32. ვახშამი

553 61 55
                                    

თეჰიონი დილაადრიან, მას შემდეგ, რაც შემთხვევით ჯონგუკს საწოლიდან აგდებს, ბუზღუნით დგება ფეხზე. ჯონი კი მკლავის ზელვაშია, ცუდად დაარტყა. თეჰიონს უყურებს ქვემოდან, ბრაზით სავსე თვალებით.

- კარგი, ბოდიში, არ ვიცოდი. რა ჩემი ბრალია?- მხრებს იჩეჩს და ხელს საწოლიდან უშვერს წამოსაყენებლად,- მოდი დაგეხმარები.

ჯონგუკიც უნდობლად, მაგრამ მაინც უწვდის ხელს და ძლიერად ეჭიდება.

- ჯონგუკ, იცი...- ოთახში ჰოსოკი ვარდება, თეჰიონი ნახევრად წამომდგარ ჯონგუკს ხელს უშვებს და ისიც ხელმეორედ ვარდება ბრაგუნით იატაკზე და გინებაც არ ავიწყდება,- რა ხდება? კარგად ხარ?

- წამოდგომას ცდილობდა და...- ეცინება თეჰიონს,- მოდი დაგეხმარები.

ისევ მასთან მიდის და ზურგიდან ეჭიდება, შემდეგ კი საწოლზე სვამს.

- ჯერ მხოლოდ დილის ათი საათია, ასე ადრე რატომ გღვიძავს?- წარბებს კრავს ჰოსოკი და თეჰიონს აჩერდება.

- ვერ დავიძინე და რადგან თქვენ გეძინათ, მასთან ამოვედი,- მხრებს იჩეჩს თეჰიონი,- არც მას ეძინა, ასე რომ, ცოტა გავერთეთ.

- თქვენი ჩხუბის ხმა არ გამიგია და სხვანაირი გართობაც იცით?- ბუზღუნებს ჯონი.

- რა თქმა უნდა,- წარბებს ათამაშებს და ტუჩის კუთხეს ტეხავს ჯონგუკი,- ერთად მივიფიქრეთ და ძალიან სასიამოვნო თამაშია სიმართლე გითხრა.

თეჰიონი დაბნეული აცეცებს თვალებს აქეთ - იქით, ჯონგუკი ენას ვერ აჩერებს და მალე ალბათ ამოჰგლეჯს კიდეც, ამაში ეჭვი არ ეპარება.

- კარგი, მინდოდა მეთქვა,  რომ პროდუქტებია საყიდი და გთხოვ, თუ არ გეზარება წადი რა.

- არ მეზარება, აგერ, თეჰიონიც გამომყვება,- თავს მისკენ აბრუნებს,- ხომ ასეა, თეჰიონ?

- დარწმუნებული ხარ, რომ წამოვა?- წარბს წევს ჰოსოკი და მზერა მასზე გადააქვს.

NightfallWhere stories live. Discover now