22. კაფე

452 63 98
                                    

მზის სხივები საშინლად იჭრება თეთრ პალატაში. ექთნებს თავი მოეყარათ, გოგო ადგილზე ცქმუტავს, თავს ვერ იკავებს და რამდენჯერმე ექიმს აფრინდება კითხვებით. შემდეგ ბიჭის დამამშვიდებელი ხმა რომ ესმის, ჩუმდება, მაგრამ ნახევარი საათიც არ არის გასული, რომ ისევ იგივეს აკეთებს.

- მოკლედ, ყველაფერი მზად არის,- შემოდის მისტერ ჯეკი პალატაში,- აბა, თქვენ რას იტყვით?

- იქნებ დროზე მოხსნათ?- ღრინვით ამოთქვამს გოგო და წინ ჩამოყრილ თმებს ზურგზე იყრის,- უკვე აღარ შემიძლია. დავინვალიდდი.

- გეყოფა, დენიზ,- მშვიდად ამოთქვამს თეჰიონი,- ყოველ ჯერზე ასე როგორ ხარ?

- უბრალოდ ძალიან მინდა ყველაფერი კარგად დასრულდეს,- წკმუტუნებს გოგო.

- კარგი, ვიწყებ,- ხმადაბლა ამოთქვამს ექიმი, არანაკლებ უცემს გული, სახვევს ფრთხილად ხსნის, ნელ - ნელა, დაკვირვებით. დენიზს მალე სული გასძვრება ლოდინში, უკვე მესამედ ესწრება ამ პროცესს და ამჯერადაც რომ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდეს, ფანჯარა წინასწარ გააღო, რომ ჯერ პერსონალი გადაყაროს და შემდეგ თავად მიჰყვეს. ზურგსუკან თითებს იმტვრევს, ვეღარც კი გრძნობს უკვე,- ფრთხილად, თეჰიონ, ძალიან ფრთხილად.

ამოთქვამს ხმადაბლა, როდესაც კიმი თავისდაუნებურად თავს აქნევს.

- მოისვენე, ბიჭო, ორი წუთიც,- ხელზე ეჭიდება, თითებს მისაში ხლართავს, სადაცაა, თითქმის დაასრულეს.

- კარგი, თვალები დახუჭე, როცა გეტყვი, მაშინ გაახილე. ოღონდ ძალიან ფრთხილად,- ღიმილით ამბობს ჯეკი და თითები ბამბის დისკებისკენ მიაქვს, რომელიც თვალებზე ეფარება,- კარგი, მოემზადე.

- მზად ვარ, გთხოვთ,- მოთმინებას კარგავს თეჰიონი, გრძნობს როგორ სცილდება მის თვალებს თეთრი ნაჭერი, ექიმის ხმა რომ ესმის, ნელ - ნელა ახელს,- აბა, რა ხდება?

- ბნელა,- ხმა უწყდება თეჰიონს,- არა, სიბნელეა.

ცრემლებით ევსება თვალები, ისევ იგივე შედეგი, ისევ სიბნელე, აი რისი ეშინოდა ყველაზე მეტად, აი რატომ ამბობდა უარს, როგორც არ უნდა დაემტკიცებინა ერთი წლის წინ, რომ უკვე აღარაფერი ატკენდა იმაზე მეტად, ვიდრე ატკინეს, ახლა მაინც გული ესერება და თვალები ცრემლებით ევსება.

NightfallWhere stories live. Discover now