადგათ თავზე.

"გამარჯობა. შენ თეო ხარ არა?!"

ღიმილით ჰკითხა. თეო კი დაბნეული უყურებდა ჯერ სეჰუნს, შემდეგ კი მათ წინ მდგომს.

"თეო მე შენი ნამდვილი აღმზრდელი ვარ"
(კარგით ხო, აღმზრდელი არ ეწერა იქ 😂😂 დედიკო ეწერა)

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Where stories live. Discover now