1. სიბნელე

1.8K 83 68
                                    

უცნაურია, როდესაც ფეხზე დგები, რაღაცას ეძებ, პოულობ, მაგრამ მას ვერ ხედავ.

უცნაურია, როდესაც შენს გარშემო მუდმივად სიბნელეა.

უცნაურია, როდესაც მზის სხივების დანახვა არ შეგიძლია.

რომ მუდმივად ღამეა და არასდროს თენდება.

- თეჰიონ, ძვირფასო, საუზმის დროა,- ისმის დაბალი ქალის ხმა მის ოთახში და ბიჭიც სწრაფად სწევს თავს საწერი მაგიდიდან.- მანდ რას აკეთებ, საყვარელო?

თეჰიონს არ მოსწონს ეს ნათქვამი, არც ეს ქალი. მერე რა, რომ ვერ ხედავს. არ შეიძლება კალამი ხელში დაიჭიროს? ან რამე დაწეროს? მერე რა, რომ ვერ ხედავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წერა ან ხატვა არ შეუძლია.

გრძნობს ქალის ხელს მკლავზე. იმასაც გრძნობს, როგორ იღიმის და როგორ ეზიზღება ის. შეხვედრისთანავე უცნაური აურა დაუტოვა, თითქოს ზედმეტად ამპარტავნული, თითქოს ამ ყველაფერს აძალებენ მას.

- მეთვითონ,- ხელს უხეშად იშორებს და წარბებშეკრული მიემართება უკვე დაზეპირებული კარებისკენ.

ერთ დილას გადაწყვიტა სახლი შეესწავლა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან კარგად ახსოვდა დეტალები, ბრმა დაბადებიდან არ ყოფილა.

გადათვალა ყველა კუნჭულიდან ნაბიჯები, დაიზეპირა და ახლა ჩვეულებრივი ადამიანივით შეუძლია გავლა. თეჰიონი სახელურს ეჭიდება და ჩერდება, ზუსტად შვიდი ნაბიჯი.

- არ მოდიხარ?- გრძნობს, რომ ქალი ჯერ კიდევ სკამთან დგას გაშეშებული.

- მოვდივარ,- ისმის მისი ხმაც და თეჰიონი გზას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად იცის, მაინც ცოტათი ეშინია. უზარმაზარი სახლი აქვს და კიბეები ზედმეტად მოუხერხებელი.- მალე კიბეებია, საყვარელო.

- მადლობა,- ხმადაბლა ამბობს და მოაჯირს ეჭიდება. დაბლა მშვიდად ჩადის. ეს მიხვეულ - მოხვეული საფეხურები დიდად არ ეხატება გულზე, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. მაგიდასთან ფრთხილად ჯდება, გრძნობს კიდევ ერთი პიროვნების ყოფნას. ხელს ნელა ასრიალებს ჩანგლისკენ.

NightfallWhere stories live. Discover now