14. ვარსკვლავები

549 63 69
                                    

თეჰიონი დილით ისე გადის სახლიდან, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს. ჯიმინს აიძულებს ყველაფერი ჩუმად გააკეთოს, საბოლოოდ ეფერება თავის პატარა ლეკვს, შემდეგ კი მისაღებში ტოვებს და მანქანაში იკავებს ადგილს.

- კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს,- ოხრავს ჯიმინი და ხელზე ეხება.

- ყველაფერი რიგზეა, გუშინ უბრალოდ ნორმალურად არ მიძინია,- სახეზე ისვამს ხელს,- თქვენ, როგორც ჩანს, გვიან დაბრუნდით.

- ხო, შევყოვნდით დიდხანს, სხვა რა გზა გვქონდა,- ქირქილებს ჯიმინი,- სამაგიეროდ იუნგი და ჰოსოკი მალევე დაბრუნდნენ.

- ძალიან კარგი,- სუსტად იღიმის თეჰიონი და ჩუმდება. სკამს ეყრდნობა და თვალებს ხუჭავს. გუშინდელი დღე მის ცხოვრებაში შავი ლაქასავით დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჯონგუკმა ყველანაირად სცადა შეემსუბუქებინა, რა დაავიწყებს იმ ხელებს, იმ კოცნას, საზიზღარი კვალივით რომ დარჩა სხეულზე.

მას შემდეგ, რაც ჯონგუკი ოთახიდან გავიდა, თეჰიონი ცოტახანში სააბზანოში შევარდა, რადგან საშინელი გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. შხაპი მიიღო, ისე იხეხავდა კანს, ლამის აიტყავა ყველაფერი. გრძნობდა ცხელ ცრემლებს, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე წყლის წვეთები ეცემოდა. ატირებული იქვე ჩაიმუხლა, საკუთარ მუხლებს მოეხვია და რამდენიმე წამით ემოციებისგან დაცლა გადაწყვიტა.

შემდეგ გამოფხიზლებულმა შემოუძახა თავს, რომ ყველაფერი წარსული იყო უკვე და ამაზე ფიქრი არ ღირდა. ფეხზე წამოდგა და კვლავ ოთახში დაბრუნდა. იმ მომენტებს გონების ყველაზე ღრმა კუნჭულში მარხავდა, მაინც მთელი ღამე არ დააძინა მოგონებებმა.

- მოვედით,- ღიმილით გადადის მანქანიდან და თეჰიონსაც ეხმარება ჩამოსვლაში,- გამარჯობა, ბატონო კიმ.

- ჩემი ბიჭები დაბრუნდნენ,- ჯერ თეჰიონს ეხვევა, შემდეგ კი ჯიმინს,- როგორ გაატარეთ დრო?

NightfallWhere stories live. Discover now