-არა სტეფან არ დამტოვო გთხოვ, თვალები არ დახუჭო მე შენთან ვარ-სოფია მე შენ მიყვარხარ
****************************************************************************************************************************************
რამდენი თვის უკან
8 სექტემბერი პარასკევი 09:39 AM
-არა დედა აღარ წამოვალ, მერამდენე სკოლა უნდა გამომაცვლევინოთ? მომბეზრდა უკვე! ყოველ წელს სკოლის გამოცვლა!
-რა ვქნა საყვარელო? ჩემი ბრალი არაა მამაშნის სამსახურის გამო მივდივართ!
ვეღარ გავუძელი და ოთახში საწოლზე დავეხეთქე და ტირილი დავიწყე, მერამდენედ უნდა გამოვიცვალო სკოლა? უი სულ დამავიწყდა გაგცნობოდით:სოფია სმიტი, 17 წლის, მეთორმეტე კლასელი. 11 წელია სკოლაში დავდივარ და თითქმის ყოველ წელს სკოლას და სახლს ვიცვლი. მამაჩემის სამსახურის გამო, ის ცნობილი ბიზნესმენი მაიკლ სმიტია. ამიტომ ხშირად გვიწევს ქალაქების გამოცვლა. დედაჩემი კი დიზაინერია, მაია სმიტი. მას ჩემთვის უამრავი კაბა აქვს შეკერილი, მაგრამ მე სხვანაირი სტილი მიყვარს. ვარ ბიჭური, განსხვავებული, არავის მოსწონს ჩემი სტილი მაქვს მოკლე, კულულა თმა. ნუ მოკლედ სამყაროსგან მოშორებული ადამიანი ვარ, რომელსაც არ გააჩნია მეგობარი, ადამიანი ვისთანაც გახსნილად ლაპარაკი შეეძლება. არც დედმამიშვილი მყავს რომ მას მაინც დაველაპარაკო, დედისერთა ვარ და ამიტომ ჩემი მშობლები ყველაფერს მისრულებენ. სკოლაში ზოგს გათამამებული მამიკოს გოგო ვეგონე, ზოგი კი ფულის გამო მემეგობრებოდა ახლა ახალ სკოლაში გადავალ და მორჩა, კოლეჯში წავალ მინდა მხატვარი გამოვიდე და მამაჩემისნაირად ბიზნესი მქონდეს. ხატვა გამომდის, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ მაქსიმალურსსკოლის გამოცვლებთან ერთად დავდივარ ფსიქოლოგთან, მარტო მას შემიძლია დაველაპარაკო ყველაფერზე. ჩემი აზრით, ფსიქოლოგები ძალიან კარგად ეხმარებიან ჩემნაირ ბავშვებს. ახალ ქალაქში, სადაც უნდა გადავიდე ალბათ იქნება ვინმე კარგი ფსიქოლოგი და მივალ. მგონი სულ ესაა რისი თქმაც შემიძლია ჩემს შესახებ