26. მონატრება

497 61 37
                                    

თეჰიონი გოგოს სახლშიც რომ ვერ პოულობს, უკვე ნერვიულობას იწყებს. კიდევ რამდენჯერმე ურეკავს, ზარი გადის, მაგრამ დენიზი არ იღებს. არც წერილი დაუტოვებია ან რამე. კიმმა აღარ იცის უკვე სად ეძებოს. ტელეფონი კვლავ ბზუის, მაშინვე ჰპასუხობს, ეგონა დენიზი იყო.

- თეჰიონ, ნახე? ყველაფერი რიგზეა?- კითხულობს ანერვიულებული ჯიმინი.

- არა, ჯიმინ, არსად არ არის, ვურეკავ და არ მპასუხობს,- თმებში ხელს იცურებს თეჰიონი,- მოხვალ? შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?

- უკვე გზაში ვარ,- და ზარი წყდება. ჯიმინი ელვისისწრაფით მიდის თეჰიონთან, ბიჭი ანერვიულებული დაიარება აქეთ - იქით. აღარ იცის უკვე რა გააკეთოს. დენიზი დიდია, მაგრამ ეს ქვეყანა მისთვის ჯერ კიდევ უცხოა. თუ სასეირნოდ წავიდა და დაიკარგა, ტელეფონი მაინც რატომ გათიშა, როცა მუდმივად ხელში უჭირავს ხოლმე.- პოლიციაში რომ დავრეკოთ?

კითხვით შემოდის პაკი სახლში.

- რა აზრი აქვს, დაკარგულად ჯერ მაინც არ გამოაცხადებენ,- დივანზე იკავებს ადგილს და ეკრანს აშტერდება იმის მოლოდინში, რომ აი უკვე პასუხს გასცემს.

- ჯანდაბა, აბა მხოლოდ იმის იმედზე ვართ, რომ თვითონ დაგვირეკავს?- ყვირის ხმამაღლა.

- შესაძლოა,- თეჰიონს სიტყვას ტელეფონის ხმა აწყვეტინებს. ჰოსოკია, უკვე ღამის ათი საათია და ახლა რატომ ურეკავს?- გისმენთ.

- ჰოსოკი ვარ, თეჰიონ, იუნგი შენთან ხომ არ არის?- კიმი წარბებს კრავს, ნუთუ ისიც?

- არა, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?

- შენი წასვლის მერე ისიც გავიდა და აღარ დაბრუნებულა ამ დრომდე. ხანდახან გადის ხოლმე და ვერ ვიგებთ სად, მაგრამ ახლა მართლა ვნერვიულობ, რადგან კარგად არ გამოიყურებოდა,- ხმა უკანკალებს ჰოსოკს და თეჰიონი ხვდება, რომ მდგომარეობა უკვე ზედმეტად მძიმეა.

- არც დენიზია სახლში,- ამოთქვამს ხმადაბლა,- მასაც ვერ ვპოულობთ, აქ ბევრი არაფერი იცის, არ ვიცი სად ვეძებო. ვერ ვუკავშირდები. მალე ჭკუიდან გადავალ.

NightfallWhere stories live. Discover now