29. დენიზი

508 55 50
                                    

ადვილი ცხოვრება არავის გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს განსხვავება. კარგ, ცუდსა და უარესს შორის. ზოგი არც კარგზე კმაყოფილდება, მაინც წუწუნებს, მაინც მეტი უნდა, ზოგს კი ის კარგიც სანატრელი აქვს.

დენიზი ალბათ კარგ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. სანამ ერთი საშინელება არ დაატყდა თავს. ძალიან კარგად ახსოვს ყოველი მომენტი და მუდამ ცდილობს, რომ უბრალოდ ერთ კუნჭულში დამარხოს და არასდროს გაიხსენოს.

წყეული გაზაფხული იყო. ოცდასამი წლის დენიზი დაბადების დღეზე წასასვლელად ემზადებოდა, მამისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ იმ ღამეს იქ დარჩებოდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთობოდა, არ სვამდა ბევრს საერთოდ, მხოლოდ ერთი ჭიქა ეჭირა და იმას წრუპავდა. შემდეგ რატომღაც გამოჩნდნენ ისეთები, რომლებსაც დენიზი საერთოდ არ იცნობდა და მათ შორის იყო ჯოც, რომელიც საერთოდ არ ეხატებოდა გოგოს გულზე. უარს ვერ ეტყოდა, არც არაფერი დაუშავებია, გამარჯობაც კი არ უთქვამს ბიჭს მისთვის, ასე რომ, უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დააიგნორებდა.

მაგრამ ყველაფერი ძალიან ცუდად წავიდა. დენიზი ერთ მომენტში ძალიან დათვრა, უკვე დილის ოთხი საათი იყო. იმდენად დათვრა, რომ უბრალოდ დივანზე დაჯდა და იქვე ჩაეძინა. არც იცის ასეთი რა მიაწოდეს და რამ დაათრო. მისი მიხედვა კი ჯომ ითავა, რომელმაც ოთახში აიყვანა. შემდეგ კი აღარაფერი ახსოვს.

დილით საერთოდ ვერაფერს იხსენებსა, გარდა იმისა, რომ მასთან გაატარა ღამე. თავი საშინლად იგრძნო, მიუხედავად სიმთვრალისა, დარწმუნებულია ასი პროცენტით, რომ თავად არ მოინდომებდა სექსს, აი სხვა შემთხვევაში რა მოხდა ამას საერთოდ ვერ განიხილავს.

ისე უჩუმრად ადგა და მოსცილდა იქაურობას, ისე უსკდებოდა თავი, რომ ორიენტაციის უნარი საერთოდ დაკარგული ჰქონდა, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ საავადმყოფოშდი მოუწია მისვლა, რადგან ვერანაირად შეიჩერა თავის ტკივილი.

NightfallWhere stories live. Discover now