დილას თეჰიონი სასაუზმოდ ჩამოდის. კიბეებს ნელა მოუყვება, ჩაფიქრებულია და საერთოდ არ ესმის მინჯუნის ხმა, ისევე, როგორც ჯიმინის.
ისე უჯდება მაგიდას, რომ გონზე კვლავ ვერ მოდის.- თეჰიონ,- მხარზე ეხება მეგობარი და ისიც ადგილზე ხტება,- რა გჭირს? გამოფხიზლდი, გთხოვ, მამაშენი ნერვიულობს შენზე.
- თეჰიონ,- ისმის მინჯუნის ხმა,- ასე რატომ მაშინებ?
- მამა, ყველაფერი რიგზეა,- ოხრავს კიმი,- ნუ ნერვიულობ, გთხოვ. არ არის საჭირო ამდენი ზრუნვა.
- მაგრამ თეჰიონ...
- მამა, გთხოვ,- ხელის აწევით აჩერებს,- საკუთარ თავს მეც მივხედავ.
- გთხოვთ,- ამჯერად ჯიმინი ერთვება, როცა ხედავს, რომ პირს კვლავ აღებს, რაღაცის სათქმელად,- ნება მიეცით ეს თავად გააკეთოს, მუდამ თქვენ ვერ ეყოლებით გვერდში და ვერც მე.
- კარგი,- ოხრავს და ფეხზე დგება,- კაბინეტში ვიქნები.
- რა გემართება, თეჰი? ასე რატომ იქცევი, რა შეიცვალა თქვენ შორის?- ოხრავს ჯიმინი და მხრებზე აწყობს ხელს,- მამაშენს იცი როგორ აშინებ?
- გუშინ მოსული იყო,- ლუღლუღებს ხმადაბლა,- აქ მოვიდა, ჩემს სანახავად.
ჯიმინი დუმს, მხოლოდ ამით ცდილობს მის დახმარებას.
- ჩვენ შორის არასდროს არაფერი მოხდება. მითუმეტეს, რომ არც დაწყებულა,- თმებში ხელს იცურებს. ჭამის მადა არც აქამდე ჰქონია, ახლა ხომ საერთოდ,- გავუშვი. ვუთხარი, რომ აღარ მოსულიყო.
- იქნებ ასეც სჯობდეს,- თმებზე ეფერება და რამდენიმე წამით იხუტებს,- ოთახში ხომ არ ახვალ?
- კი, მეთვითონ,- ფეხზე დგება და უჭმელი მიიწევს ზევით.
თეჰიონი მარტო რჩება საკუთარ თავთან, როგორც პირველი ორი დღე, ისე შემდეგი სამი თვე. მის თავს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სოკჯინი ყოველ კვირა მოდიოდა მასთან. პატარა ლეკვი მოჰყავდა, თეჰიონი საათობით ეფერებოდა, მას შემდეგ კი სლუკუნით აცილებდა. ჯონგუკი ერთხელაც კი არ მისულა მის სანახავად და საბოლოოდ კიმმაც დაიჯერა, რომ ის წავიდა.
YOU ARE READING
Nightfall
حركة (أكشن)- მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი, ვცდილობდი, მაგრამ დანახვა მაინც არ შემეძლო. მე ვიგრძენი, ვნახე სიზმარი იმ დღეს, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შეგხვდები ისეთი, როგორიც მინდა, რომ მნახო. კარგად ვიქნები თუ ერთმანეთისგან შორს ვიცხოვრებთ, თუ შენ ასე გენდომ...