9️⃣

399 25 1
                                    

(თავი 9)
•მეორე დღე, ოთხშაბათი, 07:46•
დილით მალევე გამეღვიძა. სტეფანის სახლში ვიყავი. მაშინვე ტელეფონი ავიღე და დედად დავურეკე:
•-დეე ბოდიში ვერ დაგირეკე, მეგობართან დავრჩი•
•-მე კიდევ ნერვიულობისგან რატომ არ მოვკვდი, არ ვიცი. ამის მერე დამირეკე ხოლმე! სახლში არ მოხვალ?•
•-არა, აქედან პირდაპირ სკოლაში წავალ•
•-კარგი, ჭკვიანად იყავი. მიყვარხარ•
•-მეეც•-ვუთხარი და ყურმილი გავუთიშე.
ავდექი და ჩემი ტანსაცმლის ძებნა დავიწყე. ვერსად ვერ ვნახე. როდესაც ფეხზე ვიყავი სტეფანი შემოვიდა.
-დილა მშვიდობისა.(სტეფანი)
-დილა მშვიდობისა.
-რას ეძებ?-მკითხა მან.
-ჩემ ტანსაცმელს.
-ისინი გუშინ გაჭუჭყიანდა. ჩემსას მოგცემ თუ გინდა(სტეფანი)
-ამმ.... ძალიან ჭუჭყიანია?(სოფია)
-ჰმმ... თუ არ ჩავთვლით, რომ სასმელი გადაესხა და ზედ ვიღაცამ აღებინა, მაშინ არა.
-ფუუ, კაი მომე შენი რამე.
სტეფანი გავიდა. მალევე შემოვიდა ჰუდითა და სპორტულით ხელში.
-ამმ.. შეიძლება გახვიდე რომ გამოვიცვალო?(სოფია)
-აა..ისა.. ხო.. ახლვე.
სტეფანი გავიდა. მე ჩაცმა დავიწყე. ჰუდი ძალიან დიდი აღმოჩნდა, სპორტულებიც არანაკლებ. დაბლა ჩავედი და სამზარეულოში სტეფანი იყო, საუზმეს აკეთებდა. რომ მივედი უკვე მორჩა და თეფშზე დამიდო.
-მადლობა (სოფია)
-არაფრის
საუზმეც ვჭამეთ და გარეთ გავედით. დავაპირე ფეხით წასვლა, მაგრამ სტეფანმა შემაჩერა:
-სად მიდიხარ?(სტეფანი)
-სკოლაში, ფეხით წავალ.
-დარწმუნებული ხარ? სკოლამდე დიდი მანძილია, თანაც მეც იგივე გზით მოვდივარ
-ამმ... კარგი წამოვალ შენი მანქანით.
მივედი და მის მანქანაში ჩავჯექი. ისიც მოვიდა და მომიჯდა. დაძრა და წავედით. გზაში არცეთს ამოგვიღია ხმა. სკოლის შესასვლელთან კი ყველა ჩვენ გვიყურებდა. გაუკვირდათ ალბათ მე რომ ვეჯექი სტეფანს მამქანაში. მან გააჩერა მანქანა და გადმოვედი.
-სტეფან, დიდი მადლობა ყველაფრისთვის (სოფია)
-არა, რის მადლობა
სტეფანს მოვშორდი და სკოლაში შევედი. ყველა მე მაკვირდებოდა და თვალს მაყოლებდა. ბოლოს ჰოლი ძლივს დავინახე და მივვარდი.
-ჰეი როგორ ხარ?(სოფია)
-რავი, თავი მისკდება. მოიცა, ვისი ტანსაცმელი გაცვია?(ჰოლი)
-სტეფანის. ჩემსას სასმელი გადაესხა და თავისი მათხოვა. თან გუშინ მასთან დავრჩი. ძალიან ცუდად ვიყავი.
-რაა?! სტეფანის სახლში დარჩი? საღოლ.
-რატომ, რა ხდება?(სოფია)
-სულელო, სტეფანთან დაწოლაზე მთელი სკოლა ოცნებობს!(ჰოლი)
-არა, მე არ ვწოლილვარ სტეფანთან. ის სხვა ოთახში იყო, მე სხვა ოთახში. უბრალოდ დილით მისი ტანსაცმელი მათხოვა და სკოლაში მომიყვანა.
-ეჰჰ.. მე კიდე ლამის ოჯახი შევქმენი..
-ჰოლი!
-კაი,კაი. გავჩერდები
მალევე ზარი დაირეკა. შევედი პირველ გაკვეთილზე. მოსაწყენი იყო. მასწავლებელი რაღაცეებს ლაპარაკობდა, ბლა..ბლა..ბლა. მალე დასრულდა და გამოვედი.
ლანჩზე ჰოლისთან მივედი. ჭამის შემდეგ, სკოლის ეზოში გამოვისეირნეთ. სკოლის გუნდის მხარდამჭერები ემზადებოდნენ.მალე თამაში აქვთ. ანუ სტეფანიც თამაშობს.
სკოლამ უაზროდ ჩაიარა, არაფერი მომხდარა ისეთი. სახლში ფეხით მივედი. შევაღე კარები და დედაჩემი შემეჩეხა.
-სად იყავი?(დედა)
-მეგობართან და მერე სკოლაში.(სოფია)
-და მისი ტანსაცმელი რატომ გაცვია?
-ჩემი დაისვარა, დედა. რა პანიკებში ხარ?
-სოფია, ვინერვიულე! მთელი ღამე სახლში არ იყავი და აბა რა მექნა, დავმჯდარიყავი და მელოდა?!(დედა)
-კარგი, დედა. ბოდიში, ამის მერე სულ დაგირეკავ.
-კარგი, მიდი ახლა, გამოიცვალე.
ავედი ოთახში, გამოვიცვალე. სტეფანის ტანსაცმელი გავრეცხე, მერე დავუბრუნებ. ჩავედი დაბლა, ვჭამე და ისევ მაღლა ამოვედი. მეცადინეობა დავიწყე. იმდენი მქონდა, რომ არმეგონა თუ დღეს მოვრჩებოდი.
მალე არ მოვრჩი, მაგრამ მთელი დღეც არ მოვუნდი. გადავწყვიტე დამეხატა.
ნახატის დასრულების შემდეგ დავწექი.
მალევე ჩამეძინა.
•რამდენიმე დღის შემდეგ•
სკოლა უაზროდ მიმდინარეობს, საერთოდ ცხოვრებაც უაზროა. ადექი, წადი სკოლაში, მოდი სკოლიდან, დაწექი. აი ესაა ჩემი რეჟიმი. ყოველდღე იგივე მეორდება. მაინც რა არის რა აბიტურიენტის ცხოვრება
სკოლიდან რომ მოვედი ოთახში სტეფანის ტანსაცმელი შევნიშნე. გადავწყვიტე წამეღო. ამიტომ მივწერე, თუ იყო სახლში. მანაც მიპასუხა, რომ სახლში იყო.
გავუდექი გზას. მისი სახლი არც ისე შორს იყო. როგორც ჩანს, კარგად მახსოვს სახლი. მივედი და დავაკაკუნე. კარები ერთმა ბიჭმა გააღო. ალბათ სტეფანის მეგობარი იყო. გრძელი, მუქი ყავისფერი თმა ჰქონდა, ღია ფერის თვალები და შავი მაისური ეცვა, შავი შარვლით.
-გამარჯობა. სტეფანი სახლშია?(სოფია)
-კი ახლა დავუძახებ.(ის)
მალევე სტეფანიც მოვიდა.
-ჰეი, სოფია.
-ჰეი, იცი ტანსაცმელი მოგიტანე. სულ გადამავიწყდა და ახლა მოგცემ.
-მადლობა, მაგრამ შეგეძლო დაგეტოვებინა ხო ეს კრისია-იმ ბიჭზე მიმითითა-კრის,-მიუბრუნდა- ეს სოფიაა, ჩემი სკოლელი.
-სასიამოვნოა-ხელი გამომიწოდა.
-ჩემთვისაც-გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.-კარგი წავედი, ნახვამდის.
-მოიცა, მოიცა, შემოდი არ გინდა? დავლიოთ ან რამე ვქნათ-შემომთავაზა სტეფანმა.
-ამ.. არა მადლობა, არ მცალია დღეს.
-დარწმუნებული ხარ?(სტეფანი)
-კი,კი.
-კარგი დაა თუ გინდა გაგაცილებ, ან მანქანით გაგიყვან(სტეფანი)
-არა, იყოს. ფეხითაც მალე მივალ, თან ჯერ არც კი დაღამებულა.
-კარგი, მშვიდობიან დღეს გისურვებ
-შენც
STEPHAN'S POV
დღისით სოფია იყო ჩემთან მოსული, ჩემი ტანსაცმელი დამიბრუნა. შევთავაზე სახლში მე წამეყვანა მაგრამ, არაო. სოფია ძალიან კარგი გოგოა, თან ძალიან ლამაზია. მგონის მის გარდა ვეღარცერთ გოგოს ვეღარ ვუყურებ. ამელიას წასვლის შემდეგ, მასთამ დაახლოებას ვცდილობ. არ ვიცი სოფიას მიმართ გრძნობები გამაჩნია თუ არა, მაგრამ ცხადია, რომ ის არაფერს გრძნობს. ახალ წლებამდე რამენაირად უნდა შევაყვარო თავი. მე მისნაირი გოგო ჯერ არ შემხვედრია, მერე რა, რომ რამდენიმე კვირაა რაც ვიცნობ, მე მის მიმართ მაინც მაქ გრძნობები
-ძმაო კარგად ხარ?-მკითხა კრისმა.
-კი, კარგად ვარ.
კრისი ჩემი ბავშვობის მეგობარია. დედაჩვენები ძალიან ახლოს იყვნენ და არიან. პირველი კლასიდანაა ერთად მოვდივართ და ვძმაკაცობთ. ის ჩემი ერთადერთი საუკეთესო მეგობარია, რომელსაც თვალ დახუჭულიც ვენდობი.
ჯანდაბა, გაწვიმდა. ნეტა სოფია მივიდა სახლში? ხო არ ჯობს რო ვავუარო? იქნებ გზაში შემხვდეს? კი, ნამდვილად უნდა წავიდე. მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად დავძარი.
SOPHIA'S POV
ჯანდაბა, გაწვიმდა. მე კიდე არაფერი მაცვია ისეთი, კაპიშონი რომ ჰქონდეს. ეჰჰ ესღა მაკლდა. გზაზე გადავდიოდი როცა მანქანამ გააჩერა. შევხედე და სტეფანი იჯდა.
-სოფია, მოდი დაჯექი!
მეც მივედი და დავჯექი.
-აქ საიდან ამოჩნდი?(სოფია)
-იცი, ვიფიქრე გაწვიმდა და სოფია სულ დასველდება მეთქი. ამიტომ წამოვედი და ახლა სახლამდე მიგიყვან.(სტეფანი)
-მადლობა დიდი
-არაფრის.
სტეფანმა სახლში მიმიყვანა. მეც შემოვიპატიჟე.
-შემოდი, ცოტა ხანი იყავი. სახლშიც არავინაა მგონი.(სოფია)
-კარგი შემოვალ, მაგრამ ცოტა ხანი. (სტეფანი)
სახლში შემოვედით.
-მიდი დაჯექი სადმე და მოვალ, გამოვიცვლი სანამ სულ დავლპი.(სოფია)
-კარგი.
მაღლა ავედი. ტანსაცმელი გამოვიცვალე. დაბლა ჩავედი და სტეფანი ჩემს ნახატებს ათვალიერებს. ალბათ არ იცის მე რომ დავხატე. მთელ სახლში მოფენილი მაქვს ჩემი ნახატები.
-მოგწონს?-ვკითხე მას.
-კი ძალიან ლამაზია. ვინ დახატა?
-მე.
-შეენ?
-ხო.
-ყოჩააღ! არ ვიცოდი ასე კარგად თუ გამოგდიოდა ხატვა.
-მადლობა. წამოდი ერთ ადგილს განახებ.
სტეფანი ჩემ სამხატვრო ოთახში აციყვანე.
-აქ ვხატავ ყველაფერს(სოფია)
-ღმერთო ჩემო, აქაურობა ძალიან ლამაზია, მიუხედავად იმისა რომ ყველგან საღებავია მისხმული
სტეფანი მალე წავიდა. დედა და მამაც მოვიდნენ, მე ავედი ოთახში და დავწექი. მალევე ჩამეძინა...

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now