ფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...
-ის შენ გეკუთვნის? ცდები, რადგან ის დიდი ხანია, რაც ჩემი ადამიანია!-ყველა გაშტერებული სახით უყურებდა ჰოსოკს, ვაღიარებ მეც გამაოცა. მან კიდევ უფრო ძლიერად ჩამკიდა ხელი, ჩემი და თავისი ჩანთა აიღო და კლასიდან გამიყვანა, კარებში ჩვენი დამრიგებელი, ანუ დედაჩემი შეგვეჯახა, თვალები გაუფართოვდა, როცა მე და ის ბიჭი დაინახა, რომელიც ფურცელზე მეხატა. ჰოსოკმა მას ყურადღება არ მიაქცია და გაიარა. ჯანდაბა ახლა დედაჩემს უხსენი სახლში თუ რა მოხდა. -ჰოსოკ სად მივდივართ? -უხმოდ გამომყევი.-მან სახურავზე ამიყვანა.-აქ ხშირად ამოვდივარ. შენც ჩემთან იყავი. -ჰოსოკ.. შენ თუ ეს შეგეძლო ადრე რატომ არ მოიქეცი ასე? -ჯემინს რომ გავარტყი? ვაღიარებ ეს დიდი ხანია მინდა. -ამ ყველაფერს რატომ ითმენდი თუ შეგეძლო მისთვის ხელი შეგებრუნებინა. -ის შენ შეგეხო...-ჩაილაპარაკა.-ამას ვერ მოვუთმენდი... შენ სხვა ხარ.. მას არ მივცემ იმის უფლებას, რომ რამე დაგიშავოს. -მე შენი ადამიანი ვარ?-ჩავიცინე. -კი.-მოკლედ მიპასუხა.-შენ ჩემი ადამიანი ხარ.-ნამდვილად გამაოცა, ჰოსოკი ამ ერთი კვირის განმავლიბაში შეცვლილა. -კარგი ხუმრობა იყო..-გავიცინე. -მე არ ვხუმრობ.-გამომხედა.-მათ თქვეს, რომ მისის ლუზერი იყავი მე კი მისტერ ლუზერი. -და ამის გამო თქვი?-ცალი წარბი ავწიე. -მისტერ და მისის ლუზერები? ჰმ...-რაღაცაზე ჩაფიქრდა.-მეფე და მისი დედოფალი... უკეთესი არ იქნება? -რა? -მე სკოლის მეფე ვიქნები, შენ კი დედოფალი, როგორია..? -კარგი, მაგრამ ახლა ლუზერები ვართ.-გავიცინე. -მალე დედოფლად გაქცევ.-გამიღიმა და თმაზე მომეფერა. ეს ბიჭი უცნაური ვინმეა, რამე ხომ არ დაემართა? სკოლის ლუზერი უცებ მეფედ როგორ გადაიქცევა? ალბათ, სტრესის ქვეშაა და არ იცის რას ამბობს. სკოლა დღესაც გავაცდინეთ და მთელი დღე ერთად დავხეტიალობდით ქუჩებში. -უკვე ექვსი საათია, უნდა წავიდე სამეცადინო მაქვს.-ვუთხარი და გავუღიმე. -კარგი.-მან სახლში მიმაცილა.-მართლა სულ დამავიწყდა... ჩემი სახლის მისამართი საიდან იცოდი?-დავფიქრდი არ ვიცოდი მეთქვა თუ არა. -დედაჩემს ვკითხე. დედაჩემი ჩვენი ახალი დამრიგებელია, ის ქალია კარებში რომ შეგვეჩეხა. არავის უთხრა კარგი? -რა? ჯანდაბა მაშინ ცოტა უხეშად გამომივიდა მისი გაწევა, რა იდიოტი ვარ.-გავიცინე. -არაუშავს ავუხსნი. -მაშინ მეც გეტყვი ერთ საიდუმლოს...-გაჩერდა.-სკოლის დირექტორი დედაჩემია..-ყურში ჩამჩურჩულა. მე სიცილი ვერ შევიკავე. -რა? -არ ვხუმრობ.. ეს სკოლა ჩემს ოჯახს ეკუთვნის.-გამიღიმა. ჯერ კიდევ ვიცინოდი.-არ ვხუმრობ-მეთქი.-მას გავხედე, მართლა არ ხუმრობდა ამიტომ გავჩერდი. -სერიოზულად?-თავი დამიქნია.-და შენ სკოლაში ასე გექცევიან? რა სასაცილოა.. -მაშინ კიდევ ერთ საიდუმლოს გეტყვი, ჩემს მშობლებთან ურთიერთობა გავწყვიტე, სახლიდან წამოვედი. -რატომ? -ორი წელია ჩემს მოსამსახურესთან ერთად ვცხოვრობ მარტო იმ სახლში. -აჰ, ალბათ, გინდოდა გეთქვა სასახლეში და ამხელა სახლი რად გინდოდა? -ეს სახლი ჩემია, მშობლებმა მომცეს, წესით როცა ცოლს მოვიყვანდი მაშინ უნდა გადმოვსულიყავი, მაგრამ ადრე მომიწია.-გაიცინა.-ჩვენი შეთანხმების ვადა იწურება, იქითა წლიდან ისევ მათთან ვბრუნდები. -ვოაჰ.. მაგარია მარტო ცხოვრება... -სულაც არა, მოსაბეზრებელია.-თქვა და ისევ გამიღიმა.-ახლა დარწმუნდი, რომ მართლა შემიძლია დედოფლად გაქციო?-გავუღიმე და თავი დავუქნიე.-შედი, აცივდა.-მე მას ხელი დავუქნიე და სახლში შევედი.მაშინვე ჩემს ოთახში შევედი. -აა~~~ ჯანდაბა შემეშინდა!-დავიყვირე, როცა დედაჩემი დავინახე სიბნელეში. -ამიხსენი დღეს რა მოხდა!-ნამდვილად გაბრაზებული ჩანდა. -არაფერი ისეთი... -შენ გაკვეთილებს არ დაესწარი და ვიღაც ბიჭმა, კი არა და, შინ ჰოსოკმა გაგიყვანა კლასიდან S.H.S მისი სახელის ინიციალები აღმოჩნდა.-თქვა და ის ნახატები მაჩვენა, სადაც ეს ინიციალები მეწერა. თავი დავუქნიე.-ამიხსენი რა მოხდა? -არაფერი ისეთი... -შენ მისი ადამიანი ხარ? რამდენი ხანია?-გაბრაზებულმა მკითხა, გამოვშტერდი, როცა ეს თქვა ანუ დაინახა, რაც მოხდა? -მან უბრალოდ თქვა... რადგან ჯემინისგან დავეცავი.. -მთელი დღე მასთან ერთად იყავი, ახლა კი სახლში მოგაცილა. ერთმანეთი მოგწონთ? მითხარი, შემიძლია გაგიგო. -არ ვიცი, არამგონია. -თუ პრობლემა შეგექმნება, მაშინვე სხვა სკოლაში გადაგიყვან. -არა.. არა... -მორჩა, კიდევ ერთხელ თუ დავინახავ იმას, რომ ვიღაც გჩაგრავს ან გაბრაზებს მაშინვე სკოლას შეიცვლი, გადაწყვეტილია.-ის ჩემი ოთახიდან გავიდა. ჯანდაბა, რა საშინელებაა, როცა დედაშენი იმ სკოლაში ასწავლის სადაც შენ სწავლობ და პლუს შენი დამრიგებელია. მაგიდას მივუჯექი და ისევ ხატვა დავიწყე. ჩემი ტელეფონი აზუზუნდა. -ჰესუ რატომ არ იღებდი ტელეფონს? რა მოხდა, სად წახვედით? -დაღლილი ვარ, უნდა გავთიშო. -დიაცადე! რაღაც უნდა გითხრა! -რა? -არაფერი... ხვალ ნახავ, დაიცადე არ გათიშო. ჰოსოკთან ერთად იყავი? -კი. -მთლად უიღბლო და სუსტი არ ყოფილა. -თუ კიდევ მის ლანძღვას დაიწყებ გავთიშავ. -არ ვლანძღავ, დღეს მაგრად მომეწონა მისი ქცევა. თანაც რა მაგრად თქვა. "ის დიდი ხანია, რაც ჩემი ადამიანია." ვოაჰ, ძალიან მაგარი იყო. -მორჩი? უნდა გავთიშო. -ჰესუუ! კარგი რა. ჰეი, ერთმანეთი გიყვართ? -რა თქმა უნდა არა. -მე კი მგონია, რომ მას მოსწონხარ. -არა, ეს სისულელეა. -ჰესუ.. მგონი შენ მართლა ჰოსოკთან მოგიწევს ჯდომა.. -რატომ? რადგან მისის ლუზერი ვარ?-ჩავიცინე. -არა, ვიღაც ბიჭი დამიჯდა გვერდით. -ვინ? -ნახავ.-თქვა და მოულოდნელად გათიშა. მეორე დღეს გზაში ჰოსოკს შევხვდი და სკოლაში ერთად წავედით, კლასში როცა შევედით ყველამ თვალი გამოგვაყოლა. -ჩემთან ჯდები?-გაუკვირდა. -ხო, სემიმ მითხრა, რომ ჩემი ადგილი ვიღაც ბიჭმა დაიკავა. -ვინ? -არ ვიცი.-კლასი თანდათან შეივსო, ჯემინი არსად ჩანდა სემიც მოვიდა. მე და ჰოსოკი ვლაპარაკობდით, როცა ჩემი მერხის წინ ვიღაც ბიჭი დაჯდა. მე და ჰოსოკს ლაპარაკი არ გაგვიწყვეტია, მისთვის არც კი შემიხედავს.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
-ჰეი..-მან ხმა ამოიღო და მეც და ჰოსოკმაც მას გავხედეთ.-დიდი დრო გავიდა, არა... შეყვარებულო?-თქვა მან და ცალყბად გაიღიმა. მუხლები ამიკანკალდა და ხელები ძლიერად დავაჭირე, რომ გაჩერებულიყო.-მეგონა დამივიწყე..-თქვა და ჩემკენ გადმოიხარა.-ძვირფასო ჰესუ.-თვალები მერხს მივაშტერე და ვერ ვბედავდი მისთვის შემეხედა. -ჰესუ რა ხდება? ეს ბიჭი ვინაა?-მკითხა ჰოსოკმა და ხელი ხელზე დამადო. -როგორ თუ ვინ! მე მისი შეყვარებული ვარ იდიოტო!-დაუღრიალა ჰოსოკს და მისი ხელი მომაშორა, მთელი კლასი ჩვენ გვიყურებდა. დამერხა.