•რამოდენიმე თვის შემდეგ•დიდი დრო გავიდა შობის მერე. ახალი წელიც იყო. კარგად გავერთეთ და ბევრი საჩუქრებიც ვაჩუქეთ ერთმანეთს ბავშვებმა.
ახალი არაფერი მომხდარა. ხვალ ვალენტინობაა. არ ვიცი რას მჩუქნის სტეფანი. მეც არ ვიცი, რა ვაჩუქო. ალბათ საათს ვაჩუქებ, რომელიც დიდი ხანია უნდა. ჯობს ავდგე და გავემზადო.
ავდექი და გავემზადე. შავი გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი, ზემოდან თეთრი მოკლემკლავიანი, პეპლის ნახატით. დაბლა უბრალოდ დახეული შავი ჯინსი. სარკეში ჩავიხედე და კმაყოფილი დაბლა ჩავედი. გადავწყვიტე მოლში მეყიდა რამე და ის მეჭამა. მძღოლს დავურეკე, მალევე მოვიდა, ჩავჯექი და მოლში წავედით. გზაში სტეფანმა მომწერა:
•როგორ ხარ პატარავ?•
•კარგად შენ?•
•მეც კარგად. მომენატრე•
•გუშინ არ მნახე?•
•არაუშავს, მაინც მომენატრე•
•მეც მომენატრე•
•სად ხარ?•
•გზაში, მოლში მივდივარ, საჩუქარზე•
•მე უკვე გიყიდეე•
•როდის მოასწარი?•
•გუშინ ვიყიდე•
•აა. კაი მივედი, სახლში რო მივალ მოგწერ. მიყვარხაარ•
•მეც პატარავ•
მოლში შევედი. მაშინვე ROLEX-ის მაღაზიაში შევედი. ის საათი ვნახე. მართლა ძალიან ლამაზი იყო. ვიყიდე და გამოვედი. ლიფტში შევდიოდი როცა ვიღაცას დავეჯახე. სახეზე შევხედე და გავშეშდი.
-ამელია?
-სოფიაა-მოვიდა და ჩამეხუტა.
-როგორ ხარ? აქ რას აკეთეებ?
-რავი, გუშინ ჩამოვედი. სტეფანს სიურპრიზს ვუკეთებ, ახლა მივდივარ სახლში. შენ რას აკეთებ?
-ვალენტინობისთვის საჩუქრს ვყიდულობ.
-ოუუ, ვინაა შენი მეწყვილე?