ჯონგუკი დაბღვერილი რომ იცქირება და მთელი ოცი წუთი სალანძღავი სიტყვებით ავსებს. თეჰიონი უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს, დივანზე ზის კომფორტულად და იმ ბატი ბუტს მიირთმევს, ცოტა ხნის წინ ჯონგუკი რომ ჭამდა.
- თავი ამატკია უკვე,- ამოთქვამს ხმადაბლა ჯიმინი, რომელმაც ვერანაირად ვერ შეძლო ბორკილების გახსნა და კარგადაც დასცინა მათ.
- მეც,- პასუხობს თეჰიონი,- თანაც ძალიან. ენა ჩაიგდე უკვე.
ღრიალებს და ჯონგუკისკენ იქნევს ხელს. ჯონი ჩუმდება, მობუზული ჯდება კუთხეში.
- რა გინდა?- ისევ ეკითხება თეჰიონი,- რა არ გასვენებს?
- მშია,- წკმუტუნებს და ფეხზე დგება,- უნდა ვჭამო, არ მაინტერესებს.
თეჰიონს ლამის სახით მიათრევს სამზარეულოში, ჯიმინი კი შორიდან კმაყოფილი უმზერს ორივეს.
- რაც მოვედი იმის მერე ჭამ,- წუწუნებს თეჰიონი,- რატომ ჭამ ამდენს?
- ჩემი სახლია და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ,- თავისკენ ექაჩება კიმს,- რა პრობლემა გაქვს? ვისი ბრალია ეს რომ მოხდა? მგონი შენი, ხო? ხოდა ჩუმად აიტანე ყველაფერი.
- რადგან ჩემი ბრალია, არ ნიშნავს, რომ ასე ცხოველივით უნდა მომექცე.
- ბუზი ბზუის მგონი.
- ჯონგუკ!- ცრის კბილებში.
- აი ისევ, მგონი სჯობს მოვკლა, თავს მაბეზრებს,- ზუზუნებს ჯონი და მაცივარში იქექება.
- მეზიზღები,- ოხრავს თეჰიონი, ჯონგუკი კიდევ ოცი წუთი დაათრევს იქ, სადაც უნდა. ბოლოს სანამ დაქანცული თეჰიონი იატაკზე არ წვება, ჯონი იძულებული ხდება თავად წამოაყენოს, მხარზე მოიდოს ხელი და ისე წაიყვანოს მისაღებამდე. თეჰიონს იქვე ეძინება ჯონგუკის ლანძღვაში, ის კი კმაყოფილი იმზირება და ხელს არ აჩერებს, რომ დაძინების საშუალება მისცეს.
- ჯონგუკ,- სისინებს სიცილისგან დაღლილი ჯიმინი,- გეყოფა უკვე.
YOU ARE READING
Nightfall
Action- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...