სოკჯინი უკან რომ ბრუნდება და სახლი ცარიელი ხვდება, უცნაური შეგრძნება ეუფლება. არც ჯონგუკია შინ და არც თეჰიონი. ცოტათი ეშინია კიდეც, იმ დარტყმულმა რამე არ დაუშავოს თეჰიონს. ტელეფონზე რეკავს, მაგრამ ჯონგუკი, როგორც ყოველთვის, არ იღებს.
- სად ვეძებო ახლა?- ოხრავს და ჩანთას დივანზე აგდებს. უკან ბრუნდება და ეზოში აპირებს გასვლას, რომ კარები იღება და თეჰიონი შემოდის. ჯინს ცოტათი უკვირს კიდეც მარტო რომ არის,- თეჰიონ, მარტო რატომ ხარ?
- ჯონგუკი ჩემ უკან მოდიოდა,- მხრებს იჩეჩს კიმი,- მერე არ ვიცი სად წავიდა.
- სერიოზულად? ასე შუა ქუჩაში როგორ მიგატოვა?- წარბებს კრავს ჯინი და ბიჭს ეხმარება დივანთან მისვლაში.
- სიმართლე გითხრა, სახლის ეზომდე მომიყვანა და შემდეგ წავიდა,- კეფას იქექავს თეჰიონი და მას შემდეგ, რაც სოკჯინი უბარებს, რომ მალე დაბრუნდება და სახლიდან გადის, სავარძლის ზურგს ეყრდნობა, თვალებს ხუჭავს და წამებში ახსენდება ის ფაქტი, თუ როგორი დიდი მზრუნველობა გამოიჩინა დღეს ჯონგუკმა. სახლამდეც მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ეჩქარებოდა, წამით არ გაუშვია ხელი. შემოსვლამდე კი ისიც უთხრა, რომ ზუსტად თხუთმეტი ნაბიჯი იყო ჭიშკრიდან კარამდე. იმ მომენტში ისე მოუახლოვდა და ისე შეიგრძნო მისი სურნელი, რომ წამით თავადაც შეწყვიტა სუნთქვა. რამდენიმე წამით ასე გაშეშებული იდგა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ჯონგუკის სითბო ვეღარ იგრძნო.
- ვერ ვიპოვე,- ოხრავს სოკჯინი და დივანზე ესვენება,- შენთვის რამე ხომ არ უთქვამს?
- არა,- ხმადაბლა ამოთქვამს კიმი და ახლა თავადაც იწყებს იმაზე ფიქრს თუ ასე უცებ სად გავარდა ჯონგუკი,- ჩემს ოთახში ავალ და როცა ჯიმინი დაბრუნდება, უთხარი რომ შემოვიდეს რა.
- ხო, რა თქმა უნდა,- იღიმის ჯინი,- უი, მისმინე...
- მამაშენს შევპირდი, რომ რამდენიმე დღეში დაგაბრუნებდი უკან,- კეფას იქექავს ჯინი,- თუ წასვლა არ გსურს, დაველაპარაკები და ვეტყვი, რომ ცოტახნით კიდევ დარჩები.
YOU ARE READING
Nightfall
Aksiyon- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...