დილით მზე რომ ამოდის და იუნგისთან ერთად დენიზიც ახელს გაჭირვებით თვალს, ბიჭები თავზე ადგებიან ორივეს და ინტერესიანი მზერით შესცქერიან.
- რა?- თმებს იჩეჩავს მინი, ჯერ კიდევ საშინლად სტკივა თავი,- რატომ მიყურებთ ასე?
- გუშინ ლამის ინტერპოლი ჩავრთეთ საქმეში, თქვენს ძებნაში გადავათენეთ თითქმის და კიდევ კითხულობ რატომ გიყურებთ?- წარბებს კრავს ჰოსოკი,- საერთოდ ნორმალური ხარ? როდიდან გავდივართ სახლიდან რაღაცის დაუბარებლად და როდიდან ვიწყებთ ტეფონების გათიშვას?
- ოჰ, ეგ უბრალოდ...
- რა უბრალოდ, ჰიონ? როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი? საკუთარ თავებზე თუ არ ფიქრობთ, ჩვენზე მაინც იფიქრეთ, უკვე აღარ შემიძლია. ძალიან დავიღალე. ერთი ცუდად ხდება, მეორე იკარგება, მესამეს კიდევ რაღაც სჭირს,- ფეთქდება ჯონგუკი და თავზე აცხრება იუნგის,- მე რა ვქნა? მე რა გავაკეთო, რომ თქვენს ძებნაში ათასჯერ ვკვდები და ვცოცხლდები? გუშინ ერთი ბრძოლა გამოვიარე საკუთარ თავთან, ყოველ ჯერზე ტელეფონზე ზარი რომ შემოდიოდა, გული მისკდებოდა იმის შიშით, რომ განყოფილებიდან ან საავადმყოფოდან დარეკავდნენ შენ გამო.
- ჯონგუკ...
- არა, მორჩა! ჩემ გამო ერთხელ ინერვიულე, მე კი თქვენ გამო თვეებია ვნერვიულობ, ვინ არის ჩვენ შორის პატარა ბავშვი? ნუთუ ერთხელ მაინც არ გაგახსენდი, როცა მსგავს რამეს აკეთებდი?- ხმა უტყდება ჯონს. ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და მათგან ზურგით დგება,- ვერ გიტანთ ვერცერთს, ასეთი დაუდევრობის გამო.
იქვე კუთხეში იკავებს ადგილს და ფანჯარას აშტერდება, მთელი ქალაქი რომ მოჩანს. თეჰიონმა ძალიან კარგად გაიგონა ჯონგუკის ხმა, ოთახის კარები ოდნავ შეღებული დაეტოვებინა, მას შემდეგ, რაც უკან დაბრუნდა. ესმის დენიზის კრუსუნის ხმა. გოგო ოდნავ იშმუშნება საწოლში, საბანს თავზე იფარებს და ბუზღუნით იწევა.
YOU ARE READING
Nightfall
Action- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...