24. პირველად

474 62 45
                                    

სანამ დენიზი სახლში ყვრილით არ იწყებს სიარულს თეჰიონი, მანამ ვერ ხვდება, რომ წამალი უნდა დალიოს. ოხვრით დგება ფეხზე, ჩანთიდან ტაბლეტებს იღებს, გოგოს ცხვირწინ უფრიალებს და ისიც ენას აჩუმებს.

- აბა, რა გადაწყვიტე? ვნახე იუნგის მესიჯი,- ღიმილით უჯდება წინ.

- დენიზ, გთხოვ...- იხრავს თეჰიონი.

- რას მთხოვ?- წუწუნებს გოგო,- მე შემოგთავაზე უბრალოდ და შენ უარს მეუბნები. არადა კარგი შემოთავაზებაა.

- მირჩვენია უპრობლემოდ წავიდე აქედან.

- მაგრამ თეჰიონ!- ბუზღუნებს გოგო,- არ მითხრა რომ არ გაინტერესებს

წარბებს ქაჩავს და ეშმაკურად იღიმის.

- დენიზ, დამღალე,- ოხრავს კიმი და მზერას არიდებს.

- მე ძალიან მაინტერესებს შენი ჯონგუკი, ის ვინც ჩემს უსინათლო თეჰიონს დასცინოდა, ნაგავი,- საყვარელი სახე მაშინვე ეცვლება, ხელს ძლიერად მუშტავს,- ერთ ზედმეტს თუ გეტყვის, დიდი სიმოვნებით დავარტყამ. წავიდეთ რა, შენ ხომ ისევ ბრმა ხარ მათთვის, მე კი შენ გვერდით ვიქნები, როგორც შენი მომვლელი.

თეჰიონი მობეზრებული იყურება, მართლა არ უნდა წასვლა, მაგრამ სურვილებს ვერაფერს უშვება. კვდება ინტერესით თუ რა ხდება მათთან. დენიზი დაკვირვებით უყურებს, ხვდება, რომ მოენატრა ყველა, რადგან მათზე უნდოდა თუ არა, მაინც საუბრობდა ხშირად.

- კარგი, წავალ,- ოხრავს ცოტა ხნის შემდეგ,- მაგრამ შენც ჩემთან ერთად წამოხვალ.

- რა თქმა უნდა, სხვაგვარად არც მიფიქრია,- კმაყოფილი იღიმის გოგო,- მამაშენთან დაკავშირებით რას აპირებ?

- ალბათ წასვლამდე მასაც ვნახავ.

- ორ დღეში მივდივართ, არა?

- კი,- დაბნეული ჰპასუხობს.

- და ჯიმინი?

- მასაც დაველაპარაკები, ოღონდ ახლა არა,- და მათ შორის ისევ სიჩუმე ისადგურებს, არც უხერხულია ან რამე მსგავსი. ხშირადაც კი ხდება ასე, უბრალოდ სათქმელიც აღარაფერია ხოლმე, მხოლოდ ის ფიქრები არსებობს, ორივეს თავში რომ უტრიალებს. დენიზი ფრჩხილით კანს აწვალებს, ქვედა ტუჩს მტკივნეულად კბენს, სისხლის გემოს გრძნობს პირში, მაგრამ ვერ ჩერდება. ხანდახან ისე ღრმად ეფლობა ხოლმე ფიქრებში, საერთოდ ვერ გრძნობს როგორ ტკენს საკუთარ თავს,- მოვემზადოთ, წავიდეთ.

NightfallWhere stories live. Discover now