თავი 17

368 41 1
                                    

მინჰიუკთან მივედი და კარებზე დავაკაკუნე.
-ოჰ, ჰოსოკ?-კარი დედამისმა გამიღო და თბილად გამიღიმა.-ამ დროს აქ რამ მოგიყვანა?
-შეიძლება შემოვიდე?
-რა თქმა უნდა. მინჰიუკი თავის ოთახშია.
-გმადლობთ.-მან ისევ გამიღიმა. მინჰიუკის ოჯახში თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ და მგონია, რომ სახლში ვარ.
-ჰეი, აქ რას აკეთებ?
-არ შეიძლება ჩემს მეგობარს ვესტუმრო და ცოტა ხნით მივეკედლო?
-რა? ისევ წამოხვედი?-თავი დავუქნიე და პუფში ჩავჯექი.-ახლა რა მოხდა?
-მამაჩემა ჰესუს ნახატები გადამიყარა, შემდეგ კი ვიჩხუბეთ.
-ისევ...
-ჯანდაბა, რატომ არ შეიძლება მითხრან, რომ ნაშვილები ვარ.. სამუდამოდ დავისვენებდი და იმ სახლიდან წამოვიდოდი.
-და ჩემთან იქნებოდი.-გაიცინა.
-სერიოზულად, აქ უფრო ვგრძნობ ოჯახის სითბოს და სიყვარულს ვიდრე ჩემს სახლში.
-ნუ ცდილობ იმის შემოპარებას, რომ აქ გადმოსვლა გინდა.
-ვინ გამომიშვებს...
-ქორწილზე რა ქენი?
-როგორც ყოველთვის.
-ანუ არაფერი გამოდის.. და ქორწილიდან რომ გამოიქცე, არა?
-რა?
-თუ მანამდე ვერაფერი მოახერხე ადექი და ქორწილიდან გამოიქეცი, შემდეგ მოკიდე შენს ჰესუს ხელი და სადმე გაიქეცით.
-სად სადმე?
-იმედია მიხვდი, რომ კორეის გარეთ, თუნდაც ინგლისში. იქ ჩემს რძალუკას სახლი აქვს.
-რძალს?
-რა ვერ მიხვდი ჰესუს, ამიტომ გაჭირვების ჟამს შეგიკედლებს, ბოლოს და ბოლოს მისი შეყვარებული ხარ.
-ეს სიგიჟეა..
-შენ რა იმ გოგოზე დაქორწინებას აპირებ?
-გაგიჟდი? რა თქმა უნდა, არა!
-აბა, უკანასკნელი იმედი ისევ ქორწილიდან გამოქცევაა.
-ააჰ.. მინდა, რომ ეს ჰესუმაც იცოდეს, მაგრამ არ ვიცი როგორ ვუთხრა... ისიც არ მინდა, რომ მოულოდნელად გაიგოს, თორემ შეიძლება ვერ გამიგოს.-ჩვენ დასაძინელბად დავწექით.
*ერთი კვირის შემდეგ.*
*HaeSoo's P.O.V*
გამოცდებმა ჩაიარა, დღეს ბოლო გამოცდა გვქონდა და, ვფიქრობ, კარგად დავწერე. როცა გამოცდიდან გამოვედი ვონოს ვუთხარი სადმე ხომ არ წავსულიყავით, სკოლის დამთავრების აღსაღნიშნად-თქო, მაგრამ არ მცალიაო მითხრა და გაიქცა. სემი და აიემი წავიდნენ და ისევ მე და მინჰიუკი დავრჩით.
-ისევ ჩვენ დაგვტოვეს..-თქვა მინჰიუკმა და ჩაიცინა.
-წამოდი ჩემთან წავიდეთ, თანაც შენთვის რაღაცები მაქვს მოსაცემი.
-მოსაცემი? ჩემთვის?-თავი დავუქნიე და ჩემს სახლში წავიყვანე.-მარტო ცხოვრობ?-მკითხა, როცა სახლში შევედით.
-დედაჩემი ჯერ კიდევ სკოლაშია, ბატო.
-უი ხო დედაშენი..-გაიცინა.
-თუ გშია, შემიძლია რამიონი გაგიკეთო.
-არ მინდა. დროზე მითხარი რა უნდა მომცე~~.-ჩემს ოთახში შევიყვანე.
-როგორც იცი.. მე სტალკერი ვარ.-ვთქვი და გავუღიმე.
-და?-კარადიდან ორი ფაილი გამოვიღე.
-ეს შენთვისაა.-ვუთხარი და ნახატებითა და ფოტოებით სავსე ფაილი მივაწოდე.
-შენ რა.. ვოაჰ...-ლოგინზე ჩამოჯდა და ნახატები გამოიღო.-ეს ის დღეა პირველად რომ შეგხვდი. ეს სკოლაში.. ეს ვონოსთან, ჩვენი მეორე შეხვედრა, ეს ლაშქრობაზე... ეს..
-მოიცადე.. ამის ხატვა არ გეზარებოდა?
-არა. ადამიანსაც გააჩნია. მე მხოლოდ იმათ ვხატავ ვინც მიყვარს. ჩემი უმეტესობა ნახატებისა ორნამენტებისგან, პეიზაჟებისგან და ამდაგვარი რაღაცებისგან შედგებოდა, ადამიანს არასდროს ვხატავდი, სანამ თქვენ არ გაგიცანით. ასეთი აიემისთვისაც მაქვს და სემისთვის მისაცემი.
-ამ ფოტოებს როდის მიღებდი?-გაიკვირვა და ჩაიცინა.-მართლა სტალკერი ხარ.
-ხო.. ახლა კი წადი.
-რა?
-ამის მოცემა მინდოდა, ახლა კი წადი-მეთქი.
-მაგდებ? წყალი მაინც დამალევინე რა უნამუსობაა!-ისეთი სახე მიიღო, რომ შემცოდებოდა.
-ვხუმრობ.-გავიცინე.
-ჰესუ ვო...-ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-გააგრძელე.
-ჯერ უპასუხე და შემდეგ გავნაგრძობ.-ტელეფონს დავხედე, ჩემი მეგობარი იყო.
-ნანა როგორ ხარ?
-ჰესუ, უნდა დამეხმარო, დედაჩემი ცუდადაა და ვერ ვტოვებ, სამსახურში არავინ მოისურვა ჩემს მაგივრად მუშაობა, შეგიძლია ერთი დღით, ჩემს მაგივრად მიხვიდე?
-მე როგორ.. იქ არ ვმუ...
-დავრეკავ და გავაფრთხილებ, შეგიძლია იმ ერთი დღის ფული შენ აიღო.
-არა, რა სისულელეს ამბობ, რომელზე უნდა ვიყო იქ?
-მოემზადე და წადი, მანამდე მე მისამართს მოგწერ, მადლობა.
-არაფრის ონნი.-გავთიშე.-მაპატიე, უნდა წავიდე.
-რამე მოხდა?
-არა ისეთი არაფერი. მგონი შენი დატოვება მეც მიწევს.
-გამყიდველებო!-თქვა მინჰიუკმა და თავისი ნახატები და ფოტოები აიღო.-არ ვიცი სად მიდიხარ მაგრამ, წარმატებები!-გავაცილე და ოთახში შევბრუნდი, გამოვიცვალე და იმ მისამართზე მივედი, რომელიც ნანამ მომწერა. რაღაც უზარმაზარი სასტუმრო იყო.
-უკაცრავად, მე მინ ჰესუ ვარ, კიმ ნანას მაგივრად უნდა ვიმუშავო.
-დიახ ნანამ გაგვაფრთხილა თქვენზე. აქეთ წამოდით.-თქვა და სადღაც შემიყვანა.-დღეს კიმ ნანა იქნებით.-გამიღიმა და ფორმა მომცა.-ბოლო სართულზე რესტორანია, თქვენ კუპეებს უნდა მოემსახუროთ.-მითხრა ქალმა. მეც ავედი და ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებდი, შვიდის ნახევარი იყო გადავწყვიტე დამესვენა. რა დამღლელი ყოფილა აქ მუშაობა.
-კიმ ნანა ეს მერვე ოთახში შეიტანე.-პატარა გორგოლაჭიან მაგიდაზე მანიშნა, რომელზეც ექვსი თეფში დანა-ჩანგალი, წყლის დოქი და ერთი ბოთლი ღვინო იდგა. მეც მერვე ოთახისკენ წავედი და კარი ნელა შევაღე. ლაპარაკის ხმა მომესმა, მათ ყურადღებას არ ვაქცევდი სანამ არ გავიგე სახელი "ჰოსოკ" მაშინვე ვონო გამახსენდა და მასთან დარეკვა მომინდა, ნეტავ ახლა რას აკეთებს? ან რა საქმე ჰქონდა? მათ მაგიდასთან მივედი, არც ერთს არ ვუყურებდი თეფშები ავიღე და მაგიდაზე დავაწყვე, დანა-ჩანგლებიც.
-სკოლა დღეს დაამთავრე არა ჰოსოკ?-მე მათ ჭიქებს ღვინით ვავსებდი.
-დიახ..-დაიჩურჩულა იმ ჰოსოკ... ვონო? თვალები გამიფართოვდა და ახლა მივხვდი ვის გვერდით ვიდექი. ვონო.. მე ახლა ვონოს გვერდით ვიდექი და მას ჭიქას ღვინით ვუვსებდი. არ ვიცი რა დამემართა, ხელებში სისუსტე ვიგრძენი. იმიჯი შეუცვლია.. თმები ყავისფრად ააქვს შეღებილი, ამ ვარცხნილობაშიც ძალიან სიმპათიურია. ახლა მივხვდი.. ალბათ, ოჯახური ვახშამია.
-თქვენი ქორწილი რაც შეიძლება მალე უნდა შედგეს.-თქვა ვიღაც კაცმა და როცა ეს სიტყვა გავიგონე შემთხვევით ღვინის ჭიქას ხელი გავკარი და ღვინო ვონოს შარვალზე და პიჯაკზე გადაესხა.
-მაპატიეთ.-ოთხმოცდაათი გრადუსით დავიხარე.-მაპატიეთ.-ვიმეორებდი და ცრემლების შეკავებას ვცდილობდი.
-რა მოუხერხებელი ხარ! ახლა ჩემს ჰოსოკს პიჯაკი და შარვალი ღვინით დაუსვარე, გაეთრიე!-მითხრა ვიღაც გოგომ, მისმა საცოლემ.
-ნუ უყვირი!-შეუღრიანა ჰოსოკმა. მე ახლა გაქცევა მინდოდა, აქედან თავის დაღწევა მსურდა, მინდა ახლა უბრალოდ მეძინოს და ეს ჩემი სიზმარი იყოს... არა ახლა მალე გავიღვიძებ, თვალებს გავახელ და ჩემს გვერდზე ვონოს დავინახავ, რომელსაც ბავშვივით სძინავს... რომელსაც ჩემს მხრებზე ხელიაქვს მოხვეული და მეხუტება.. არა ეს სიზმარია...
*Wonho's P.O.V*
მამაჩემმა დღესაც დამაძალა იმ გოგოს ოჯახს შევხვედროდი, ახლა რომელიღაც სასტუმროს რესტორანში უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. დედაჩემმა მითხრა კარგად უნდა გამოიყურებოდე, რადგან მათზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოო და თმები შემაღებინა. ტანსაცმელი მიყიდა,რომელიც იქ უნდა ჩამეცვა და სახლში მომიყვანა.
-ექვსისთვის მზად იყავი.-მითხრა. აბაზანაში შვევედი, წყალი გადავივლე და რამდენიმე წუთში ოთახში დავბრუნდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეგონა, რომ ჰესუ დამხვდებოდა ჩემს ლოგინზე გადაწოლილი, თავი გავაქნიე და ტანსაცმელი ამოვიღე, რომელიც უნდა ჩამეცვა. მამაჩემმა მითხრა თვალები არ ჩაიხატოო, მაგრამ თვალის ფანქარი ავიღე და თვალები მაინც ჩავიხატე. მე ის არ მისმენს და მე რა ვალდებული ვარ, მას მოვუსმინო?
უკვე მაგიდასთან ვისხედით, სულბი გვერდით მომისვეს, რა მაგარია.. თავს რაღაცნაირად ვგრძნობ, ცუდი წინათგრძნობა მაქვს. როცა აქ ამოვდიოდი ჰესუ მომეჩვენა კიდეც.. მგონი მე ჭკუიდან ვიშლები. კარები გაიღო და ვიღაც შემოვიდა, ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა, მაგრამ არცერთს არ გვიყურებდა... და მე მივხვდი, რომ ჰესუ არ მომჩვენებია.

First LoveWhere stories live. Discover now