თავი მეორე

632 53 2
                                    

(თავი 2)
•9 სექტემბერი, კვირა, 06:17 AM•
-სოფია! რას ალაგებ ამისთანას რომ ვერ ჩაგილაგებია?! დავაგვიანებთ!-მიყვირის დედა კარებიდან.
-სულ ცოტაც! მალე მოვრჩები!-ვუთხარი და ჩემოდანი შევკარი.
დღეს ჩემი ოცნება ხდება, ნიუ-იორკში მივდივართ საცხოვრებლად. ნიუ-იორკი. ის აშშ-ს დედაქალაქიც არაა, მაგრამ ჩემი აზრით, ის მსოფლიოს დედაქალაქი. მანჰეტენი, ბრუკლინის ხიდი, განათებული ქუჩები, დიდი მაღაზიები, ხალხმრავალი ადგილები და რას არ შეხვდები აქ! ოჰო! ყველაზე მთავარი, თავისუფლების ქანდაკება  როგორც მახსოვს, მგონი ფრანგებმა გადასცეს ქანდაკება ამერიკელებს, რაც მეგიბრობის ჟესტს გამოხატავდა, 1886 წელს ჩემი ოცნებაა იქ წასვლა.
-სოფია! დროზე ჩამოდი! მოვიდა მძღოლი და თუ არ ჩამოხვალ, დაგტოვებთ!-უკვე ამოასხა დედას.
-მოვდივარ, მოვდივარრ!-ჩემოდანს ვსტაცე ხელი და კიბეებზე ჩავედი.
ღმერთო რა სულელი ვარ! რად მინდა ამდენი ტანსაცმელი? იქაც ვიყიდი ამასთან შედარებით უფრო კარგს და ხარისხიანს. მარა ახლა რო ამოვალაგო შეიძლება მართლა დამტოვონ  მივედი მანქანასთან და ჩავჯექი. ძლივს მივაღწიეთ აეროპორტამდე. შევედით და გავიარეთ რეგისტრაცია. ღმერთო რამდენი ხალხია! თვითმფრინავს წუთი-წუთზე მივუსწარით. როგორც ყოველთვის, ბიზნეს კლასი. ფანჯარასთან მოვკალათდი და ჩემი საყვარელი სერიალის, უცნაური ამბების ყურება დავიწყე. ვგიჟდები რასაც ქვია ამ სერიალზე, უამრავი მაისური მაქვს მისი ლოგოებთი. საყვარელი მსახიობი, რა თქმა უნდა მაიკია. ბევრი ფოტოც მაქ გადაღებული ამ მაისურებით
•17:32 PM•
რა მომაბეზრებელია ეს ფრენა, დავიღალე ძალიან. თან ძალიან დიდი მანძილია ლონდონიდან ნიუ-იორკამდე. ალბათ ღამე უკვე ჩავალთ. ახლა ჭამა მიწევს, მოიტანენ ალბათ რამეს. დიდად არ მიყვარს თვითმფრინავის საჭმელი, სასზიზღრობაა. მაგრამ ახლა ისე მშია რომ ყველაფეს შევჭამ.
•23:52•
იესს! სადღაც ათ წუთში ჩავალთ. ფანჯრიდან უკვე ჩანს ნიუ-იორკის განათებული ქუჩები. ღმერთო რა ლამაზია ღამე ეს ქალაქი
აი ძლივს დავჯექით. ძალიან მოსაწყენი ფრენა იყო, საჭმელებიც არ ვარგოდა. და აი, მოგესალმები ნიუ-იორკო! მსოფლიოს დედაქალაქო!  უნდა გავაღწიოთ აქედან, თორემ უკვე ძალიან დაღამდა ღმერთო ჩემო! რა სილამაზეა   ყველაფერი განათებულია, ამ ქალაქს ღამეც კი არ სძინავს!   მძღოლი მოვიდა და ჩვენს ახალ სახლში წავვიყვანა. საკმაოდ დიდი და მდიდრული სახლი იყო. იმედია არის იმდენი ოთახი, რომ ჩემი სამხატვრო აღჭურვილობა დავალაგო 
-სოფია, აი ეს შენი ოთახი იქნება. მოგწონს?(დედა)
-კი, კარგია. მაგრამ ავეჯს, რა თქმა უნდა, მეთვითონ დავალაგებ.(სოფია)
-ხო საყვარელო, შენ როგორც გინდა ისე ქენი ხვალე შეგვიძლია საყიდლებზე წავიდეთ, ზეგ კი სკოლაში უნდა ჩავეწეროთ. დირექტორი მამაშენის ნაცნობია.(დედა)
-კარგი (სოფია)
ეს ოთახი, ჩემს ძველ ოთახს ძალიან გავდა. დიდი იყო, ორი პატარა ოთახი კი აბაზანისთვის და გარდერობისთვის იყო განკუთვნილი. ახლა არაფრის თავი არ მაქვს, უბრალოდ სადმე მივაგდებ ჩემოდანს და დავიძინებ. აქაურობა ძალიან ლამაზია. მიხარია, რომ ჩემი ოცნება ახდა. მაგრამ იქნებ ეს ჯერ დასაწყისია, იქნებ ახლა იწყება თავგადასავლები? ნეტა მეზობლები როგორები არიან, ან სკოლის ბავშვები? იმედია ჩემ ძველ სკოლელებს არ გვანან  ყველა ისეთი ცუდი ადამიანი იყო, რომ მათი სახის დანახვა მეორედ აღარ მინდა! როგორც ფილმებშია, იქნებ აქაც მასე იყოს? ნუ არაა გამორიცხული. ამ ფიქრებში კი ჩამეძინა...
•მეორე დღე, 10:23 AM•
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. ვცდილობდი ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ ამაოდ. გადავწყვიტე ავმდგარიყავი. შევედი აბაზანაში და მოვწესრიგდი. დღეს საყიდლებზე მივდივართ. ბევრი რამის ყიდვა მინდა. ჩავედი დაბლა, შევჭამე საუზმე, ოთახში ავედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჯინსის კომბინიზონი და მოკლე მკლავიანი მაისური, ყვითელი, მუქი წითელი და ლურჯი ზოლებით. ნახევარი თმა მაღლა ავიწიე. სათვალეები გავიკეთე და დაბლა ჩავედი. ცოტა ხანი ლოდინი მომიწია, დედა ჯერ კიდევ არ იყო მზად. შევედი ინსტაგრამზე და ნიკს მივწერე. მანაც მალევე მიპასუხა, ცოტა ხანში დავემშვიდობე, რადგან დედა გაემზადა. გავუდექით გზას. დღისითაც ულამაზესია ეს ქალაქი. უამრავ მაღაზიაში შევედით, ჯერ ოთახისთვის ვიყიდე ნივთები, მერე ტანსაცმელი ვიყიდეთ, ბოლოს კი სუპერმარკეტში გავჩერდით. ბევრი საჭმელი ავიღეთ და მანქანაში ჩავსხედით. ქალაქიდან ჩემი სახლი ძალიან შორს არ იყო, ამიტომ მალევე მივედით. ეს სახლი ძალიან მომწონს. დიდი და ლამაზია. ნავაჭრი მე და დედამ შევიტანეთ და ამოლაგება დავიწყეთ. ჯერ საჭმელები ამოვიღეთ და მაცივარში შევაწყეთ, სამზარეულო მივალაგეთ და ჩემს ოთახში გადავინაცვლეთ. გარდორობში შევედი და ტანსაცმელები ამოვალაგე. საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი ნავაჭრით. ბოლოს კი ოთახის დეკორაციებზე გადავედი, ყველაფერი ლამაზად მოვაწყე და დაღლილი საწოლზე დავეგდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით  ცოტა ხანი დავიძინე, მაგრამ მალევე გამეღვიძა. გადავწყვიტე დღიურში რამე დამეწერა. მეექვსე კლასის შემდეგ აქ არაფერი დამიწერია. მოდი ამჯერად დავწერ სიყვარულზე. დავიწყე წერა:
" სიყვარული. ეს სიტყვა ნიშნავს ძლიერ ემოციებს საყვარელი ადამიანის მიმართ. სიყვარული შეიძლება იყოს ოჯახური, მეგობრული და ნამდვილი სიყვარული. ნამდვილ სიყვარულში იგულისხმება ემოციები და გრძნობები შენი ცხოვრების პარტნიორთან, საყვარელ ადამიანთან. სიტყვა სიყავრული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს. დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან, დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით. პიროვნებათშორისი სიყვარული უკვე ვახსენე, მაგრამ ზოგად სიამოვნებაში შეიძლება იგულისმებოდეს მაგალითად როგორ გიყვარს ესა თუ ის საკვები. სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებულ ადამიანებს ვუწოდებდი. ადამიანს შეიძლება უყვარდეს სხვა ადამიანი ან თავისი თავი. სხვა ადამიანის მიმართ სიყვარული მიიჩნევა, როგორც კეთილშობილური სიყვარული. საკუთარი თავის სიყვარული კი აღქმულია, როგორც მიუღებელი საქციელი. რა თქმა უნდა გვიყვარდეს ჩვენი თავები, თუ ჩვენი თავი არ გვეყვარება მაშინ ვერც ვერავის შევიყვარებთ. მაგრამ მიუღებელია ჩვენი თავის ძალიან კეთილ და ლამაზად წარმოჩენა. ეს უკვე სიამაყეში და ქედმაღლობაში გადადის. უბრალოდ გიყვარდეს შენი თავი"
დავამთავრე წერა და საათს რომ დავხედე, 11 ხდებოდა. გადავწყვიტე დავწოლილიყავი და უცნაური ამბებისთვის მეყურებინა ლეპტოპში. შუა სერიალის  ყურებისას კი ჩამეძინა...

😁😁😁😁😁😁😁😁😁😁
მგონი კარგია  ხო და ვოუთზე თითის დაჭერა არ დაგავიწყდეთ პლიზ მიყვარხართ🤣
ქასთი მოვიფიქრე და ამ დღეებში დავდებ

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now