4. ბოლო წამს

631 65 55
                                    

ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მის მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ.

თეჰიონმა იცის, რომ ერთადერთი ადამიანი ვისაც ის უყვარს - მამამისია.

იცის, რომ მუდმივად დაეხმარება და გვერდში დაუდგება. ის გიჟდება მამაზე, იმ სიყვარულით უყვარს, რომლითაც არავის არასდროს არავინ ჰყვარებია, მაგრამ არის მომენტები, როდესაც მისი არ ესმის, ან მისი გადაწყვეტილებების.

- მამა, რას გულისხმობ,- ცრის კბილებში გაბრაზდბული,- რატომ ცდილობ მუდმივად ჩემს გარშემო ხალხმა იტრიალოს.

- თეჰიონ, შეიძლება შენ ფიქრობ, რომ შეგიძლია და ვიცი, რომ შეგიძლია, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. გთხოვ, ვიღაც, ვისაც შენც და მეც ვენდობი უნდა გყავდეს გვერდით, ლუნას აღარ ვენდობი,- ოხრავს კაცი და თავს ხელებში რგავს.- გემუდარები, ამ ერთხელ მაინც.

- მამა...

- გთხოვ, ჩემო ანგელოზო. მამას ნუ აწყენინებ,- შეწუხებული სახით უყურებს თეჰიონს, რომელიც ჩაფიქრებული მისჩერებია კედელს.

- თანახმა ვარ, მაგრამ კანდიდატებიდან მე თვითონ ავირჩევ,- აყოლებს სიტყვას, უფროსი კიმი ცოტათი უკმაყოფილოა, მაგრამ იმაზეც ბედნიერია, რომ თეჰიონი ამას დათანხმდა.

- მაშინ საღამოსვე მოვიყვან ყველას და რვისთვის მზად იყავი,- იღიმის და ფეხზე დგება,- მადლობა, რომ ჩემი გესმის.

შვილს შუბლზე ჰკოცნის და ოთახიდან აცილებს. თეჰიონი მშვიდად მიუყვება კიბეებს, შემდეგ კედელს და თავის ოთახში შედის. ახალ მობილურს ატრიალებს ხელებში, რთავს და ზედ ეკრანზე აწვება. მაშინვე ისმის ქალის დაბალი ხმა, რომელიც ატყობინებს ამა თუ იმ ფუნქციის შესახებ.

- ძალიანაც კარგი,- იღიმის, როდესაც სწორედ იმ პროგრამაში შედის, რომელიც სჭირდება.

NightfallWhere stories live. Discover now