13. ბარი

515 62 54
                                    

თეჰიონი მობუზული ზის დივანზე. დღეს იუნგის დაბადების დღეა. დილით მიულოცა და საჩუქარი გადასცა. ნამდვილად არ არის დარწმუმებული მას მოეწონა თუ არა, მაგრამ როგორც ჯიმინმა უთხრა, მისი ღრიალის ხმა ოთახიდანაც კი შემოსმა. თეჰიონი ძალიან ბევრს ფიქრობდა იმასთან დაკავშორებით, თუ რა შეიძლებოდა რომ ეჩუქებინა, ბოლოს სოკჯინისგან გაიგო, რომ ადრე უკრავდა გიტარაზე, შემდეგ კი რატომღაც მიატოვა. ამიტომაც შავი ფერის გიტარა უყიდა.

- სხვები სად არიან?- კითხულობს სამზარეულოში მყოფი თეჰიონი,- დღეს ხომ იუნგის დაბადების დღეა. სულ არ იგრძნობა საზეიმო განწყობა.

- არ უყვარს იუნგის აღნიშვნა,- მხრებს იჩეჩს სოკჯინი,- ყოველ წელს ასეა. ჩვენ მხოლოდ საჩუქრებს ვჩუქნით და ვულოცავთ. იუნგი სადღაც იკარგება, მხოლოდ საღამოს მოდის და თუ კარგ ხასიათზეა, ხანდახან დასალევად მივდივართ ხოლმე.

- და სად იკარგება?- ეძიება თეჰიონი.

- ეს...- აპაუზებს სოკჯინი,- ეს იუნგის პირადულია, თე. არ სურს ვინმემ იცოდეს.

- მაგრამ შენ იცი.

- შემთხვევით გავიგე მეც, მაგრამ...

- კარგი, კარგი, მესმის,- ხელებს წევს ჰაერში,- არ არის საჭირო.

- შენ როდის აპირებ წასვლას?

- ხვალ დილით,- ფეხზე დგება თეჰიონი,- უკვე ყველაფერი მზად მაქვს, როგორც კი გათენდება წავალ.

- დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა წაგიყვანო?- წარბებს კრავს სოკჯინი,- ცოტა უხერხულია, ხომ იცი

- არ მინდა,- მკაცრად უჭრის,- შენ სახლში დარჩები და დაიძინებ, მე კი მომაკითხავს მანქანა და წავალ.

- კარგი, გასაგებია. ოთახში ავალ,- გვერდს უვლის და მეორე სართულზე ადის. თეჰიონი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ასწრებს, ჯონგუკი რომ შემოდის სამზარეულოში და ეჯახება, ისე რომ თეჰიონი ხელს მაგიდის წვერს ურტყამს.

NightfallWhere stories live. Discover now