19

509 59 32
                                    

მეორე თავია დღეს და წინა არ გამოგრჩეთ!:33

Author's POV

"ჰუნიიი"
კლასში შესვლისთანავე მიეგება ბიჭი.
სეჰუნმა ღიმილი ვეღარ შეიკავა.

"გამარჯობა ბიჭებო"
უთხრა და მათ შუაში ჩაჯდა.

"აბა როგორ მიდის შენი ცხოვრება ქორწილის შემდეგ??"

ინტერესიანი ხმით ჰკითხა ბექიონმა.

"შეიძლება ითქვას..თავიდან არც ისე კარგად მაგრამ ნელა-ნელა უმჯობესდება"

"ცუდად ხომ არ გექცევა?!"

ახლა კიონსუმ ჰკითხა.

"არა.. თითქმის შემეჩვია და მიმიღო მეუღლედ.."

"ძალიან კარგი.. კარგია რომ ცუდად არ გეპყრობა თორემ მაგრად დაერხეოდა."

თქვა კიონსუმ და სამივემ გულიანად გადაიხარხარა.

"სეჰუნ რამე თუ დაგიშავა არ დაგვიმალო და აუცილებლად გვითხარი.."
ეუბნებოდა ბექიონი და ბიჭს თმებზე ეფერებოდა.

"აუცილებლად გეტყვით.. "
ღიმილით უთხრა სეჰუნმა და ცოტა ხნით რაღაცაზე ჩაფიქრდა.

"დღეს ლანჩი ერთად მივირთვათ..რას იტყვი სეჰუნ?!"
ისევ წამოიძახა კიონსუმ და ბიჭს იმის იმედით შეხედა რომ დათანხმდებოდა.

"ვერა.. დღეს არ შემიძლია. ქაიმ მითხრა რომ მალე აქ იქნებოდა."

ამის გაგონებისას ბექიონმა თვალები ეშმაკურად აათამაშა..
"პაემანი და რაღაც ეგეთებიი?!"
იკითხა ასევე დემონური ხმით.

"არა არა.. უბრალოდ უნდა წამიყვანოს სახლში."
სიმორცხვეს ვეღარ მალავდა სეჰუნი. რამდენიმე წამით კიონსუმ და ბექიონმა ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ კი სიცილი მორთეს.
თუმცა დიდ ხანს არც ეს გაგრძელებულა რადგან, ქალის ხმამ შეჩერება აიძულა. მთელი კლასის ყურადღება ლექტორისკენ იყო.
როგორ დაავიწყდათ, რომ ლექტორი უკვე კლასში იყო. ამაზე უფრო მეტად უნდებოდათ რომ სიცილისგან გამსკდარიყვნენ თუმცა მეტი პრობლემა აღარ სჭირდებოდათ.

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Where stories live. Discover now