21. დაშორება

453 56 26
                                    

ჯიმინი თითქმის მთელ თორმეტ საათს სავარძელზე მჯდარი ატარებს. არ დაეძინა, მიუხედავად იმისა, რომ სცადა, თეჰიონზე ფიქრი ვერ შეწყვიტა. რამდენჯერ ადგა და შეამოწმა სუნთქავდა თუ არა, ხან მის საწოლთან მიაჩოჩებდა პატარა სავარძელს და რაღაცებს ესაუბრებოდა მძინარეს. შემდეგ ექთანი შემოვიდა და მოუწია უკან დაბრუნება. ბოლოს კი ღამის სამი საათისკენ როგორღაც ჩაეძინა.

- ჯიმინ,- ისმის ჯინის ხმა და ისიც ფხიზლდება,- წადი, დაისვენე, მე ვიქნები აქ.

- თეჰიონმა რომ გაიგოს..

- სანამ გაიღვიძებს გამოვალ,- აწყვეტინებს და პალატიდან უშვებს, თავად კი კიმის საწოლთან ჯდება. თეჰიონის ხელს თავისაში იქცევს, პატარა კოცნას უტოვებს. გრძნობს როგორ მოგორავს ლოყებზე ცხელი ცრემლები,- თეჰიონ...

არც კი იცის, საიდან დაიწყოს.

- მაპატიე,- ლუღლუღებს ხმადაბლა,- სხვა გზა არ მქონდა, სამი წლის მერე როგორ მეთქვა, რომ ავარია მამაჩემის ბრალი იყო, ეს როგორ გამეკეთებინა?

თავს იქვე საწოლზე დებს.

- როგორ მეთქვა შენთვის, როცა ვიცოდი, რომ მსგავსი რამ დაგემართებოდა? ჩემი ბრალია, უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. უნდა მიმეხედა უკეთ, დავიჟინე, რომ თავს აქ უკეთ იგრძნობდა, სამაგიეროდ კი დედაშენის სიცოცხლე წაიღო,- ცრემლებს იმშრალებს და მის ხელს გულში იკრავს. სოკჯინი სიტყვას აღარ ძრავს, თავსაც ვერ გაიმართლებს, უბრალოდ ჩუმად ადევნებს თვალს. დაღლილი მთელი ეს დრო სკამზე ატარებდა დროს, თვალები ოდნავ ეხუჭება, გრძნობს როგორ იძირება ძილის მორევში.

გამთენიისას, დაახლოებით ექვს საათზე შრიალი აფხიზლებს. თვალებს რომ ახელს, თეჰიონს ხედავს, საწოლში რომ მოძრაობს. ფეხზე დგება და გასასვლელად ემზადება, რომ მისი ხმა ადგილზე აჩერებს.

- აქ რატომ ხარ?- იმდენად ცივია გაყინული, სოკჯინს არ ახსოვს ასეთი ტონით ოდესმე თუ დალაპარაკებია თეჰიონი,- ხომ ვთქვი, რომ არავის ნახვა არ მინდოდა?

NightfallWhere stories live. Discover now