30. იმედი

608 62 52
                                    

ბიჭები დენიზს რომ აცილებენ, თეჰიონის გულში სევდა ისადგურებს, ისევე, როგორც იუნგისაში. მოსწონდა გოგო, დადებითი ემოციები მოჰქონდა მასთან. კარგად უგებდა, რადგან სასაუბრო თემა ბევრი ჰქონდათ. ზოგადად ინტერესებიც თითქმის საერთო გააჩნდათ.

თეჰიონი ოხრავს, რადგან ბიჭებთან ერთად იყო, კვლავ მათთან დაბრუნდა. ჯონგუკი დილიდან არც ენახვება და არც ხმას სცემს, თეჰიონს კი მისი ეს ქცევა ცოტა არ იყოს ძალიან აღიზიანებს. სახლში მისული დივანს იკავებს ადგილს, თავს უკან ბალიშებზე აგდებს და ცოტახნით თვალებს ხუჭავს დასამშვიდებლად. როგორც კი დენიზი ჩავა, მაშინვე დაურეკავს, მაგრამ მანამდე როგორ მოითმენს არ იცის.

ხედავს ჯონგუკი როგორ შემოდის სახლში და გეზს პირდაპირ თავისი ოთახისკენ იღებს. ახლა თითქმის ღამის ათი საათია, რატომღაც დენიზმა გადაწყვიტა საღამოს რეისით ესარგებლა. თეჰიონი საკუთარ ოთახში იკეტება, რადგან არ უნდა ბიჭებთან საუბარი. ჯიმინიც კი არ არის მის გვერდით, აპირებს ხვალ უკან დაბრუნდეს, მაგრამ აქ რა უნდა გააკეთოს ვერ ხვდება.

მამამისს არ ესაუბრება, მიუხედავად იმისა, რომ მასთან მისვლის შემდეგ ბევრჯერ სთხოვა კვლავ საუბარი. თეჰიონი თავიდან უარს ეუბნებოდა, ახლა კი საერთოდ აიგნირებს მის ზარებს. საწოლზე დაღლილი წვება, სახლი დენიზის გარეშე მოსაწყენი იქნება, უფერული.

ვერ ისვენებს, საწოლს გაჰყურებს, რომელიც ცარიელია, არადა გუშინ გოგო იწვა და ღამის სამ საათამდე რაღაც სულელურ თემებზე საუბრობდნენ. თეჰიონი საწოლში კიდევ სამი საათი წრიალებს. ვერ ისვენებს, არც ტელეფონი აინტერესებს და აღარც რამე სხვა. ოხრავს, ფეხზე დგება და სამზარეულოში გადის. წყალს სვამს, მაცივარში სენდვიჩსაც კი პოულობს და ჭამას იწყებს.

ოთახში დაბრუნებამდე კიბეებთან ჩარდება. დენიზის სიტყვები ახსენდება. ტუჩებს კუმავს, ჯონგუკთან ავიდეს? ცოტა ძაან უცნაური სიტუაცია შეიქმნება, მითუმეტეს, რომ თითქმის ღამის ოთხი საათია და არცერთი სულიერი არ ჭაჭანებს გარშემო.

NightfallWhere stories live. Discover now