(თავი 14)
•31 ოქტომბერი, შაბათი, 10:43•
SOPHIA'S POV
დილით გავიღვიძე. ჰელოუინია! ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. საღამოს 7-ზე უნდა წავიდე სკოლაში. წვეულებაა. მანამდე რამეს გავაკეთებ, დავხატავ ან ვიმეცადინებ.
ადრე ამ დღესასწაულს ნიკთან ერთად ვატარებდი. ერთად დავდიოდით და ჩამოვუყვებოდით ხოლმე ლოს ანჯელესის ქუჩებს. ყველა კარზე ვაკაკუნებდით და ვეუბნებოდით "გამოცანა თუ ტკბილეული" რა თქმა უნდა ყველა გვაძლევდა ტკბილეულს და თან გვეუბნებოდნენ, როგორი კარგი ტანსაცმელი გვეცვა. ჩვენც ეს ძალიან გვიხაროდა. დღის ბოლოს რომელიმეს სახლში მივდიოდით და იქ ვითვლიდით ტკბიულეულს. ვისაც ბევრი ექნებოდა, ის იქნებოდა გამარჯვებული. ბოლოს უბრალოდ ვჭამდით ახლა კი ნიკის დანახვაც კი არ მინდა...
HOLLY'S POV
ჰმმ.. დღეს ჰელოუინია! ვაპირებ ეშმაკის ფორმა ჩავიცვა. რა თქმა უნდა მე და კრისი ერთად მივდივართ. მალე მომივიდა მესიჯი:
•პატარავ, დღეს შვიდის ნახევარზე გამოგივლი და ერთად წავიდეთ•
კრისი იყო
•კარგი. რისი ფორმა უნდა ჩაიცვა?•
•აი ეგ უკვე სიურპრიზია•
•კაი წავედი დავიწყო გამზადება•
•მიდი მიყვარხარ •
•მეც ძალიან •
დავამთავრეთ მიმოწერა და გამზადება დავიწყე. დრო მალე გავა ამიტომ დავიწყე ასე მალე. ბოლოს და ბოლოს გავემზადე და კმაყოფილი ვუყურებდი ჩემ სილუეტს სარკეში.
CHRIS'S POV
დღეს სკოლაში ჰელოუინის წვეულებაა. ჰოლის უნდა გავუარო და ერთად წავალთ. ჩემი კოსტიუმი ჩვეულებრივია. არ ვუთხარი ჰოლის რა იყო. მე კი ვიცი რომ ეშმაკის ფორმას იცვამს. აი მე კი უნდა ჩავიცვა პიჯაკი და შარვალი. ამ ფორმის მნიშვნელობა არის ის, რომ განვასახიერებ ქორწილიდან გამოქცეულ ბიჭს. ვიცი რომ უცნაურია, მაგრამ ამ წელს ამის ჩაცმა გადავწყვიტე.
ჯერ სტეფანთან წავალ, მერე იქიდან ჰოლის გავუვლი. სტეფანი რას იცვამს კაცმა არ იცის. მივალ და გავარკვევ.
STEPHAN'S POV
საერთოდ არ ვარ ისეთ ხასიათზე, რომ წვეულებაზე წავიდე. ერთადერთი მიზეზი სოფიაა. იქნებ დღეს მაინც შევძლო და შემოვირიგო. მე მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო, ყველაფერი მატილდას ბრალია. მან დაგეგმა ეს ყველაფერი! მაგრამ მისნაირ გოგოს მე არ შევიყვარებ. სოფია მიყვარს მე მარტო! არავინ შემაცვევინებს აზრს. თუნდაც გამიჭირდეს მისი გულის მოგება, მაინც შევაყვარებ თავს.
რაც შეეხება ჩემ ჰელოუინის ფორმას, ვიცვამ თეთრ პერანგს, წინიდან რაღაცეები ახატია,ზოლებიანი შარვალი, აი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თმა უნდა შევიღებო თეთრად. კრისი მოვა და შემღებავს ალბათ. რას იცვამს ეგ აზრზე არ ვარ. სოფიას ტანსაცმელი კი ძალიან მაინტერესებს. ყველაზე კარგი იქნება ის, რომ მე და სოფია ჰელოუინის დედოფალი და მეფე გავხდებით. მაგრამ არამგონია მატილდას "ფანებმა" სოფია აირჩიონ. ჩემ ტანსაცმელთან ერთად ლინზებიც უნდა ჩავისვა, ერთში ცისფერი მეორეში წითელი. მგონი ასე კაი იქნება. თვალებზეც შავ საღებავს წავისვამ.
მალე კრისი მოვიდა. მას შარვალ-პიჯაკი ეცვა.
-ამ.. რა უნდა იყო?-ვერ მივხვდი ვის ასახიერებდა.
-კარგი რა ძმაო, ქორწილიდან გამოქცეული ვარ ისედაც!-გაიცინა.
აი მე კი იმხელაზე გადავიხარხარე ვეღარ ვსუნთქავდი.
-კაი შემოდი ქორწილიდან გამოქცეულო სიძევ -ვიხეოდი სიცილით.-საიდან მოგაფიქრდა ამის ჩაცმა?
-არ ვიცი, უცბათ მომაფიქრდა
ცოტა ხანი ვლაპარაკობდით. მერე კრისმა თმა შემიღება. შემიღება რა ითხიპნავა მერე მეც გავემზადე. გადავწყვიტე სოფიასთვის მიმეწერა, ხო არ უნდოდა მე წამეყვანა.
•სოფია, ვიცი რომ კიდე გაბრაზებული ხარ, მაგრამ თუ გინდა გამოგივლი და მე წაგიყვან სკოლაში•
ცოტა ხანი არაფერს მწერდა. ბოლოს კი მომწერა:
•არა იყოს, მძღოლი მომიყვანს•
ჯანდაბა! ბედი არ მაქ რა! რადგან სოფია არ მოდიოდა ჰოლის გავუარეთ.
ჰოლიც ვერ მიხვდა კრისის კოსტიუმის დანიშნულებას. მერე ავტეხე სიცილი, ჰოლიც ამყვა. კრისი კი სერიოზული სახით იდგა.
MATHILDA'S POV
-დროზე მოიტანე ტონალური და წამისვი ჩქარა! მაგვიანდება იდიოტო!-ვუყვიროდი ჩემ მსახურს.
დღეს ხომ ჰელოუინია. მე კიდევ რა თქმა უნდა გავხდები დედოფალი, მეფე კი სტეფანი. მერე მოვეწონები, წამიყვანს სადმე და ერთად ვიქნებით (იოცნებე საცოდაო ) მერე იმ სულელმა სოფიამ მიყუროს პირღია. სტეფანს ის არ მოსწონს, უბრალოდ ხმარობს. მე კი მოვწონვარ, მაგრამ ვერ მეუბნება. რა საყვარელია
ჰელოუინისთვის გადავწყვიტე სერიალი "მეგობრები"-დან ვიყო მონიკა. არ ეხება ჰელოუინს, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი ვარ. ყველას მოვეწონები, განსაკუთრებით სტეფანს. სოფიას ალბათ რაღარც საცოდაობა ეცმევა
ახლა სკოლაში წასვლის დროა. ასევე დროა შეეგებონ ახალ დედიფალს!
(ვახ მოვკვდი სიცილით, რა სისულელეებს ვწერრ )
SOPHIA'S POV
დრო დადგა გავემზადო. მალე ჩავიცვი, მაკიაჟიც გავიკეთე და დაბლა ჩავედი.
-ღმერთო სოფიაა! როგორ შემაშინე-დაიყვირა დედამ.
-წავედი სკოლაშიი. შეიძლება გვიან მოვიდე!
-ფრთხილად იყავი!
-ხოო.
ჩავჯექი მანქანაში და სკოლის გზას გავუყევი. მალე მივედი სკოლასთან. იმდენი ბავშვი იყო, თან ისეთი საშიშიფორმები ეცვათ, შიგნით შესვლის სურვილი გამიქრა. და აი დავინახე ბატონი სტეფანის მანქანა. მარტო იმიტომ დაველოდე, რომ შიგნით ჰოლი იჯდა. გადმოვიდა და ჩამეხუტა.
-როგორ ხარ?(ჰოლი)
-რავი ვარ რა. შენ?
-მეც ეგრე. ძაან კაი რაღაც გაცვია!
-შეენც გოგოო.
-სოფია, როგორ ხარ?(კრისი)
-კარგად კრის. შეენ?
-ვარ რა.
-გიხდება ეგ ფორმა. ქორწილიდან გამოქცეული სიძე იქნები შენ
-ღმერთო ჩემო! გაღიარებ! აი ადამიანი მიხვდა ვინც ვარ! და თქვენსავით განა დამცინა!
მანქანიდან სტეფანიც გადმოვიდა. ღმერთო რაკარგი რაღაც აცვიაა!
არ დავლაპარაკებულვარ მას. შიგნით შევდიოდით, რომ თვითონ მითხრა:
-კარგად გამოიყურები.
-მადლობა-ვუთხარი და ცივად გავუღიმე.
აღარ ვიცი რა ვქნა. შევურიგდე თუ არა მას. არ ვიცი მჯერა თუ არა მისი. ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვარ. აი გამოჩნდა მატილდაც. ღმერთო რა არის ეს რა აცვია? ჰელოუინია თუ დავადების დღე. ვინაა ვაბშე ვერ ვხვდები.
-ეს მგონი დაბადების დღეზეა მოსული-თქვა სტეფანმა.
-ცოდოა, შენ გოგოს ეგრე რატო ელაპარაკები?-ვუთხარი ძალიან უხეშად.
სტეფანმაც ვერ მოითმინდა და ცოტა ხმამაღლა თქვა:
-ის არაა ჩემი გოგო. მე უკვე გითხარი სიმართლე და თუ გინდა კიდე გეტყვი.
-არა, იყოს. დავიმახსოვრე უკვე.
მგონი ჯობს სტეფანს ვაპატიო. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიქნებით ერთად. მე არ მიყვარს ის. ალბათ არც მას. უბრალოდ მეგობრები ვიქნებით ახლო. ახლა არ ვეტყვი მარა რო ეცდება შემორიგებას, დავეთანხმები. დარბაზში შუქები ჩამქრალი იყო და სიმღერები იყო ძალიან ხმამაღალზე ჩართული. მე და ჰოლის შევქანდით და ცეკვა დავიწყეთ. მალე ბიჭებიც მოვიდნენ და ყველა ერთად ვცეკვავდით. თან ძალიან ბევრ პუნშს ვსვამდით.
და აი დადგა ის მომენტი, როცა გამოაცხადებენ დედოფალსა და მეფეს. არ ვიცი რატომ, მარა ძალიან ვნერვიულობ. ცხადია, მატილდა და სტეფანი გახდებიან.
-მოგესამებით ყველას!-ამბობს დირექტორი- და აი, დადგა ის მომენტი, რომელსაც ერთი წელია ველოდებით. როგორც გვახსოვს წინა წლის დედოფალი-გრეისი და სტეფანი გახლდათ. ახლა კი დროა, ვნახოთ ვინ იქნება მის და მისტერ ჰელოუინი 2020ჯერ დავიწყოთ მეფეთი მისტერ ჰელოუინი 2020 გახდაა..-*დაძაბულობა*-სტეფან მაიკლსონი!
ყველამ ტაში დაუკრა. არავის გაუკვირდა. მას მართლა ყველაზე კარგად ეცვა. გვირგვინი დაადგეს და სცენაზე დატოვეს. მის ჰელოუინზე კი მატილდა მზად იყო ასასვლელად და უკვე გეზს იღებდა სცენისკენ.
-ახლა კი დროა გამოვაცხადოთ, დედოფალი. მის ჰელოუინი გახდა...-*დაძაბულობა*- სოფია სმიტი!
ამმ... ვაიმე. მიშველეთ. მე? მგონი მომეჩვენა და ჩემი სახელი არ თქვეს. ყველა მე მიყურებდა. თან ტაშს მიკრავდნენ. ჰოლის ძალიან გაუხარდა.
-ვაიიმეე! გილოცაავ! მიდი ადი დროზეე!
მატილდას რომ გავხედე გაცეცხლებული იდგა. ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა რა მოხდა. მეც ეგრე ვიყავი. ნელ-ნელა მივიწევდი სცენისკენ. დირექტორი გაღიმებული მიყურებდა და თან ხელში გვრიგვინი ეჭირა. სტეფანს რომ გავხედე ისეთი ბედნიერი იყო, რომ ვერ მალავდა. იცინოდა ძალიან საყვარლად. ჯანდაბა ახლა გამახსენდა! გამარჯვებულებმა ხო უნდა იცეკვონ! ჭირიი და ჯანდაბა! სცენაზე ავედი და დირექტორმა გვირგვინი დამაფარა. ბავშვები კიდევ ტაშს უკრავდნენ. სტეფანის გვერდით დავდეგი და ქრთალად გავიღიმე.
-აი ასეთი შესანიშნავი წყვილი გვყვავს დღეს! თან ნახეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს. მათი ტანსაცმელი ერთმანეთს ემთხვევა. ახლა კი, გთხოვთ ჩაბრძანდით და გამარჯვებულების ცეკვა გვანახეთ!
ჯანდაბა,ჯანდაბა და ჯანდაბა! არ მინდა ცეკვა მთელი სკოლის წინ. მაგრამ მომიწევს. სტეფანი მიჩვეული იქნება. ჩავედით, ხელი მომხვია და სიმღერა ჩაირთო. დავიწყეთ ნელი ვალსის ცეკვა. თავიდან ჩუმად ვიდექით. ლაპარაკი რა თქმა უნდა სტეფანმა წამოიწყო.
-მართლაც დაიმსახურე ეს ადგილი.
-მადლობა
-ვიცი, რომ არ გინდა ამ ცეკვის ცეკვა მეც უკვე მესამე წელია ამას ვცეკვავ. კარგია ამის მერე აღარ მომიწევს. ბოლო წელია.. -ხო. იცი არ მეგონა მე თუ გავხდებოდი დედოფალი.
-რა თქმა უნდა შენ გახდებოდი. მატილდა შენს ადგილს ვერ დაიკავებს.
-იცი სტეფან, ვიფიქრე და საბოლოოდ მივხვდი, რომ შენ დამნაშავე არ ხარ. შეგვიძლია კიდე ვიმეგობროთ. ვოდიში აქამდე რომ ვერ მივხვდი. უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვიყავი
-მოიცა, მოიცა. მომესმა თუ მართლა თქვი?
-კი მართლა ვთქვი.
-ღმერთო ჩემო, დღეს საუკეთესო დღეა!
გავიცინეთ ორივემ. მუსიკა დამთავრდა, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გაისმა აპლოდისმენტების ხმა. უცბათ დაიყვირა დიჯეიმ:
-გეყოთ ეს სინაზე! დაიწყო გუგუნიი!
და ჩაირთო ძალიან ხმამაღალი და ძლიერი მუსიკა. კრისი და ჰოლი მოვიდნენ ჩვენთან და ოთხივემ დავიწყეთ ცეკვა. ძალიან ბევრს ვცეკვავდით და ვერთობოდით.
ძალიან დავიღალე და საპირფარეშოში გავედი. ღმერთო რამდენი საშიში რაღაცეებია ამ სკოლაში. მივედი საპირფარეშოში და შევედი. სახეზე წყალი მივისხი. ძალიან მცხელოდა. წყალი დავლიე და უცბათ გადამცდა, როვა ვიღაც ნიღბიანი ტიპი დავინახე. დანა ეჭირა და ჩემკენ წამოვიდა. მე უკან-უკან მივდიოდი. ბოლოს ვიგრძენი როგორ შევეხე კედელს. ღმერთო ვინ ჯანდაბაა?!
-ვინ ხარ?! ან რა გინდა ჩემგან?!-ვეღარ მოვითმინე და დავიყვირე.
-მე არავინ ვარ. უბრალოდ ჰელოუინის ღამეს მინდა ვინმე მოვკლა.
-და რატომ?! რა დაგიშავე?!
-შენ არაფერი. ამ სკოლამ დამიშავა. ამიტომ ყველა ბავშვს მოვკლავ!
მოვიდა და დანა სახესთან მომიტანა.
უკვე კანკალი დავიწყე. ღმერთო მიშველე! უკვე თვალები დავხუჭე და სიკვდილს დაველოდე. მალე გაისმა კარის გაღების ხმა, ვიღაც შემოვარდა. ამ კაცმა მიიხედა და მალევე ძირს დაეცა. თვალები გავახილე და სტეფანი დავინახე. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. სტეფანმა საბოლოოდ გათიშა ის კაცი და ჩემთან მოვიდა. ჩამიხუტა და დამაწყნარა.
-დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა. ხომ გითხარი, როცა ჩემთან ხარ საფრთხე არ გემუქრება
ცოტა კი დამამშვიდა, მაგრამ მაინც ვკანკალებდი. მალე კრისი და ჰოლიც შემოვარდნენ. დირექტორს დაუძახეს და ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ ბავშვებს არ გაეგოთ და პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ. მე მაწყნარებდნენ. ბოლოს სტეფანმა სახლში მიმიყვანა. შევთავაზე ჩემთან დარჩენილიყო. ისიც დამთანხმდა. მამა საზღვარ გარეთაა, დედა კი დედამისთან. ამიტომ ოთახში ავედით. სტეფანი ჩემ გვერდით დაწვა და მიმიხუტა. მალე ჩამეძინა...