სოკჯინი სამი დღე სახლში რომ არ ჩნდება, ჯონგუკი უკვე თავად წყვეტს მიაკითხოს. იცის, რომ ეს დღეები ძველ სახლში რჩებოდა, რადგან რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. გუშინაც წავიდოდა, მაგრამ ღამე ბარში გაატარა ვიღაც უცნობთან ერთად, ამიტომ გათიშულს ეძინა. სოკჯინის სახლთან რომ აჩერებს მანქანას, დაუფიქრებლად მიიწევს კარებისკენ. რამდენჯერმე აკაკუნებს და ელოდება ვიღაც როდის გაუღებს. კარებთან არავინ მოდის, ჯონგუკი ამჯერად სახელურს ეჭიდება, როგორც ჩანს ღიაა. შიგნით შედის და მაშინვე ესმის მეორე სართულიდან ხმაური. წარბებშეკრული კიბეებისკენ მიდის.
- რა ჯანდაბა ხდება?- ლუღლუღებს თავისთვის და პირველივე ოთახს უახლოვდება.
- მე ვქენი ეს, მე ჩავიდინე,- ისმის ვიღაცის ხმა.
- მამა, გთხოვ, გაჩერდი, ნება მომეცი დაგეხმარო,- ოხრავს ჯინი, ჯონგუკი ოდნავ შეღებული კარებიდან კარგად ხედავს საავადმყოფოს ტანსაცმელში გამოწყობილ კაცს, რომელიც სოკჯინს უძალიანდება,- გემუდარები, დამაცადე.
- გამიშვი ხელი, ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან?- ხელს ჰკრავს ბიჭს კარადას ახეთქებს, სოკჯინი იატაკზე ეცემა, წარბებს ჭმუხნის, რადგან თავი ძლიერად დაარტყა კარებს. ჯონგუკი აღარ იცდის, შიგნით შედის და ჰიონს წამოდგომაში ეხმარება,- ჩემთან არ იყი ბედნიერი, შენ იცი, ხომ იცი? ის წავიდა, მე მოვკალი, მინჰე მე მოვკალი. მეც წავალ, მალე ერთად ვიქნებით. უჩემოდ ვერ იქნება ბედნიერი.
ჯონგუკი გაოგნებული შესცქერის კაცს, შემდეგ სოკჯინს. ფეხზე აყენებს და მის ზურგს უკან მდგარი, ანერვიულებული აკვირდება ყველაფერს. ჯინს აქამდე არ უთქვამს, რომ მამამისი ასეთ მდგომარეობაში იყო და ალბათ რომ არ მოესწრო, არც არასდროს იტყოდა.
- წაიყვანეთ,- აცხადებს კიმი და ექთნებს უყურებს, ახლახანს რომ მოვიდნენ, როგორც ჩანს, სასწრაფო გამოძახებული ჰქონდა. მუჯინს მალევე დამამშვიდებელს უკეთებენ, ოთახიდან გაჰყავთ, სოკჯინი კი ექიმს რაღაცაზე ესაუბრება, შემდეგ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. ყველანაირად თავს არიდებს ჯონგუკს, მის სახეს რომ ხედავს გულზე ლოდი აწვება. ჯონი დაბნეული და ცოტათი შეშინებული ზის მისაღებში დივანზე, თითები სისხლიანი აქვს, ეტყობა სოკჯინი რომ დაეცა, თავი ძლიერად დაარტყა კარადას.
YOU ARE READING
Nightfall
Action- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...