ცივა. ქარი ქრის, თანაც საშინლად. მალე ალბათ მოთოვს კიდეც, ჯონგუკი მაინც ღიმილიანი სახით მიიწევს მაღაზიიდან გამოსული, ხელში შოკოლადებით სავსე პარკით. სახლის ეზოში სწრაფად შედის, რადგან გრძნობს ცხვირი როგორ ძალიან ეყინება. კიბეებზე არბის და კარებს აღებს. მაშინვე ხვდება სახეზე სითბო, ჯონგუკი კმაყოფილი იღიმის, შემდეგ კი ქურთუკს იხდის, ქუდს და ხელთათმანებს ზედ აყოლებს და გაყინული ხელებით ბუხრის წინ პატარა პუფზე ჯდება, შოკოლადების ჭამას იწყებს.
დღეს დილით დედამ ფული დაუტოვა რომ გასულიყო და ეყიდა, უფროსწორედ მის დას, სონას უთხრეს, რომ გასულიყო და მოეტანა პატარა ძმისთვის, მაგრამ გოგონა რატომღაც ჯერ კიდევ შუა ძილშია, ჯონგუკმა ვერ შეძლო მისი გაღვიძება, ასე რომ, უბრალოდ დაიბარა მაღაზიაში გავალო და იქაურობას მოსცილდა.
გუკი მშვიდად შეექცეოდა საყვარელ ტკბილეულს, სონას ოთახიდან რომ უცნაური ხმა შემოესმა. თავიდან ყურადღება არ მიაქცია, იფიქრა, ალბათ საწოლიდან გადმოვარდაო, მაგრამ ხმა მაინც არ წყდებოდა. ჯონგუკი შეხტა, ფეხზე წამოდგა და წარბებშეკრული მიაჩერდა დერეფანს, რომელიც სიბნელეში ჩაძირულიყო და რომლის ბოლოს მისი დის ოთახია.
შიში გაუორმაგდა, როდესაც კარებზე დაჯახების ხმა მოესმა, ჩაფიქრებული შეხტა, ვეღარ გაერკვია სონასთან მისულიყო თუ დედასთვის დაერეკა. საბოლოოდ იქვე დაგდებულ ტელეფონს მოჰკრა თვალი და სწრაფად მივარდა მასთან.
- დედა, დედა შენ ხარ?- დაიჩურჩულა განწირული ხმით. რბილ პუფს მაგრად მოეჭიდა.
- გუკი? პატარავ, მე ვარ, რა მოხდა?- იკითხა ქალმა შეშინებული ხმით.
- დედა, მემგონი სონას რაღაც სჭირს, მისი ოთახიდან უცნაური ხმები გამოდის,- აკანკალებული ხმით ამბობს ის,- და მე მეშინია.
- გუკ, რა მოხდა? ვერაფერი გავიგე,- ამბობს შეწუხებული და უკვე ნერვიულობას იწყებს.
YOU ARE READING
Nightfall
Ação- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...