თავი 15

367 38 1
                                    

-სემი... გინდა ჩემი შეყვარებული იყო?
-ჰმ.. კიდე ვინმეს უნდა შევხვდეთ?-ვკითხე და გავიღიმე.
-ისე ნუ იქცევი, თითქოს ვერ მიხვდი რაც გითხარი.
-მე.. ვერ.. მივხვდი...
-მე კი მგონია, რომ გაგება არ გინდა.
-აიემ...
-არაფერი მითხრა... არ მინდა მოვისმინო...-თქვა და შეტრიალდა. მაჯით დავიჭირე და გავაჩერე.
-თუ მეკითხები... ნება მონეცი გიპასუხო.-ის არ შემოტრიალებულა.-ვფიქრობ... ვფიქრობ, რომ მინდა.-აიემი შემოტრიალდა და გაფართოებული თვალებით მიყურებდა.
-დარწმუნებული ხარ?-თავი დავუქნიე და გავუღიმე. მან თავისკენ მიმიზიდა და ტუჩზე მაკოცა.-მგონი დღეს ყველაფერი გავაკეთეთ ამის გარდა.-თქვა და ჩაიცინა. მას სწრაფად ჩავეხუტე, რათა ჩემი სიწითლე დამემალა.-მე ყველაფერს ვხედავ, დამალვა ვერ გიშველის.-თქვა და თვითონაც მომხვია ხელები.-ძალიან საყვარელი ხარ.
*HaeSoo's P.O.V*
მინჰიუკთან ერთად შვიდ საათამდე დავხეტიალობდი ქუჩებში, ვონო ჯერ კიდევ არ მწერდა და არც ჩემს მინაწერებს კითხულობდა, ალბათ, ძალიან დაკავებულია. სახლში შევედი და მისაღებში დივანზე ჩამოვჯექი.
-სად იყავი ამდენ ხანს?-მკითხა დედამ.
-მინჰიუკთან ერთად ვიყავი.. ყველგან.-ვთქვი და დივანზე გადავწექი.
-რამე ხდება?
-არა.. არაფერი.. მგონი აი...-სანამ ჩემს სათქმელს დავასრულებდი ჩემმა ტელფონმა დარეკა, გახარებული დავწვდი, მეგონა, ვონო იყო, მაგრამ შევცდი.
-ჰესუ! შენთან მოვდივარ!
-რამე მოხდა?
-ჩვენ ნამდვილი წყვილი ვართ! დროზე გააღე, კარებთან ვდგავარ.-კარები გავაღე და სემი მაშინვე კისერზე ჩამომეკიდა.
-აიემმა მითხრა, რომ მისი ნამდვილი შეყვარებული გავმხდარიყავი.
-გილოცავ.-ვთქვი და გავუღიმე. ის მაშინვე გაჩერდა.
-ვონოს ისევ არ დაურეკავს, ხომ?
-ალბათ, არ სცალია.-ისევ გავამართლე.
-დღეს პაემანი გვქონდა და მაკოცა კიდევაც.
-სე..სერიოზულად? ასე უცებ?
-ხო, როგორც ჩანს თქვენ არ გგავართ, ოთხი თვეა ერთად ხართ და..
-მოკეტე და მომიყევი ყველაფერი.-ჩვენ ჩემს ოთახში შევედით და სემიმ ყველაფერი მომიყვა.
-მოკლედ მეც ჩემი ოჯახის შესახებ მოვუყევი და აიემმაც ყველაფერი ამიხსნა, დედამისის შესახებაც მომიყვა... ერთმანეთი უფრო კარგად გავიცანით.-თქვა ბოლოს.-შენ მთელი დღეა სახლში ხარ?
-არა.. რამდენიმე წუთის წინ მოვედი.. მინჰიუკთან ერთად ვიყავი.
-ააა...კარგი მაშინ მოდი რამეს ვუყუროთ.
-მშვენიერია.-ლეპტოპი გავხსენი და ერთ-ერთი დორამა ჩავრთე. როცა დორამას ვუყურებდით, გაწვიმდა.
-ჯანდაბა შემეშინდა!-დაიყვირა  სემიმ, როცა ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა.
-ცოტა ჩუმად დედაჩემს სძინავს.-ტელეფონზე საათს დავხედე. სამის ხუთი წუთი იყო.-მგონი დროა დავიძინოთ.-ვთქვი და ლეპტოპის დაკეცვა დავაპირე, როცა კარებზე კაკუნის ხმა გავიგე.
-ვი..ვინ... უნდა იყოს... ამ დროს?
-არ ვიცი..-ვთქვი და შეოსასვლელში გავედით.-ვინ არის?-ხმა არავინ გამცა.
-ჰესუ არ გაუღო, მეშინია.
-ვინ არის?-ვთქვი უფრო ხმამაღლა.
-მე ვარ...-გავიგონე მისი ხმა და კარი მაშინვე გავაღე. ჩემს წინ გაწუწული ვონო იდგა.-ამ.. ამ დროს აქ რას აკეთებ?
-მაპატიე თუ გაგაღვიძე... შეგიძლია ცოტა ხნით გამოხვიდე?-მეც კარები დავკეტე და მასთან ერთად გავედი.-მომენატრე. შენი ნახვა მინდოდა.
-სად იყავი?.. ან... ან რატომ არ მწერდი?
-მაპატიე... ძალიან გთხოვ მაპატიე...-იმეორებდა ის, შემდეგ მომიახლოვდა და ჩამეხუტა.-ამის გამოც მაპატიე... ყველაფრის გამო...
-ვონო.. რამე ხდება?
-მიყვარხარ.-ჩამჩურჩულა და ყელში მაკოცა.
-მეც.. მაგრამ...
-უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ.-თქვა და ტუჩზე მაკოცა.
-ვონო..
-ახლა უნდა წავიდე.
-მოიცადე, გაცივდები.. ქოლგას მოგცემ.
-არ მინდა.-თქვა და გაიქცა. გამოშტერებული ვიდექი გარეთ და ჭექა-ქუხილის ხმამ გამომაფხიზლა. სახლში შევედი.
-რა მოხდა?
-დარწმუნებული ვარ, რომ ვონოს რაღაც პრობლემა აქვს... იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მისი პრობლემის შესახებ აიემმა და მინჰიუკმა იცის.-ვთქვი და ლოგინზე ჩამოვჯექი.-ძალიან უცნაურად იქცევა.
-მოდი უბრალოდ დავიძინოთ.-იმ ღამეს წესიერად არ მძინებია, ალბათ ნახევარი საათი წავუძინე მხოლოდ. მგონი, ამ სამი დღის განმავლობაში, მხოლოდ ოთხი საათი მეძინა. დილას სკოლაში წავედით, სამივე კლასში დაგვხვდა.
-როგორც იქნა გამოჩნდი...-ვთქვი და ჩემს მერხთან დავჯექი.
-სემი აქ ჩამოჯექი.-უთხრა აიემმა სემის და მიიწია.
-მართლა.. სულ დამავიწყდა, გილოცავთ.
-რას ულოცავ?-მკითხა ვონომ.
-ერთად ვართ.-ორივემ ერთდროულად თქვა და ერთმანეთს გაუღიმეს.
-მართლა? მეც გილოცავთ.
-ჰეი სტალკერო კარგად ხარ?
-რატომ მეკითხები? კარგად ვარ, რა თქმა უნდა.
-ვფიქრობ, ცუდ.... კარგი დაივიწყე.-კლასში მასწავლებელი შემოვიდა.
-დილა მშვიდობისა ბავშვებო, იმედია ფინალური გამოცდებისთვის კარგად მოემზადეთ, მალე გამოცდები გაქვთ და სკოლასაც ამთავრებთ. წარმატებებს გისურვებთ.
-გმადლობთ.-თქვეს ერთად.
-მოდი ახლა გაკვეთილზე ვისაუბროთ.

ლანჩის დრო იყო, ამიტომ ყველა სასადილოში ჩადიოდა. მე მადა არ მქონდა, მაგრამ მაინც ჩავედი. მინჰიუკმა და ვონომ გვითხრეს ცოტა ხანში შემოგიერთდებითო, ამიტომ მათ აღარ დაველოდეთ.
-აიემ, ვონოს რამე პრობლემა აქვს?-ჰკითხა სემიმ.
-ა..არა... რა..რატომ მეკითხები?
-მგონია, რომ რაღაც იცი..
-მე? მე საიდან.. უნდა ვიცოდე.
-საპირფარეშოში გავალ.-ვთქვი და სასადილოდან გავედი, საპირფარეშოსკენ მივდიოდი, როცა რაღაც ხმა გავიგონე. მინჰიუკი და ვონო ლაპარაკობდნენ.
-რამე მოახერხე?
-ვერა.. მამაჩემს ხომ იცნობ.. ვერაფერს გადააფიქრებინებ...
-კიდევ ეცადე...
-ჯანდაბა მგონია, რომ ფულის გამო ოჯახი მყიდის.. მათ ჩემი არ ესმით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, მაინც თავისას გაიძახიან.
-დრო შეარჩია?
-ჯანდაბა კი... სკოლის დამთავრების შემდეგ.. ანუ, თხუთმეტ დღეში.
-რა? ასე მალე?
-მინჰიუკ.. ეს ჰესუს როგორ ვუთხრა?
-ჯერ არ უთხრა.. ან არ ვიცი...
-ალბათ, მალე მასთან დაშორება მომიწევს.-ეს სიტყვები გავიგონე თუ არა გულში, თითქოს, რაღაც ჩამწყდა. რატომ? რა ხდება? არ ვიცი.. არ მესმის... რამედენიმე ნაბიჯი გადავდგი მათკენ, თავბრუ დამეხვა და დავეცი. სანამ წყვდიადი ჩამოწვებოდა, დავინახე ვონო, რომელიც ჩემკენ მორბოდა.

First LoveWhere stories live. Discover now