5. ტყე

609 65 48
                                    

თეჰიონი მძიმედ სუნთქავს, გარშემო გამეფებული სიბნელე მოსვენების საშუალებას არ აძლევს. თითქოს თვალებში არ ჰყოფნიდა, ახლა სიზმარშიც ყველგან ბნელა. ხელი უკანკალებს. გრძნობს, რაღაც ცივს კანზე და ეშინია. თანაც იმდენად, რომ ფიქრობს, მალე გული გაუსკდება. მოძრაობს, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.

- თეჰიონ,- ექოსავით ჩაესმის ხმა, თავს აქეთ - იქით აბრუნებს, იმის იმედად, რომ გაიგებს საიდან მოდის ძახილი,- თეჰიონ, გაახილე თვალები.

ისევ უმისამართოდ მოდის ხმა. თეჰიონს არ შეუძლია მეტი, თითქოს სხეულზეც რაღაც ეჭიდება, რაღაც აიძულებს უფრო და უფრო მეტი ტკივილი განიცადოს.

- ჯანდაბა, რა გავაკეთო,- ოხრავს ჯიმინი და ხელზე ძლიერად ბწკენს. თეჰიონი ყვირილით იწევა საწოლიდან, ღრმად სუნთქავს, პაკი კი ხელში არსებული ნაჭრით გაოფლილ სახეს უწმენდს.- როგორ ხარ?

- კარგად, ყველაფერი რიგზეა,- ოხრავს თეჰიონი და ფეხზე დგება,- აბაზანაში უნდა გავიდე.

- ხო, რა თქმა უნდა,- უკან იხევს და გზას უთმობს,- გინდა გამოგყვე?

- თავადაც შევძლებ,- ჯიმინი დაღვრემილი იკავებს სავარძელზე ადგილს. აივნის კარებს აღებს, რომ ჰაერი შემოვიდეს. ცოტთი შეეშინდა, ძლივს გამოაფხიზლა, უკვე აღარც კი იცოდა, რა გაეკეთებინა.

- მადლობა,- ისმის თეჰიონის ხმა კარებიდან,- ეს ხშირად მემართება ხოლმე, ასე რომ, ამაზე არ ინერვიულო.

- კარგი, მოდი, დაწექი,- თმებს იჩეჩავს ჯიმინი და საწოლამდე მიჰყავს,- როგორც გავიგე დილით ექიმთან უნდა წახვიდე გამოკვლევებზე.

- ხო, თერთმეტ საათზე,- იხსენებს თეჰიონი და ბალიშზე თავს დებს,- შეგიძლია გახვიდე შენს ოთახში და დაიძინო.

- არა, აქ ვიყავი, ლეპტოპში ვთამაშობდი. რაღაც არ მეძინება,- აივნის კარებს ხურავს და საწოლის მეორე ბოლოში იკავებს ადგილს.

- აქ რატომ ხარ?- მისი კითხვა ჯიმინს აბნევს,- ანუ, ვგულისხმობ, რომ წესით უნივერსიტეტში უნდა სწავლობდე.

NightfallWhere stories live. Discover now