7️⃣

446 25 0
                                    

(თავი 7)
•19 სექტემბერი, სამშაბათი, 07:30•
დილით გავიღვიძე, სკოლაში წასასვლელად გავემზადე: ღია ყავისფერი მაისური, შიგნიდან თეთრი პერანგი, კომბინიზონი და ქონვერსები ჩავიცვი. თმა გავიშალე, სათვალეებიც გავიკეთე და დაბლა ჩავედი. ჭამისას დედამ ლაპარაკი დაიწყო.
-საყვარელო, დღეს ნიკი შენ სკოლაში მოვა. იცოდე ყურადღება მიაქციე. (დედა)
-მეთვითონ ახალი გადასული ვარ და რა უნდა ვუყო მე?(სოფია)
-არ ვიცი, უბრალოდ ერთად იყავით ხოლმე.(დედა)
-პატარა ბავშვი კი არაა, რომ დაიკარგოს ან შეეშინდეს მარტო (სოფია)
-რა გჭირს? ცუდ ხასიათზე გაიღვიძე? ნიკი ხო შენი საუკეთესო მეგობარია?-მკითხა დედამ გაკვირვებულმა.
-კი დედა, ყველაფერი რიგზეა.(სოფია)
დედას რა თქმა უნდა, არაფერი ვუთხარი. მარა ყველაფერი რიგზე არ იყო, ნიკზე ფიქრით უკვე ცუდად ვიყავი, მასზე წარმოდგენა მეცვლებოდა, ხან მაშინებდა, ხან კი მეგობა, რომ უბრალოდ სტეფანი და ამელია მე მეხუმრებოდნენ. მაგრამ საიდან ეცოდინებოდათ რომ ჩემი მეგობარია და საერთოდ ვიცნობ? აღარ შემიძლია! უკვე ყველფერი მტკივა ისე ცუდად ვარ ნიკზე ფიქრით!
საჭმლის ჭამას მოვრჩი და წავედი სკოლაში. ფეხით გადავწყვიტე წასვლა, არც მაგვიანდებოდა და არც ძალიან დიდი გზაა რომ დავიღალო. მივედი და მალევე ნიკი მოვიდა.
-ჰეი სოფია!(ნიკი)
-ჰეი, ნიკ. როგორ ხარ?(სოფია)
-რავი კარგად. ცოტა ვნერვიულობ, მაინც პირველი დღეა. შენ როგორ ხარ? (ნიკი)
-რავი მეც კარგად. გარწმუნებ ტყუილად ნერვიულობ, მეც ძალიან ვნერვიულობდი და სულაც არაა ისეთი ცუდი, როგორიც წარმომედგინა. ჯერ-ჯერობით ამას ვფიქრობ ერთი დღის გატარების შემდეგ, ვინ იცის, იქნებ შემეცვალოს აზრი და საერთოდ არ მომეწონოს (სოფია)
-ხო, შეიძლება (ნიკი)
-წამოდი შევიდეთ. (სოფია)
-სად უნდა გავრკვიო, რომელი იქნება ჩემი ლოქერი?-მკითხა ნიკმა.
-კანცელარიაში შედი, აი იქაა-ხელოთ ვანიშნე-მე მივალ ჩემ ლოქერთან, წიგნებს ავიღებ. პირველი რა გაკვეთილი გაქვს?
-ინგლისური(ნიკი)
-ძალიან კარგი, მეც. მე წავალ, შენც წადი და მალე შემხვდი აქ-ვუთხარი და იქაურობას მოვშორდი.
მივედი ლოქერთან და რაღა თქმა უნდა მოდის ბატონი სფეტანი. მას ჩემ გვერდით აქვს ლოქერი და მაგიტომ. არ შემძლო გამეტარებინა და რამე არ მეთქვა, ჩვენი გუშინდელი ლაპარაკის მერე ძალიან დაბნეული დავრჩი. მისი პასუხი ზედმეტად დამაბნეველი იყო. დეტალებში უნდა გამერკვია.
-ამ.. ჰეი სტეფან-ვუთხარი მორცხვად.
-ჰეი.(სტეფანი)
-იცი შენმა გუშინდელმა პასუხმა ზედმეტად დამაბნია. მითხარი რომ ჯობდა ჩემი ცხოვრებიდან მომეშორებინა ნიკი, მთელი ღამე ვფიქრობდი და ვერაფერს მივხვდი. იქნებ უფრო კარგად ამიხსნა რატომ?-ჩავეძიე.
-იცი, ნიკმა ძალიან ცუდი რამ გაუკეთა ამელიას. და არა მარტო ამელიას, ყველა მის შეყვარებულს, რა გააკეთა ამას ვერ გეტყვი. მაგრამ მისი ამ ქმედების მერე, ყველა დაშორდა და შეიძულეს. შენც ფრთხილად იყავი და რაც მთავარია, არასდროს შეიყვარო და თავი მისგან შორს დაიჭირე.-მითხრა მაგრამ მაინც დაბნეული ვიყავი. უნდა მეთქვა რომ ის აქ იყო, ნიუ-იორკში, ამ სკოლაში.
-მაგრამ, ის აქ ჩამოვიდა და ამ სკოლაშია ახლაც...(სოფია)
-რაა?! ის აქაა? ურჩევნია მომერიდოს თორემ ვერ გადამირჩება! საერთოდ აქ რა უნდა?-მკითხა გაოგნებულმა სტეფანმა.
-აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, ბარემ ამ სკოლაში.(სოფია)
-ღმერთო ჩემო, მოერიდე მას, სოფია. თუ შენი თავი ოდნავით მაინც გიყვარს...-აპირებდა საუბრის გაგრძელებას, მაგრამ ზარი დაირეკა და წავიდა.
მივედი იმ ადგილას, სადაც მე და ნიკი უნდა შევხვედრილიყავით. ნიკი იქ იდგა და მელოდებოდა.
-აქამდე სად იყავი? (ნიკი)
-ამ.. საპირფარეშოში ვიყავი-პირველი რაც მომაფიქრდა ეს იყო.
-კარგი წამოდი, წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება. (ნიკი)
-ხო, წამოდი.(სოფია)
დერეფანში უკვე აღარავინ იყო. მარტო მე და ნიკი მივდიოდით. უცბათ ამელია გამოჩნდა, ნიკის დანახვაზე კი თვალები გაუფართოვდა, ძირს დაეცა და გონება დაკარგა.
-ღმერთო ჩემო, ამელია!-მივვარდი და და სახეზე ვურტყავდი- გაიღვიძე! ყველაფერი კარგადაა!-ვუყვიროდი- ნიკ დროზე ვინმეს დაუძახე-ნიკი უბრალოდ გაშეშებული იდგა, დაიძრა და სადღაც წავიდა-ნიკ სად მიდიხარ?! დროზე დაუძახე ვინმეს!
ჩემდა საბედნიეროდ სტრფანი გამოჩნდა:
-სტეფან! დროზე მოდი, ამელია ცუდადაა!-დავუყვირე, სტეფანი კი მაშინვე გამოიქცა.
-ღმერთო, რას მოუვიდა?-მკითხა ხმამაღლა და შედინებულმა.
-ამმ... მან.. ისს...
-სოფია?-მკითხა დაბნეულმა.
-იცი.. მან ნიკი ნახა..-ვუთხარი ნელა.
-რაა?! სადაა თვითონ ის ნაბიჭვარი?! - დაიწყო ღრიალი.
-არ ვიცი, სადღაც წავიდა, მე ამელიასტნა მოვედი ამასობაში კი ის გაუჩინარდა. მიდი ვინმეს დაუძახე თორემ ძალიან ცუდადაა!-ვუთხარი სტეფანს.
სტეფანი შევიდა ერთ-ერთ კალსში და მასწავლებელს დაუძახა. მასწავლებელი კი მალევე გამოვარდა.
-რა მოხდა?!-იკითხა მასწმა.
-არ ვიცი მას, უბრალოდ მოვდიოდი, ის გამოჩნდა უცბათ მაგრამ გული წაუვიდა-დავიწყე ახსნა.
-სტეფან..-უნდა დამეძახა მისთვის, მაგრამ ის იქ არ იდგა. დავინახე როგორ შეუხვია დერეფანში. ელვის სისწრაფით მიქროდა, მეც გავეკიდე და ძლივს მივსდევდი. თავ ვუყვიროდი:
-სტეფან, გაჩერდი! სად მირბიხარ!
დიდი ალბათობით, ნიკი დაინახა და გაეკიდა. ეზოში გავიდა და მეც გავედი. წინ ნიკი მირბოდა, სტეფანი მას ეწეოდა, მეც ძლივს მივბობღავდი. ბოლოს სტეფანმა დაიჭირა ნიკი და კედელზე მიაყუდა, მაიკა ხელით აუწია და ღრიალი დაუწყო:
-როგორ გაბედე და ჩამოხვედი! შე ნაძირალა, დროზე გაა*ვი აქდან! საერთოდ თვალში არ მომხვდე!
-სტეფან გაჩერდი!-დავიწყე კივილი და მათ გაშველებას ვცდილობდი.
-შენი ბრალია, ახლა ამელია ცუდად რომაა! საერთოდ გაქრი მისი ცხოვრებიდან! გაიგე?!-აგრძელებდა ყვრილის. ბოლოს ძლივს გავაჩერე მაგრამ საბოლოოდ ერთი მუშტი უთავაზა ნიკს.
-ღმერთო ნიკ!-მივვარდი.
-არაფერია...-ძლივს მითხრა.
-წამოდი ექიმთან!-ვუთხარი ანერვიულებულმა.
სტეფანი უკვე წასული იყო. მე და ნიკიც ექიმთან მივედით. დიდი არაფერი სჭირდა. მალე გავიგე სასწრაფოს ხმა, ალბათ ამელიასთან მოვიდნენ.
-ნიკ, მე წავალ, გავიგებ რა ხდება, შენ აქ იყავი-ვუთხარი და დავიძარი.
-კაი..(ნიკი)
გავედი და დავინახე, როგორ მიყავდათ საკაცით ამელია. სულ გადათეთრებული იყო. სტეფანიც მას მიყვებოდა. ამ გიჟურმა დღემაც ძლივს ჩაიარა. სახლში დაღლილი მივედით. ნიკიც ჩემთან წამოვიდა. ავედით ოთახში და ფილმის ყურება დავიწყეთ.
-ნიკ.. რაღაც უნდა გკითხო..(სოფია)
-გისმენ.
-რამე დაუშავე ამელიას?(სოფია)
-არა-მითხრა მტკიცედ.
-აბა რატომ გეუბნებოდა სტეფანი რომ მისი ცხოვრებიდან მოშორებულიყავი?
-არ ვიცი, უბრალოდ გიჟია! Mr. Steal Your Girl.
-აა კარგი.
ვიცოდი რომ მან სიმართლე არ მითხრა. ვიცოდი რომ ძალიან დიდი საიდუმლოს მალავდნენ! მე კი ეს ყველაფერი უნდა გამერკვია! ისე ვერ მოვისვენებდი. ნიკთან თავს მხოლოდ მაშინ ჩავთვლი უსაფრთხოდ, როცა ამ ყველაფერს გავიგებ, სიმართლეს გავიგებ!
მალე ნიკიც წავიდა. მე კი ოთახში ავდდი და გადავშალე დღიური. დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ბოლოს კი გადავწყვიტე დამეწერა მეგობრობაზე.
"მეგობრობა, არის ურთიერთობა ერთ ან ბევრ ადამიანს შორის. მეგობრები არიან ადამიანები, რომლებისაც გჯერა, ენდობი, გიყვარს და მათთან ურთიერთობის შეწყვეტა არასდროს გინდა! მეგობრები არიან შენი ცხოვრების აზრები, მათ გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ძნელი იყო ცხოვრება, როდესაც 15-16 წლის ვიყავი და ნიკზე გაბრაზებული ვიყავი. მის გარეშე ვეღარ ვძლებდი, აქამდე ჩვენზე კარგი მეგობრები არ არსებობდნენ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. ერთმანეთს ყველფერს ვუყვებოდით, ვეზმარებოდით და კარგად ვცხვობრობდით. მაგრამ მის მიმართ ნდობა 15 წლის ასაკში დავკარგე, როდესაც მეძინა, მან ჩემთვის კოცნა დააპირა. საბედნიეროდ გამეღვიძა და მუშტიც კი ვუთავაზე. მასზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული. მაგრამ აი, 2 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ მეგობრები ვართ. მას ჰგონაი რომ ძველი დტო დაბრუნდა და ისევ ისეთი კარგი მეგობრები ვართ. მაგრამ მე ახლა მხოლოდ იმის ნახევარს ვგრძნობ მის მიმართ, რასაც აქამდე ვგრძნობდი. ის მე ძალიან დიდ სადუმლოს მიმალავს, თან მატყუებს. მაგრამ ამას მაინც გავარკვევ! გავარკვევ რაშია საქმე! გავარკვევ რას მიმალავს ნიკი!"
დავწერე და ლოგინში ჩავწექი. დიდი ხანი ვერ ვიძინებდი, სულ ნიკზე მეფიქრებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამეძინა...

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now