2. ავოკადო

605 71 76
                                    

როდესაც კიდურები არ გაქვს, ამას ეშველება.

როცა საუბარი არ შეგიძლია, შეძლებ ხელების გამოყენებით ისაუბრო.

მაგრამ როდესაც ვერ ხედავ, რა უშველის იმ გრძნობას, გარშემო ყველაფრის დანახვის სურვილი რომ ჰქვია.

თეჰიონი დადუმებული ზის აივანზე, პატარა მაგიდის წინ. ისევ ის მწვანე ავოკადოს სათამაშოს აწვალებს, ლამის გაბრდღვნას. ბიჭები კი ხმას არ იღებენ. ყველანი ჩუმად სხედან, მაგრამ სახლში. ჯინი თუ გამოაკითხავს ხოლმე, ხან ჩაის დაუდგამს წინ, ხან კი ხილს.

- მადლობა, ჯინ,- იღიმის თეჰიონი,- მართლა დიდი მადლობა, არ იყო საჭირო.

კარებში მდგარი უემოციოდ შეჰყურებს ბიჭს, რომელსაც ახლა მის წინ მდგომი ჯინი ჰგონია.

- ჯინს დაურეკეს და ნახევარი საათით წასვლა მოუწია,- ისმის ბოხი ხმა და თეჰიონს ღიმილი სახეზე ახმება. ჯინი არ არის, მაშ ვინ? სცნობს რომ ჯონგუკიც არაა, მას არ აქვს ასეთი ხმა. მოსი აურაც განსხვავებულია.

- რომელი ხარ?- ოდნავ შეშინებული კითხულობს და წარბებშეკრული იყურება იქით მხარეს, საიდანაც ხმა გაიგო.

- ასე რომ მიყურებ მგონია ყველაფერს ხედავ,- ამბობს ბუზღუნით იუნგი და მზერას არიდებს თეჰიონს, რომელიც პირდაპირ თვალებში შესციცინებს.- იუნგი ვარ. ის, ვისაც ბალიში ააცალე.

- იუნგი,- ხმადაბლა იმეორებს თავისთვის და ახლა გარეთ იყურება,- დაჯექი.

ხელით სკამს ეძებს და შემდეგ უკან უწევს.

- შენმა ნათქვამმა...- ხმა უწყდება მინს,- იმაზე რომ ვერ ხედავ... დიდი ხანია ასე ხარ?

- გაინტერესებს როდიდან დავბრმავდი?- კითხულობს ღიმილით თეჰიონი,- ზუსტად სამი წლის წინ, ავარიაში მოვყევით დედა, მე და მამა, სწორედ ამ დღის შემდეგ.

- და მკურნალობა?- ეძიება იუნგი და სულ არ ინტერესდება იმით, შეიძლება მტკივნეული იყოს თუ არა.

NightfallWhere stories live. Discover now