თეჰიონი თვალებს რომ ახელს, ჯონგუკს გვერდით ვერ გრძნობს, სამაგიეროდ ის საწოლის კუთხეში ზის, მისგან ზურგშექცევით, მაისურს იცვამს და თმებს იჩეჩავს, შემდეგ იხრება და ფეხსაცმელებს ეპოტინება.
- რა ჩუმად იპარები,- ლუღლუღებს კიმი და საწოლის თავს ეყრდნობა,- სად მიგეჩქარება?
- უნდა წავიდე,- უკან მოუხედავად ამბობს და ფეხზე დგება,- შენ შეგიძლია იძინო.
- ჯონგუკ,- ოდნავ იწევა თეჰიონი და ცდილობს მკლავზე მოეჭიდოს, მაგრამ უშედეგოდ. არ იცის სად დგას, ამიტომ საწოლზე ეცემა მთელი ტანით,- ჯანდაბა.
ლუღლუღებს ხმადაბლა.
- რა გინდა?- უახლოვდება ჯონგუკი და ამჯერად თავად ეხება,- რატომ ვერ ისვენებ?
- რა გჭირს?- წარბებს კრავს კიმი,- უცნაურად იქცევი.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ უცნაურად იქცევი,- ატრიალებს თვალებს,- ოთხი თვის მერე რომ მოდიხარ, მეუბნები რომ გენატრები, თან ეს ყველაფერი და მე იდიოტიც ყველაფრის ნებას გრთავ.
- იმიტომ, რომ მოგწონვარ,- ეშმაკურად იღიმის.
- ენას ამოგგლეჯ,- იღრინება და მწარედ ურტყამს ხელს,- რა დაგემართა? რამეს მიმალავ?
- რას უნდა გიმალავდე?- მხრებს იჩეჩს ჯონგუკი,- რაც კი რამ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, ეს ჩემი პირადი ინფორმაციაა.
- მაგრამ...
- თეჰიონ, შენ იცი, რომ ნე არ მაინტერესებს სხვისი ზღაპრები,- ატრიალებს თვალებს ჯონგუკი,- შენ რა გაინტერესებს, მაგას ვერ ვხვდები. რას უნდა გიმალავდე?
- უბრალოდ,- ბუზღუნებს და ხელს უშვებს,- კარგი, წადი.
- აჰ, უკვე მაგდებ კიდეც,- ვითომ ნაწყენი ხმით ამოთქვამს,- ძალიან მწყინს შენგან ეგეთი საქციელი.
- ფეხებზე მკიდია,- ახლის პირდაპირ და ფეხზე დგება,- კარები შენთვის არ არსებობს, ამიტომ, როგორც მოხვედი, ისე წადი. ჯანდაბამდე გზა გქონია.
YOU ARE READING
Nightfall
Acción- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...