31. დაბრუნება

560 61 63
                                    

თეჰიონი დაბნეული გამოდის გასახდელიდან, გააზრებასაც ვერ ასწრებს, ისე ხვდება ჯონგუკის მკლავებში. მზერას ძლივს უსწორებს ბიჭს, ჯონგუკი ძალიან სწრაფად საუბრობს, კიმს კი საერთოდ არაფერი ჩაესმის.

- რას აკეთებ?- შეშინებული კითხულობს ჯონგუკი, როცა თეჰიონის მკლავებს გრძნობს საკუთარზე და გასახდელის კედლებზე აკრავენ, შიგნით კაბინაში.

- შენ თვითონ რას აკეთებ?- დაბნეული ამოთქვამს, სიტყვებს ვერ პოულობს, რომ წინადადება ააწყოს,- ვერ ვხვდები, რის მიღწევას ცდილობ?

- თეჰიონ, რა გინდა?- ატრიალებს თვალებს დაღლილი და მისი მკლავებისგან თავისუფლდება,- რა გინდა, რომ ჩემგან გაიგო?

- ერთხელ მაინც იყავი გასაგები და ყველაფერს ნუ ართულებ, უბრალოდ იყავი მარტივი და ასე ძალიან ნუ მაბნევ,- ჩურჩულებს და შუბლს მის მხარზე ასვენებს.

- თეჰიონ, რთული გზა არასდროს აგვირჩევია, არც მე და არც შენ,- ნიკაპზე ეხება და თავს მაღლა აწევინებს,- უბრალოდ არასდროს გვიცდია ერთმანეთის გაგება.

კიმი უსიტყვოდ გადის იქიდან, სალაროსთან თანხას იხდის და შუა მოლში მიიკვლევს გზას, ჯონგუკი კი უჩუმრად მიჰყვება უკან. არ უნდა ხელი შეუშალოს, სიმყუდროვე დაურღვიოს, რადგან ხვდება, რომ ბიჭს გასააზრებლად ცოტათი დრო სჭირდება, მაგრამ ფიქრებში გართული, თავადაც ვერ აცნობიერებს როგორ ჩერდება კიმი და მაშინვე მის ზურგს ასკდება ცხვირით.

- დაბრმავდი?- ბუზღუნებს თეჰიონი,- რანაირად დადიხარ?

- შუა გზაში ქანდაკებასავით რატომ დგები?- ატრიალებს თვალებს.

- კარგი, შემეშვი, მეზარება ჩხუბი,- ხელს აფრიალებს თეჰიონი.

- სახლში არ აპირებ დაბრუნებას?- გვერდით უდგება და ერთად განაგრძობენ გზას.

- არ ვიცი, რაღაც საქმე მაქვს ჯერ,- მხრებს იჩეჩს.

- რა საქმე?- არ ნებდება ჯონგუკი.

NightfallWhere stories live. Discover now