(თავი 11)
სტეფანი მიახლოვდებოდა.ბოლოს კი... დედაჩემმა დამირეკა. (ჰაჰაჰა რა ნაგლი ვარ ვერ ეღირსებით ამათ კოცნასს ამ მომენტშიი)სტეფანი უკან ჩაიწია, მეც წამოვდექი და გავედი.
•ხო დე?•
•სოფია, როდის მიხვალ სახლში? მე და მამაშენი არ ვართ და მალე მიდი•
•კარგი, ახლავე მივალ•
ბავშვებთან მივედი.
-უნდა წავიდე, ბოდიშიით.(სოფია)
-ეე, კაი რა! ცოტა ხანი იყავი.(ჰოლი)
-ვერა, ჩემი მშობლები სახლში არ არიან და უნდა მივიდე მალე..(სოფია)
-წამოდი წაგიყვან.(სტეფანი)
-არა, იყოს. ტაქსის გამოვიძახებ.(სოფია)
-არაუშავს წამოდი.(სტეფანი)
სიტყვის თქმა არ მაცადა, ხელი ჩამკიდა და გარეთ გამიყვანა. ჰოლის და კრისს დავემშვიდობე, მე და სტეფანი კი მანქანაში ჩავსხედით.
ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით. მერე გამახსენდა რომ სტეფანმა დალია! ჯანდაბა!
-სტეფან, შენ ხო წეღან დალიე?-ვკითხე გაოგნებულმა.
-ცოტა-მითხრა წყნარად.
-რაა?! ახლავე გადმოდი! მე დავჯდები.
-არაუშავს, სოფია. არ დამილევია ბევრი.
-არ მაინტერესებს, გააჩერე და დამსვი.
ჯანდაბა რატო ვუთხარი დამსვი მეთქი, ტარება ხომ არ ვიცი!
-ტარება იცი?(სტეფანი)
-არა, მაგრამ ვიცი რო ფეხი უნდა დავაჭირო გაზს და წავა.
ჩემ ნათქვამზე სტეფანს გაეცინა. მე კიდე ვიგრძენი როგორ ავწითლდი სახეზე.
-სოფია, ასეთი მარტივი რომ იყოს, ყველას ექნებოდა მართვის მოწმობა.(სტეფანი)
-არაუშავს რამენაირად წავიყვან.
-მოდი იცი რა ქენი? კალთაში ჩამიჯექი და ისე წავიდეთ.
-რა?! არა, იყოს(სოფია)
-კარგი მაშინ აქ დავრჩეთ.(სტეფანი)
ჯანდაბა რა გავაკეთო?! მგონი კალთაში ჩაჯდომა და ისე წასვლა ბოლო ვარიანტია.
-კარგი, ხო.-ვთქვი და მანქანიდან გადავედი. სტეფანის კარები გავაღე და მივედი. კალთაში ჩავუჯექი და მანქანა დავძარი.
ძლივს მივაღწიეთ სახლამდე.
-დიდი მადლობა სტეფან.(სოფია)
-არაფრის, რისი მადლობა.(სტეფანი)
-მოიცა, შენ რა გგონია ნასვამს მანქანაზე დაგსვამ? წამოდი ჩემთან დარჩი და ხვალე ერთად წავიდეთ.
-არაუშვს წავალ. არც ისე შორსაა ჩემი სახლი აქედან.
-არ მაინტერესებს, რამე რო მოგივიდეს? შემოდი დროზე.
ძლივს დავითანხმე და დავტოვე. სტუმრების ოთახში ავიყვანე და მეც წავედი დასაძინებლად. ხვალ 6 საათზე უნდა გავიღვიძოთ. დავაყენე მაღვიძარა და ჩამეძინა...
•მეორე დღე, 06:00 AM•
დილით მაღვიძარამ დარეკა. თავი ძალიან მტკიოდა. სახლში დედა და მამა არ იყვნენ. წავედი სტეფანის გასაღვიძებლად.
-სტეფაან, გაიღვიძე. დაგვაგვიანდება.(სოფია)
სტეფანი არ იღვიძებდა. ბოლოს მივედი და შევანჯღრიე.
-გაიღვიძეე!(სოფია)
-რა ხდება?-წამოხტა დაფეთებული.
-გვაგვიანდება!(სოფია)
-კარგი, კარგი, ვდგები.
მე წავედი, გავემზადე, ჩანთა დაბლა ჩავიტანე და საუზმის გაკეთება დავიწყე. სტეფანს დავუძახე. ისიც ჩამოვიდა და ერთად ვისაუზმეთ. საათს რომ დავხედე შვიდის ნახევარი იყო. ამიტომ უკვე გავედით, სახლის კარები ჩავკეტე და მანქანაშე ჩავსხედით.
სკოლაში მალე მივედით. ბევრი ბავშვი არ იყო. კრისი და ჰოლიც მისულები იყვნენ. ერთად რომ გადმოვედით მანქანიდან გაკვირვებულები გვიყურებდნენ.
-მოიცა, თქვენ რა, ერთად იყავით?(ჰოლი)
-ჩემთან დარჩა სტეფანი. გუშინ ნასვამი იყო და მანქანით ვერ წავიდოდა.(სოფია)
-აჰაამ- ირონიულად შემომხედა ჰოლიმ.
ავტობუსში ავედით. ადგილები თითქმის შევსებული იყო.
-აუ ჰოლი, წამო ჩემთან დაჯექი რა.(სოფია)
-კრისმა მთხოვა, ჩემთან დაჯექიო. ბოდიში სოფ, მიდი შენ სტეფანთან დაჯექი.(ჰოლი)
-სხვა რა გზა მაქვს.(სოფია)
მივედი და სტეფანის გვერდზე დავჯექი. ჩემი ნახვა გაუკვირდა მის გვერდზე.
-არ მელოდი ხო?-ვკითხე მას.
-სიმართლე რომ გითხრა კი, რადგან ვიცოდი, რომ კრისი და ჰოლო ერთად დასხდებოდნენ. მე და შენ კი ერთდ დაგვსვამდნენ.(სტეფანი)
და აი ამოვიდა, მის სიმახინჯე 2020! მატილდა. როდესაც სტეფანის გვერდზე დამინახა გაბრაზდა. ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ ძალიანაც ეტყობოდა.
ავტობუსი დაიძრა. მუსიკებს ვუსმენი ყურსასმენებში, სტეფანიც. სტეფანს ჩაეძინა და ჩემ მხარზე ჩამოდო თავი. არაფერი ვუთხარი, რადგან ეძინა. წინიდან ჰოლიმ რო გამომხედა, სახე გაუბრწყინდა. მალევე შეტრიალდა, ორ წუთში კი ორივემ, კრისმაც და ჰოლიმაც გამოიხედეს. მე კიდე გავიცინე და გავუბრაზდისავით
რომ მივედით სტეფანი გავაღვიძე. ჩავედით ავტობუსიდან. აქ ისეთი სილამაზე იყო. ბავშვები უკვე კარვებს შლიდნემ. თითო კარავში, ორი ბავშვი ეტეოდა. მერე მასწავლებელმა დაგვიძახა.
-ყურადღება ბავშვებო! ახლა გაგანაწილებთ ვინ როგორ დაწვებით კარვებში. ესეიგი: ჯეიმსი და ბილი, სკოტი და მარია, კრისი და ჰოლი,-ჯანდაბა მე მინდოდა ჰოლისთან ერთად- მატილდა და ჯონი, სტეფანი და სოფია-მოიცა, რაა?! სტეფანთან ერთად უნდა დავწვე კარავში?! ღმერთო ჩემო რა უიღბლო ვარ! არ მინდა ამასთან ერთად დაძინება. მაგრამ რას ვიზამთ.
მასწავლებელმა სხვისი სახელებიც ამოიკითხა. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ მატილდა იმ ბიჭთან ერთად მოხვდა, რომელიც არ ევასება და ის ბიჭი კაი ხანია მატილდას აბავს აი მეც მატილდასავით უიღბლო აღმოვჩნდი. ამ ბაბნიკთან ერთად რა მინდა კარავში? მარა რას ვიზამთ. ყველას თვისი კარავი უნდა აეწყო. მე და სტეფანმაც დავიწყეთ კარავის აწყობა.
დიდი წვალების შემდეგ, ძლივს ავაწყეთ. კრისის და ჰოლის კარავი ჩვენ გვერდზე იყო.
მოსაღამოვდა. ბავშვებმა კოცონი დაანთეს. ყველანი მივუსხედით. გვერდზე ჰოლი და სტეფანი მესხდნენ. მაკანკალებდა ისე აცივდა, მიუხედავად იმისა, რომ კოცონის წინ ვიჯექი და ვთბებოდი. სტეფანმა ეს შენიშნა და კარავიდან მისი დიდი ჰუდი გამოიტანა.
-აჰა, ჩაიცვი. ვიცი რომ გცივა(სტეფანი)
-მადლობა, მარა არ იყო საჭირო.
-არაფრის, ჩაიცვი თორე გაცივდები.
მეც ჩავიცვი, სხვა რა გზა მქონდა. ჰუდი ძალიან დიდი იყო. ხელების სიგრძეც დიდი იყო ამიტომ წინ გადმოვიწიე და ისე დავჯექი. კაპიშონი წამოვიფარე და ცეცხლს ზეფირი შევუშვირე. ვიღაცას გიტარა ქონდა წამოღებული. ჰოლიმ კი წამოიყვირა:
-სოფია უკრავს გიტარაზე!- ამაზე ხელი ვკარი.
-ჰეი, რას აკეთეებ! არ მინდა აქ დაკვრა!(სოფია)
-კაი რა, მიდი დაუკარი-მთხოვეს ბავშვებმა.
-ჯანდაბა თქვენ თავს, კარგი მომეცით.
გამოვართვი და დავიწყე ჩემი საყვარელი სიმღერის დაკვრა - mxmtoon-ის cliché
•𝚈𝚘𝚞 𝚂𝚊𝚒𝚍 "𝙷𝚎𝚢"
𝙸 𝚂𝚊𝚒𝚍 "𝙷𝚎𝚕𝚕𝚘, 𝙷𝚘𝚠 𝚆𝚊𝚜 𝚈𝚘𝚞𝚛 𝙳𝚊𝚢?"
𝚈𝚘𝚞 𝚂𝚊𝚒𝚍 "𝙱𝚎𝚝𝚝𝚎𝚛 𝙽𝚘𝚠" 𝚆𝚒𝚝𝚑 𝙰 𝚜𝚖𝚒𝚕𝚎.
𝚆𝚑𝚊𝚝 𝙰 𝙲𝚕𝚒𝚌𝚑𝚎,
𝙱𝚞𝚝 𝚃𝚘 𝙱𝚎 𝙷𝚘𝚗𝚎𝚜𝚝 𝙸𝚝 𝙼𝚊𝚍𝚎 𝙼𝚢 𝙳𝚊𝚢.•
მისამღერზე ყველა ამყვა:
•𝙰𝚗𝚍 𝚃𝚑𝚊𝚝'𝚜 𝙰𝚕𝚕 𝚆𝚎 𝚆𝚎𝚛𝚎
𝙰 𝚂𝚒𝚕𝚕𝚢 𝙲𝚕𝚒𝚌𝚑𝚎,
𝙸 𝚂𝚝𝚒𝚕𝚕 𝚃𝚑𝚒𝚗𝚔 𝚈𝚘𝚞'𝚛𝚎 𝙲𝚞𝚝𝚎
𝙱𝚞𝚝 𝙼𝚊𝚢𝚋𝚎 𝙸𝚝'𝚜 𝙱𝚎𝚝𝚝𝚎𝚛 𝚃𝚑𝚒𝚜 𝚆𝚊𝚢.
𝚃𝚑𝚊𝚝'𝚜 𝙾𝚔𝚊𝚢, 𝚆𝚎'𝚛𝚎 𝙹𝚞𝚜𝚝 𝙰 𝙻𝚒𝚝𝚝𝚕𝚎 𝙲𝚕𝚒𝚌𝚑𝚎,
𝙰 𝙻𝚒𝚝𝚝𝚕𝚎 𝙲𝚕𝚒𝚌𝚑𝚎,
𝙱𝚞𝚝 𝚃𝚑𝚊𝚝'𝚜 𝙾𝚔𝚊𝚢•
მერე ყველამ ტაში დამიკრა. სტეფანი მომიტრიალდა და მითხრა:
-არ ვიცოდი თუ გიტარაზე უკრავდი.
-ხო
-კარგით ბავშვებო გეყოთ! ახლა გვიანია, წადის კარვებში და დაიძინეთ. ხვალე დილით შვიდ საათზე ვდგებით!
მასწავლებლის ნათქვამზე ყველამ ამოიოხრა. არავის უნდოდა დაძინება, მაგრამ რას ვიზამდით. კრისი და ჰოლი შევიდნენ. მე და სტეფანიც შევდიოდით. მივედი და დავწექი. სტეფანიც მომიწვა გვერდით. ცოტა ხანი არცერთი ვიღებდით ხმას.მეგონა ჩაეძინა, მაგრამ მალევე დაიწყო ლაპარაკი.
-ჰეი სოფია, გძინავს?
-არა.
-რაღაც უნდა გკითხო.
-მკითხე.
-შეგიძლია ნიკზე და შენზე მომიყვე?
-ეს ხომ მოყოლილი მაქ?
-უფრო დაწვრილებით. იმ დღეს მოკლედ მითხარი.
-კარგი. ნიკს ბავშვობიდანაა ვიცნობ. საუკეთესო მეგობრები ვიყავით. სულ ერთად ვიყავით და ვთამაშობდით. ჩვენი მშობლებიც ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. გადიოდა წლები და მე და ნიკიც ვიზრდებოდით. ერთმანეთი მაინც არ შეგყვარებია. ნუ მე ვფიქრობდი ასე. ერთხელაც როცა მე და ნიკი ფილმს ვუყურებდით ჩემთან ჩამეძინა. მაშინ 15 წლისები ვიყავით. კი მეძინა, მაგრამ ხო იცი, თან რო გღვიძავს და თან რო გძინავს, ეგრე ვიყავი. ვიგრძენი როგორ მიახლოვდებოდა ნიკი და უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ უნდა ეკოცნა. მე თვალები გავახილე და მას სახეში დავარტყი. მერე ვუღრიალე და სამუდამოდ გავებუტე. ცდილობდა შემოვერიგებინე, მაგრამ არ გამოსდიოდა. სანამ აქ წამოვიდოდი, წინა დღეს ყველაფერი ვაპატიე. მერე მითხრა ამელიას შესახებ. რო წამოვედი აქ, დამირეკა და მითხრა, რომ ამელიამ უღალატა და ნიუ იორკში წამოვიდა, ვიღაცასთან ერთად. ნუ რა თქმა უნდა მატყუებდა. მაგრამ არ ვიცოდი იმ დროს. მერე კი ეს ამბავი მოხდა. ამას ნამდვილად ვერ გეტყვი დაწვრილებით, ძალიან ცუდად ვხდები ამის გახსენებაზე-დავამთავრე და ცრემლები წამომივიდა. .
-კარგი არ იტირო, მე შენთან ვარ, ნუ გეშინია. ნიკი თითსაც ვერ დაგაკარებს.-მითხრა სტეფანმა და ჩემთან მოიწია, მიმიხუტა და ცრემლები მომწმინდა, თავზე მაკოცა და მითხრა:
-ტკბილი ძილი.
ცოტა დავიბენი. ეს დებილია? თავიდან როგორ მექცეოდა, ახლა კიდე ტკბილ ძილს მისურვებს. ეს აზრები თავიდან გავიფანტე და ვუთხარი:
-შენც.
თვალები დავხუჭე. უკვე ძილში მივდიოდი, როცა ტუჩებზე რაღაც საშინლად რბილი შემეხო. არაფერი მითქვამს. ალბათ სტეფანს ეგონა რომ მეძინა. მან მე მაკოცა. სტეფანმა მაკოცა. არ ვიცი რა ვთქვა, ის ძალიან უცნაურია. არ ვიცი ახლა ეს რას ნიშნავდა. იმას რომ ვუყვარვარ, იმას რომ გუშინ ნათამაშები მოქმედება აასრულა თუ მისი ერთ დღიანი შეყვარებული ვგონივარ? ჯანდაბა ახლა მიდი და გამოიცანი. ამ ფიქრებში კი ჩამეძინა...
ღამე საშინელი უჰაერობა მაღვიძებს. უნდა წამოვდგე, მაგრამ რაღაც მაკავებს. ეს რაღაც სტეფანი იყო. მას მისი დიდი ხელები ჰქონდა შემოლაგებული ჩემზე და მიხუტებული ვყავდი. მისი ხელებისგან თავი დავიხსენი და გარეთ გამოვედი. შუა ღამეა, კოცონიც ნელ-ნელა ქრებოდა. პლედი გავიტანე და შემოვიფარე. ცოტა ხანი ასე ვიჯექი და ვფიქრობდი. არ ვიცი რაზე მაგრამ, რაღაცაზე ვფიქრობდი. მალე ვიღაცამ გამომარკვია ფიქრებიდან. ეს ვიღაც ისევ სტეფანი იყო.
-აქ რა გინდა? შემო კარავში, გაცივდები.
-არა არ ცივა.-ვუთხარი წყნარად.
-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა.
-და ხო არ გცივა?
-ცოტა.
-მოდი-სტეფანი ჩემკენ მოიწია და ჩამეხუტა. მისი დიდი ხელებით გამათბო. ასე ჩახუტებულები ვისხედით დიდი ხანი. არც ერთი ვიღებდით ხმას. ჯანდაბა, მგონი სტეფანი შემიყვარდა. არ ვიცი ზუსტად, როგორ უნდა შემიყვარდეს? მე ხო არასდროს მყოლია შეყვარებული და არც არასდროს მყვარებია ვინმე. ვიგრძენი როგორ ამოძრავდა სტეფანი, ჩემთან ახლოს მოვიდა და მაკოცა, ისევ. არ ვაპირებდი ავყოლოდი, მაგრამ მას ისეთი რბილი და ტკბილი ბაგეები ჰქონდა ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. იქამდე ვკოცნიდით, მანამ ჰაერი არ გვეყო. სტეფანმა გამიღიმა და ისევ ჩამიხუტა. უკვე თენდებოდა. მალე დანარჩენებიც გაიღვიძებდნენ ამიტომ დავრჩით აქ. ვუყურებდით როგორ თენდებოდა. ეს ისეთი ლამაზი სანახავი იყო. სულ სტეფანზე და მის კოცნაზე მეფიქრებოდა. არ ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მალე ბავშვებიც ადგნენ. ჰოლიმ მე და სტეფანი ერთად რომ დაგვინახა გაგიჟდა. მაშინვე ხელი მომკიდა და გვერდზე გამიყვანა.
-რა მოხდა?! დროზე თქვი ყველაფერი!
-არაფერი. რა უნდა მომხდარიყო?
-რა არაფერი, ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს ისხედით, მისი ჰუდი გაცვია, ერთ კარავში ხართ!
-არაფერი..
-სოფია სმიტ, გირჩევ დროზე თქვა თორემ ყელს გამოგჭრი, ვიცი რომ მატყუებ.
-კარგი ხო.
მეც ყველაფერი ვუთხარი. რასაც ქვია შოკში იყო.
-რაა?! აკოცეთ?!
-ხო..
-მოსწონხარ სოფია, წყალი არ გაუვა ამას!
-არ ვიცი. შეიძლება მთვლის როგორც ერთ დღიანი გოგო
-არა, მეც მასე მეგონა კრისზე მაგრამ ის ასე არ მთვლის.
-ჰოლი, კრისი სხვაა და სტეფანი სხვა!
-დიდი ამბავი, ორივე ხო ბაბნიკები არიან
-კარგი წამოდი ვჭამოთ.
მივედით ბავშვებთან. სტეფანი არსად ჩანდა. მეგონა კარავში იყო. შევედი და იქ არ იყო. დავიწყე მისი მოძებნა. ცოტა შუა ტყეში შევედი და რას ვხედავ....