28. დღესასწაული

572 62 54
                                    

სახლი ლამაზადაა მოწყობილი, არც ზედმეტად დატვირთულია, მაგრამ სადა და ძალიან ლამაზია, ზუსტად ისეთი, როგორიც ჰოსოკს შეეფერება. რატომ? დღეს ჰოსოკის დაბადების დღეა, რადგან სოკჯინმა და ჯონგუკმა იმის შესახებ ძალიან კარგად იციან თუ როგორ მოსწონს ბიჭს მსგავსი გაფორმებები, ამიტომაც გადაწყვიტეს ერთი დღე გადაედოთ გვერდით თავიანთი უჟმურობა და გაეფორმებინათ იქაურობა. აი იუნგიმ კი საკუთარ თავს ვერაფერი მოუხერხა და უბრალოდ ყველაფერი იქ მიჰქონდა, სადაც ბიჭები ეტყოდნენ.

- ვსო, დავასრულე,- ჩამოდის კიბიდან ჯონგუკი და დაღლილი დივანე ეცემა. ჰოსოკი სადღაც გადაიკარგა დილიდან და თქვა, რომ შუადღის ოთხი საათისთვის სახლში იქნებოდა. ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარია, ასე რომ, მალე ელოდება მას. აი თეჰიონსა და დენიზზე ვერცერთი ვერაფერს იტყვის, რადგან ნამდვილად არ არიან დარწმუნებულნი მოვლენ თუ არა, მაგრამ ჯონგუკს სადღაც გულის უკანასკნელ კუნჭულში მაინც აქვს იმედი.

- ვფიქრობ, ყველაფერი იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდით,- აღნიშნავს სოკჯინი და ისიც გვერდით უჯდება ჯონს.

- დამცინი? ყველაზე მაგარია, აი ჰოსოკს თუ არ მოეწონება - ვაჭმევ,- ბუზღუნებს გუკი და თავს ჯინის კალთაზე დებს.

- კარგი, ხომ იცი, რომ მოეწონება,- ხითხითებს ბიჭი, სახეს ასერიოზულებს, როცა ტელეფონი იწყებს მის ჯიბეში ბზუილს,- გისმენთ.

- ჯინ, სახლთან ვართ და იქნებ გამოხვიდე? დახმარება გვჭირდება,- ისმის თეჰიონის ხმა მეორე ხაზიდან.

- რატო? რამე მოხდა?

- ჰოსოკის საჩუქრებია და მისი საყვარელი ტორტი,- ქირიქლებს თეჰიონი,- ხოდა ჩვენ ამდენს ვერ ვერევით.

- მოვდივარ, კარგი,- ფეხზე დგება გაჭირვებით. ჯონგუკს თვალს ავლებს, ბიჭს თვალები დაეხუჭა, იცის რომ არ სძინავს ღრმად, მაგრამ წინა ღამეს რატომღაც საერთოდ ვერ მოახერხა დაძინება, მხოლოდ გამთენიის ექვსს საათზე ჩასთვლიმა, ამიტომაც პრობლემა საერთოდ არ ექნება თუ ცოტახანს ახლა წაუძინებს,- ამდენი რა საჭირო იყო?

NightfallWhere stories live. Discover now