8. ჰაეროვანი

528 64 69
                                    

ჯინს რომ ჯონგუკი ოთახში აჰყავს, შემდეგ მისაღებში ბრუნდება. ჯონგუკის წუწუნით ბიჭი პირველ სართულზე ჩამოვიდა, რომ კიბეებთან არ ჰქონოდა შეხება გამოჯანმრთელებამდე. სოკჯინი თავიდან ყოყმანობდა დათანხმებაზე, მაგრამ საბოლოოდ გუკმა თავისი გაიტანა და ახლა კმაყოფილი წევს საყვარელ პატარა ლოგინზე.

- ეს რატომ გააკეთე?- ისმის იუნგის ხმა ოთახში. ჯონგუკი იბნევა, ვერ ხვდება რას გულისხმობს.

- რა?

- აქ რატომ გადმოხვედი?- წინ მიიწევს და სკამზე ჯდება,- კარგად ვიცი, რომ მიზეზი მხოლოდ შენი მდგომარეობა არ არის.

- ჰიონ, რას ამბობ?

- თუ თეჰიონთან მიმართებაში რამეს გეგმავ...- აპაუზებს და თავიდან ბოლომდე ათვალიერებს,- გაფრთხილებ, რომ ამ საწოლიდან თავს ვერასდროს დააღწევ.

ფეხზე დგება და კარებისკენ მიემართება.

- ამას რატომ აკეთებ?- ყელში მომდგარ ემოციების ბურთს ძლივს ყლაპავს ჯონგუკი,- ასეთი მნიშვნელოვანი გახდა შენთვის, რომ მეც კი მემუქრები?

- შენ არ იცი როგორი რთულია, როდესაც ვიღაც გამცირებს,- მშვიდად ამოთქვამს,- როცა ვიღაც დაგცინის, მე კი ვიცი.

- ჰიონ...

- გაჩუმდი,- აწყვეტინებს სიტყვას,- მე ძალიან კარგად ვიცი, რასაც გრძნობს თეჰიონი. არა, ის უარესადაა, რადგან ყველაფერთად ერთად უსინათლოა!

ჰაერს ღრმად ისუნთქავს ოდნავ ანერვიულებული.

- გაფრთხილებ, რომ ცუდად დაასრულებ,- ამასღა ამბობს და ოთახიდან გადის. იქ კი ტოვებს გაოგნებულ ჯონგუკს, რომელსაც კიდევ და კიდევ უფრო ემატება ზიზღის გრძნობა თეჰიონის მიმართ.

- ნაბიჭვარი,- ცრის კბილებში და საბანს თავზე იფარებს,- ჯერ დამაცადოს.

თეჰიონი მშვიდად ზის საწოლზე, ყურსასმენები გაეკეთებინა და ჯიმინის არჩეულ მუსიკას უსმენს. პაკი კი თავის რვეულში რაღაცას წერს და თავს ირთობს.

NightfallWhere stories live. Discover now