კრისს როგორღაც დავაღწიე თავი და ვონოს შევხვდი, შემდეგ კი სანაპიროსკენ გავწიეთ.
-ძალიან კარგი ამინდია..-ჩავილაპარაკე და ფანჯარა ჩამოვწიე.
-უნდა ავწიო გავცივდები.
-არა ჰაერი მჭირდება.-მე ისევ ჩამოვწიე, მან კი ისევ ასწია.
-გავცივდები.-გამომხედა და გამიცინა.
-მინდა...-ჩავილაპარაკე და ტუჩები მოვბუსხე.
-ეგრე ნუ აკეთებ.-გზაზე თვალმოუშორებლად მითხრა მან.
-რატომ?
-შეიძლება შენს სისაყვარლეს ვერ გავუძლო და რამე დამემართოს.-გაიღიმა და გამომხედა.-მე კი მანქანას ვატარებ.-ჩავიღიმე და ფანჯარა ჩამოვწიე, რადგან ჩემი შეხურებული სახე გამეგრილებინა.-გიხდება წითელი.
-წითელი არაფერი მაცვია..-ჩავილაპარაკე და შემდეგ მივხვდი რაზეც ამბობდა.-უბრალოდ გზას უყურე.
-დიახ მისს!-წამოიყვირა და ჩაიცინა. სანაპიროზე გავედით, დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა, როცა დანიშულების ადგილამდე მივედით.
-ააჰ.... ძალიან ლამაზია!-დავიყვირე და წყლისკენ გავიქეცი.
-იმედია არ დასვ....-სანამ სიტყვას დაასრულებდა უკვე სველი ვიყავი.-მაგარია...
-აქ მოდი!
-გმადლობთ არ მინდა...
-სწრაფად აქ მოდი!-ის ბუზღუნით წამოვიდა ჩემკენ.
-აჰ! შემოდი რა, მაგარია, მხოლოდ ფეხები დაგისველდება. გრილი და სასიამოვნო წყალია, თანაც თბილა.-ის წყალში შემოვიდა და ჩემს წინ დადგა.
-შენ გამო დავსველდი.
-მაშინ ჯობია თავიდან ბოლომდე დასველდე.-ვთქვი და წყალში ჩავაგდე.
-ჰესუ!-დაიყვირა და წყალი შემასხა.
-მარილიანია!!-ვთქვი და გაქცევა დავაპირე, უკვე წყლიდან გამოვდიოდი, მაგრამ მან დამიჭირა და ორივე წავიქეცით, ის ზედ დამეცა. ორივე ვიცინოდით.
-ადექი, ასე რამდენი ხანი აპირებ ყოფნას.-ვუთხარი და ისევ გავიცინე.
-მანამდე სანამ არ აღიარებ რომ გიყვარვარ.
-ჰმ... საერთოდ არ მიყვარხარ, მაგრამ ახლა შენ ადგები.-ხელი ვკარი და გადავაგდე.-აი ასე.
-ააჰ.... ძლიერი გოგო ხარ.-ჩაიცინა.-მაგრამ არც ისე ძლიერი მე რომ მაჯობო.
-რა დარწმუნებული ხარ?-ავდექი და ისიც წამოვაყენე.
-დარწმუნებული ვარ.-ჩაიღიმა.
-სულ დავსველდით..
-და ეს ვისი ბრალია?
-მე ნუ მაბრალებ, შენც კარგად გაერთე.
-მე? ეს შენ მაიძულე!
-მორჩი. გამოსაცვლელი არ გაქვს?
-ჩემთვის კი.-გაიღიმა და ენა გამომიყო.
-პფფ.. არც გთხოვ, მე ჩემთის მაქვს, უბრალოდ შენზე ვღელავდი და ამიტომ გკითხე.
-ჩემთვის დიდი პატივია.-მანქანაში ჯერ მე და შემდეგ მან გამოიცვალა. უკვე შვიდის ნახევარი იყო, მაგრამ ჯერ ისევ მზე ანათებთა. ახლა სანაპიროს წინ ვისხედით და ვონოს გაკეთებულ სენდვიჩებს მივირთმევდით.
-მმ~~ გემრიელია.
-წვენი მიაყოლე არ დაიხრჩო.-გაიცინა და ატმის წვენი მომაწოდა.-ისევ ისეთი ხარ...-ჩაიღიმა.
-როგორი?
-აი როგორიც ადრე, თითქმის საერთოდ არ შეცვლილხარ.
-არა? ჰმ... რასაც შენზე ვერ ვიტყვით...
-მე შევიცვალე?
-რა თქმა უნდა! უფრო სიმპათიური ხარ.
-აავ გავწითლდი~~~...-თქვა და ლოყაზე ხელები აიფარა.
-ნუ სულელობ.-ჩავიცინე და ჩამავალ მზეს გავხედე.-მადლობა დღევანდელი დღისთვის, ძალიან კარგი იყო. ნამდვილად ვისიამოვნე ამ დღით.
-კარგია, მეც ეს მინდოდა.
-ვონო, რას ფიქრობ, შევძლებთ კიდევ ერთად ყოფნას?
-ალბათ, შენ თუ მალე მოაგვარებ ყველაფერს.
-ასე ფიქრობ?
-დიახ, რა თქმა უნდა.
-მაგრამ დრო მჭირდება..
-ვიცი, ამიტომ შემიძლია დაგელოდო.-თქვა და ჩემს ხელს ხელი დაადო.-დაგელოდები მანამ სანამ ისევ ჩემს შეყვარებულობას არ გადაწყვეტ.
-თავს ცუდად ვგრძნობ მას რომ ვატყუებ.
-არაფერია მალე გაიგებს, ჯობია დაშორდეთ, ვიდრე უსიყვარულოდ იყოთ ერთად.
-მას ვუყვარვარ.
-მაგრამ შენ არ გიყვარს, ბედნიერება არ გინდა? როგორ შეძლებ მასთან ცხოვრებას, როცა ის არ გიყვარს?
-არ ვიცი...
-თითქმის იმავე სიტუაციაში ხარ რაშიც მე ვიყავი ათი წლის წინ.
-არა!
-ვიცი შენი მდგომარეობიდან გამოძრომა უფრო ადვილია.-ჩაიცინა.-როგორ გაიცანი?
-კოლეჯში. ჯესიკამ გამაცნო, იმ მიზნით, რომ ხასიათი გამომკეთებოდა და დეპრესიიდან გამოვსულიყავი.
-მაგ ჯესიკას არ ვიცნობ, მაგრამ უკვე არ მომწონს.
-მოკეტე, ჩემს მეგობარზე ამას ნუ ამბობ.
-მაპატიე, მერე?
-პაემანი დამინიშნა მასთან ისე, რომ არც მითხრა, შემდეგ ორი საათით ადრე შემატყობინა და ძალით გამომაგდო სახლიდან. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ისიც ჩემს კოლეჯში სწავლობდა და უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს თანაც ჩემზე ორი წლით დიდი იყო და რაც გიმიჭირდებოდა იმას მიხსნიდა და მასწავლიდა.
-კრისი შენზე დიდია?
-ხო, ოცდაათისაა, მოიცადე დავიჯერო არ ეტყობა?
-რავი, ჩვენხელა მეგონა, დიდად არც დავკვირვებივარ.
-ნუ, ორი წლის შემდეგ, როცა უკვე ძალიან დავახლოვდით, მითხრა, რომ მოვწონდი.
-და?
-და ასე გავხვდი მისი შეყვარებული და შემდეგ საცოლე.
-ანუ კრის ათი წელია იცნობ? ათი წელია რაც.... ეჰ.. მისი მშურს.
-ათი არა, რვა წელია რაც ვიცნობ და ექვსი წელია რაც ერთად ვართ.
-რვა?
-ჰო...
-დეპრესია? ორი წლის განმავლობაში დეპრესია გქონდა?
-მთლად დეპრესიასაც ვერ ვუწოდებთ..-გავიცინე.-დეპრესია ექვსი თვის განმავლობაში მქონდა. შემდეგ უფრო გამოვკეთდი მაგრამ ბოლომდე ვერა.
-ვოაჰ...
-რომ იცოდე ჯესიკამ შენი ყველა ფოტო გადამიყარა.
-რა? რატომ? არა, ეგ გოგო მართლა არ მომწონს.
-უბრალოდ, ნუღარ მისტირიო..-გავიცინე.
-რომანტიკულია.-ჩაიცინა.-ნამდვილი დრამაა. ეს ყველაფერი რომ მცოდნოდა, ალბათ, ასე აღარ გავბრაზდებოდი.
-მაპატიე, კარგი?
-ნანობ?
-ალბათ, კი...
-ნანობ?-გამიმეორა.
-ალბათ, კი არ ვიცი.-ჩავიცინე.
-წავიდეთ, აქ ჯდომა მომბეზრდა.-თქვა და ადგა.
-დამელოდ...-ის მანქანაში ჩაჯდა ისე რომ ჩემკენ არც მოუხედავს. გამრაზდა, რადგან არ ვუთხარი, რომ ვნანობდი? მანქანაში ჩავჯექი.
-ყველაფერი ავალაგე.
-კარგია.-თქვა და მანქანა დაქოქა, მთელი გზა ხმა არ ამოუღია.
-იქნებ მუსიკა ჩავრთოთ, უხერხული სიჩუმეა..
-არ მინდა, სიმღერებს არ ვუსმენ.
-ჰეი, რა გჭირს? რამე დავაშავე?
-რა სისულელეა... სასტუმროსთან დაგტოვებ.
-კარგი...-დარჩენილი გზა საერთოდ არც ერთს არ ამოგვიღია ხმა, მან სასტუმროსთან ჩამომსვა.-ნახვამდის. ორშაბათამდე.-მას არაფერი უთქვამს ისე წავიდა. მეც ჩემს ნომერში ავედი, იქ კრისი დამხვდა.
-აჰ, სად ხარ აქამდე? იცი მაინც რამდენჯერ დაგირეკე?
-ოჰ, მაპატიე, ტელეფონზე ხმა გათიშული მქონდა.
-სად იყავი აქამდე~~?
-მეგობრებთან ერთად...
-გუშინ მინჰიუკს შეურიგდი, ხომ?
-ასე ვთქვათ კი.. მათთან ერთად ვიყავი დღეს.. ძალიან კარგი დრო გავატარე.
-მიხარია...
-ძილი ნებისა, უნდა დავიძინო.
-ასე ადრე?
-ხო, დღეს ძალიან დავიღალე.
-კარგი როგორც გინდა.-გავიდა. რაღაც ჩაილაპარაკა მაგრამ წესიერად ვერ გავიგე, რადგან ძალიან ჩუმად თქვა.
......
*კიდევ რამდენჯერ?*//ააგჰ მგონი ცოტა უაზრობაა😫 დაელოდეთ შემდეგ თავს, რომლის დადებასაც მე დღეებია ველოდები😂 შემიძლია "შეგამზადოთ" შემდეგი თავისთვის და გითხრათ, რომ კარგად დააკვირდეთ და გაიხსენოთ ვონოს სიტყვები, როცა ჰესუს უთხრა რომ მის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევდა~~😇
პ.ს აზრზე არ ვარ რა ვიბოდიალე, მაგრამ, იმედია, მოგეწონათ😂

YOU ARE READING
First Love
Fanficფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...