სოკჯინს შიგნიდან ემოციები ჭამს, გრძნობები არ ასვენებს, თვალს აპარებს ხოლმე მაგიდასთან მჯდარი თეჰიონისკენ, გემიერლად რომ ილუკმება. შემდეგ მზერა მის გვერდით მჯდარ გოგოზე გადააქვს, ჭამაში რომ ეხმარება. ლამის ლუკმებს ხელებში აწვდის. ბოლოს ჯონგუკს უყურებს, ბიჭი ჩანგლით აწვალებს საჭმელს, მზერას თეჰიონისკენ გააპარებს ხოლმე, შემდეგ კი უგემურად იტენის პირში ლუკმას.
ვახშამი არც ისეთი სახალისო გამოვიდა, როგორიც შეიძლებოდა სხვა დროს ყოფილიყო. დენიზი წამით არ აცილებს თვალს ჯონგუკს. გრძნობს მის მწველ მზერას და ხანდახან ძალიან უნდა რომ მიუბრუნდეს და რამე მწარედ უთხრას, ზუსტად იცის, უნდა, რომ თეჰიონი მარტო მოიხელთოს, მაგრამ ამის უფლებას არ მისცემს, რადგან კარგად დაინახა როგორი უხეში და საშინელი ადამიანია, აღარ უნდა ისევ ისე უმწეოდ აგრძნობინოს თავი, როგორც ამას ადრე აკეთებდა.
- ჩვენი წასვლის დროა,- ფეხზე დგება თეჰიონი. ხედავს სოკჯინი როგორ კრთება, როგორ ეცვლება გამომეტყველება.
- კიდევ როდის შევძლებთ ერთმანეთის ნახვას?- კითხულობს ხმადაბლა.
- არ ვიცი, მალე უკან უნდა დავბრუნდე, ასე რომ, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი,- უკმაყოფილოდ ამოთქვამს და დენიზს უბრუნდება,- წავედით.
- დაგიკავშირდებით,- უხერხულობას ფანტავს იუნგი და მხარზე უთათუნებს ხელს კიმს.
გოგო თეჰიონის ნივთებს ავლებს ხელს, ბიჭებს ემშვიდობება და გარეთ გადის მასთან ერთად. მანქანაში რომ სხდებიან, თეჰიონი ხმამაღლა ოხრავს, სკამის საზურგეს ეყრდნობა.
- დაინახე არა როგორ მიყურებდა?- უბრუნდება დენიზს, როცა იქაურობას სცილდებიან.
- ლამის მზერით შეგჭამა,- ამოთქვამს ისიც,- ეს ვინ ყოფილა. ნამდვილი მანიაკი.
- მინდოდა იქვე მომეკლა,- სისინებს ხმადაბლა.
- ახლა რას აკეთებდა და წარმომიდგენია, მაშინ რას იზამდა,- ატრიალებს თვალებს გოგო,- ამას როგორ იტანდი?
YOU ARE READING
Nightfall
Aksiyon- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...