თეჰიონი რომ მთელ დღეს ოთახში ატარებს ჩაკეტილი, ჯონგუკი მისაღებში ზის დივანზე და მის ფეხებთან მწოლიარე ძაღლს დაჰყურებს, რომელისთვისაც კიმს ჯერ სახელი არ შეურჩევია და მთელი ოჯახი პატარა ცუგოს ეძახის.
- ის ჯერ პატარაა და რომ გაიზრდება, მაინც ცუგო უნდა დაუძახოთ?- წარბებშეკრული კითხულობს ჯონგუკი და მის წინ მჯდარ სოკჯინს აკვირდება.
- რა ჩემი გადასაწყვეტია? თეჰიონის ძაღლია და იმას შესჩივლე,- მხრებს იჩეჩს და კვლავ ტელეფონში განაგრძობს ძრომიალს.
- შენ სად იკარგებოდი მთელი ღამეები? ასე გვიან არასდროს გადიოდი ხოლმე სახლიდან.
- სახლში მივდიოდი,- ახლის პირდაპირ,- რაღაც მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა და მაქვს.
- არ გვეტყვი რა არის ასეთი მნიშვნელოვანი?- წარბებს კრავს ჯონგუკი.
- არა,- სწორდება და ფეხებს იატაკზე აწყობს,- რადგან ეს ოჯახური პრობლემაა და არ არის საჭირო სხვების ჩარევა. მითუმეტეს, რომ შენ საერთოდ ვერაფერს გამოასწორებ.
- ახლა ეს უხეშობა საჭირო იყო?- წუწუნებს ჯონგუკი.
- ალბათ კი,- ფეხზე დგება სოკჯინი,- მოემზადე, მალე იუნგი და ჰოსოკი მოვლენ.
- მე წითელი ხალიჩა დავუგო?- ბუზღუნებს და დივანზე ამომძვრალ ლეკვს ეთამაშება, ძაღლი ნელ - ნელა მიიწევს ბალიშზე გაწოლილი ჯონგუკისკენ და მის მუცელთან კომფორტულად თავსდება,- აჰ, ამისი ძიძაც მე გავხდი. თეჰიონ, რა დეპრესიული გოგოსავით გდიხარ ოთახში?
ღრიალებს ბოლო ხმაზე, მაგრამ კიმს ნამდვილად არ ესმის მისი, რადგან აივანზე მჯდარს ყურსასმენები გაეკეთებინა. ფეხები მოეკეცა, ზედ ხელები შემოეხვია და თვალებდახუჭული მზეს ეფიცხება. სარწეველა სკამზე მჯდარი, ოდნავ ირხევა. რაღაცაზე ფოქრობს, მაგრამ რაზე, თავადაც არ იცის. მოგონებები ისე უტევს, ვერ აკონტროლებს, ხან ერთი კადრი უდგება თვალწინ, ხან კი მეორე.
YOU ARE READING
Nightfall
Acción- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...