აქ ნოუთებს არ ვაკეთებ უმეტესად, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ, მოემზადეთ🤭🤭
~ ~ ~*~*~ ~ ~
ვახშამი იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე რომელიმე წარმოიდგენდა. დენიზის მამა, მართლაც რომ სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. ყველასთან ჰქონდა რაღაც სასაუბრო თემა. გოგო ძალიან ბედნიერი იყო, აი თეჰიონზე კი ვერაფერს იტყოდნენ. მოქუფრული სახით იჯდა, ხანდახან ჯონგუკს გახედავდა, თვალებით რომ ჭამდა მთელი ეს დრო.
წამოსვლის დროსაც არ შეუწყვიტავს ყურება, როცა დრო ჰქონდა და მოახერხებდა ყველგან ეხებოდა. თავის მანქანაში რომ ჯდება, უკვე შვებისგან ისუნთქვას ჰაერს, ჯიმინს შესთავაზა სახლში წაყვანა, მაგრამ პაკმა უარი განაცხადა, რადგან პატარა საქმე ჰქონდა დედასთვის მოსაგვარებელი და თან ცოტა ხნით ფეხით უნდოდა გავლა. თეჰიონიც აღარ შეეწინააღმდეგა და პირდაპრ საკუთარი აპარტამენსტიკენ აიღო გეზი. მოენატრა უკვე მარტო დარჩენა, დიდი ხანია იქ არ ყოფილა. მანქანას პარკინგზე აყენებს, კოსტუმს იხდის და ხელში იჭერს, რამდენიმე ჭიქა დალია და ცოტა სცხელა კიდეც. ლიფტში რომ შედის, ცივ კედელს ეყუდება, დაკეტილიც არაა კარები, რომ ვიღაც თითებით იჭერს, თეჰიონი მოჭუტული თვალების გამო ვერც კი ხედავს მის სახეს, უბრალოდ ღრმად სუნთქავს და გრილდება.
- აპირებ არც კი შემომხედო?- წარბებს კრავს ჯონგუკი და მის მოპირდაპირე კედელს ეყუდება.
- აქ რას აკეთებ?
- არ მინდოდა მარტო ყოფილიყავი, ამიტომაც გამოგყევი,- მხრებს იჩეჩს,- აქამდეც მნახავდი, მაგრამ ვერ დაგეწიე, საერთოდ მანქანას ასე სწრაფად ვინ მართავს? თან ნასვამი ხარ, ძალიან გინდა დაგაკავონ?
- უკანასკნელი იყო, თან მხოლოდ ორი ჭიქა დავლიე,- ატრიალებს თვალებს და ლიფტიდან გადის,- აი შენი მოვლა რაში მჭირდება.
- გულს მტკენ ახლა.
- გეგონება ძალიან მადარდებს,- ბუზღუნებს და კარების კოდს კრეფს, შემდეგ კი პირდაპირ შიგნით შედის,- თუ იმის გამო მოხვედი, რაც დილით ვთქვი...
YOU ARE READING
Nightfall
Aksiyon- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...