9. საქანელა

605 68 82
                                    

მას შემდეგ, რაც იუნგი და ჰისოკი დეგუში მიდიან. სახლში მხოლოდ თეჰიონი, ჯონგუკი, ჯიმინი და სოკჯინი რჩება. ჯინი დილაობით გადის ხოლმე. ხან უთენია, ხან კი პირიქით, გამთენიისას ბრუნდება. ჯიმინს ვერ გაუგია სად მუშაობს ან როგორ შეუძლია ასე ადრე ადგეს და შემდეგ მთელი დღე ენერგიულად იყოს. მისი გაფრთხილებით, როცა თავად სახლში არ არის, თეჰიონს წამითაც არ სცილდება, რომ ჯონგუკთან უთანხმოება არ მოუვიდეს.

- შეჭამ რამეს?- კითხულობს და ტოსტის პურებს აწყობს თეფშზე,- მეც რატომ ვკითხულობ? ბოლოს გუშინ ჭამე, ასე რომ, შეჭამ.

- ხო, შევჭამ,- ეთანხმება მეგობარს და ხელს მიაცურებს წინ,- იქნებ ჯონგუკსაც დაუძახო?

- ჯონგუკს რატომ?- წარბებს კრავს ჯიმინი და თავს ანებებს საქმეს,- თქვენ შორის რამე მოხდა?

- არა?- კითხვასავით ისმის თეჰიონის ნათქვამი,- უბრალოდ, როდემდე ვითამაშოთ კატა - თაგვობანა? ერთად ვისაუზმოთ სამივემ. არაფერი დაშავდება.

- კარგი, დავუძახებ, რადგან ასე გინდა,- მხრებს იჩეჩს და მისი ოთახისკენ მიიწევს. კარებზე რამდენჯერმე აკაკუნებს და ჯერ თავს ყოფს, შემდეგ კი მთლიანად შედის,- ისე, საუზმის დროა და რავი... თუ გშია, შეგიძლია მოხვიდე.

- საოცარი მიპატიჟება იცი,- ყალბი აჟიტირებით ამოთქვამს და საწოლიდან იწევა,- გამოვალ.

- თეჰიონს უთხარი მადლობა, მან მთხოვა,- ამბობს და კარებს იხურავს. ჯონგუკს ოდნავ ეღიმება. შორტების ამარა გადის მისაღებში. დივანზე მიგდებულ მაისურს იღებს. გონებაში წარმოიდგენს თეჰიონის მზერას, მსგავსად რომ დაინახავდა ამ წუთებში.- დაჯექი.

უთითებს სკამზე და გუკიც გონს მოდის. თეჰიონის პირდაპირ იკავებს ადგილს. კიმს კი თვალს არ აცილებს.

- ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს ნუ დაჭამთ,- აფრთხილებს ორივეს, როცა ტელეფონზე ურეკავენ და გასვლა უწევს,- მალე დავბრუნდები.

NightfallWhere stories live. Discover now