-კრის არასწორად გაიგე, გთხოვ მომისმინე!-ჩემი ოფისიდან გამოვვარდი და კრისს ხელში ჩავწვდი.-გთხოვ მომისმინე.. მე შენ მიყვარხარ...
-მატყუარა! მე შენ გენდობოდი, შენ კი დირექტორთან გააბი რომანი?-დამიყვირა.
-კრის ამას ნუ ამბობ, ჩვენ ერთმანეთთან მართლა არაფერი გვაკავშირებს.. გთხოვ...-მან ხელი აიქნია და წამაქცია.
-მატყუარავ! არაფერი გაკავშირებს? ეს არაფერია? არ იცნობ არა? იმასაც ხომ არ იტყვი, რომ პირველად ხედავ? ან ხომ არ დააბრალებ თვინოთ მომვარდა და მაკოცაო?!-ისევ მიყვირა.
-კრის... მაპატიე...
-კარგია აღიარება რომ მაინც შეგიძლია.
-შენ ამას არ იმსახურებდი... მაპატიე, რომ ყველაფერი თავიდანვე არ გითხარი, მე არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა.
-გული გეტკინა? შენი აზრით, ახლა არ მტკივა?! მგონია გული შუაზე გამიხლიჩეს და ახლა ამ გულს ნემსებს ურჭობენ. ხვდები მაინც რას ვგრძნობ? მე შენ მიყვარდი მინ ჰესუ!
-ვიცი რომ ჩვენი ქორწილი ჩაიშალა, მაგრამ გთხოვ... შენი დაკარგვა არ მინდა.
-გეყოფა. საკმარისია! ჯობდა მანამდე გეთქვა სანამ მე აღმოვაჩენდი.
-კრის...
-ჰაჰ... ალბათ, ასე გინდოდა გამერკვია არა? ამიტომ მომწერე ყავა მომიტანე "ძვირფასოო"?
-რ..რა?
-გეგონა "გული არ მეტკინებოდა", როცა თქვენ ორს დაგინახავდით?!
-მე არაფერი....
-არაფერი დაგიშავებია? ნამდვილად, შენ ხომ უცოდველი და უმწეო ხარ. ალბათ, ბოროტი შინ ჰოსოკი თავად მოგვარდა და შენი....
-კრის მე შენთვის არაფერი გამომიგზავნია!
-ისაა ვონო?
-მე შენთვის არაფერი გამომიგზავნია! არ გესმის?!
-ამას ჩემთვის მნიშვნრლობა არ აქვს, მთავარია შენი ნომრიდან მომივიდა ესემესი.
-კრის..-ხელი მოვკიდე, მაგრამ მან ხელი აიქნია და მეც წავიქეცი.
-ყველაფერი დასრულდა ჰესუ, ყველაფერი შენ გააფუჭე!-დამხედა და გაბრაზებული წავიდა, ცრემლები წამომივიდა, ერთ თვეში უკვე ქორწილი გვქონდა და ახლა ყველაფერი დასრულდა.
-გტკივა?-ჩემი ოფისიდან ვონო გამოვიდა.-ძალიან გტკივა?-ისევ მკითხა და ჩემს წინ ჩაჯდა.
-ეს შენ მოაწყვე?
-როგორ გეკადრება.. მე ამას როგორ გავაკეთებდი?-ჩაიცინა.
-რა გინდა?!
-ახლა გრძნობ? გრძნობ რა საშინელებაა, როცა შენ საყვარელ ადამიანს საკუთარ სისწორეში ვერ აჯერებ? ახლა შენც იგივეს გრძნობ, რასაც მე ვგრძნოვდი ათი წლის წინ, არა? თურმე ძალიან მტკივნრული ყოფილა, არა?!-ხმას აუწია და გაბრაზებული მიყურებდა.-მაგრამ... ვინ თქვა, რომ შენ სწორი იყავი? შენ მართლა ატყუებდი კრისს, ისე ატყუებდი, რომ წარბიც კი არ შეგიტოკდებოდა.
-არაადამიანო!
-არაადამიანი? ეს ძალიან მარტივი ნათქვამია..-ჩაიცინა.
-მონსტრი ხარ!-ამ სიტყვებზე გამომეტყველება შეეცვალა. ის წამოდგა და შეტრიალდა.
-ნეტავ ვინ მაქცია ასეთად, შენ ხომ არა?-ეს ჩაილაპარაკა და უკანმოუხედავად წავიდა. მე ისევ ძირს ვეგდე და გაუბედურებული ვსლუკუნებდი, ყველაფერი გავაფუჭე, ჯობდა მისთვის თავიდანვე ყველაფერი მეთქვა, ახლა ასე არ ეტკინებოდა გული. რა საშინელი ვარ... მას ეს როგორ გავუკეთე. ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ, მას მართლა ვუყვარდი, მე კი მისი გრძნობები ფეხქვეშ გავთელე. საშინელი ვარ, საშინელი. მე დავამტკიცე, რომ სიყვარულს არ ვიმსახურებ, ვისაც ვუყვარვარ ყველას გულს ვტკენ. ჩემი იდიოტური ქცევებით ყველას გულს ვტკენ. ძალიან გავბრაზდი ვონოზე, მეგონა ის ჩემთან ნამდვილი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამდენი ხნის განმავლობაში მატყუებდა. ისიც მატყუებდა და ამ დღისთვის ემზადებოდა. მისი შარმითა და მომხიბვლელობით ისევ შემაყვარა თავი და ასე სამაგიერო გადამიხადა. ახლა მივხვდი რას გრძნობდა, არა ვერ მივხვდი, ვერ ვხვდები და ვერც ვერასდროს მივხვდები. რატომ? რადგან ის ჩემთან მართლაც მართალი იყო, მას მე ნამდვილად ვუყვარდი, მისი გრძნობები მართალი იყო, ის სწორი იყო, ყველაფერს მამამისი აიძულებდა, ის მართალი იყო მე კი მაინც ხელი ვკარი და ვონოც და საკუთარი თავიც სამუდამო ტანჯვისთვის გავიმეტე. დღე არ გასულა, რომ მასზე არ მეფიქრა, ყოველთვის წარმოვიდგენდი, თუ როგორი იქნებოდა მომავალში, ან როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა წლების შემდეგ. ყოველთის ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ამას გამიკეთებდა. მაგრამ ვაღიაროთ... ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიტყვი სიმართლეს... მე ამას ვიმსახურებდი. რადგან მხოლოდ მე ვარ ის ადამიანი, ვინც ვონო მონსტრად ჩამოაყალიბა. ის ხომ სულ სხვანაირი იყო. ადრე სკოლაში, თბილი და მზრუნველი ადამიანი იყო, მისთვის მხოლოდ ერთი პიროვნება არსებობდა, მის გულში მხოლოდ ერთ ადამიანს ეჭირა ადგილი და ისიც მე ვიყავი, მაგრამ ასევე მე ვიყავი ის ერთადერთი, ვინც მას ის თბილი გული გაუყინა და ნამსხვრევებად უქცია. მე ვიყავი... მე და სხვა არავინ... ასევე ვაღიარებ, კრისი ისე არასდროს მყვარებია, როგორც მას ვუყვარდი, ალბათ, მეც იმ კატეგორიის ადამიანებს მივეკუთნები. "თუ შეიყვარა, ვერასდროს ვერ გადაიყვარებს." მე ვონო ვერ დავივიწყე. არ ვიცი კრისს ეს რატომ გავუკეთე მაგრამ, ფაქტია, მეგონა რომ მიყვარდა. მეგონა, რომ მართლა მიყვარდა, მაგრამ როგორც კი ვონო ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მივხვდი, რომ ის იყო ერთადერთი ვინც მჭირდებოდა და ვინც მეყვარებოდა სამუდამოდ. მე კრისს გული ვატკინე. ვონო კი მონსტრად ვაქციე. მორჩა, ჩემი აღიარების წუთებიც დასრულდა. ფეხზე ძლივს წამოვდექი და კედელს მივეყრდენი რადგან არ წავქცეულიყავი. ფეხები მიკანკალებდა და ნელა მივდიოდი. ხელის ერთი მოსმით ყველაფერი დავანგრიე. არ ვიცი სად წავიდე, ან ვის მივაკითხო. ახლად დაქორწინებულ წყვილს ვერ მივაკითხავ, ვერც სასტუმროში მივალ, რადგან იქ კრისია და ვერც ჩემს ძველ სახლში მივალ, რადგან ჩემი კარის მეზობელი ვონოა. თავი გავაქნიე და კლუბში წავედი მხოლოდ იმისთვის, რომ დამელია და, ჩემი აზრით, განწყობა გამომეკეთებინა. ბართან დავჯექი და ორი ჭიქა ვისკი დავლიე. 28 წლის განმავლიბაში, ალბათ, სულ ხუთჯერ მაქვს დალეული. ხუთი ჭიქის შემდეგ მივხვდი, რომ უნდა შემეწყვიტა, მაგრამ მაინც მინდოდა, ამიტომ კიდე ერთი ჭიქა შევივსე.
-ჰეი ლამაზო, მარტო რატომ სვამ? ნება მომეცი დაგპატიჟო.-გავხედე და ვისკით ჭიქა ბოლომდე გავივსე.-ოჰ, ეს შენთვის ბევრი არ არის?
-შემეშვი.-გამომცრა და ვისკი მოვსვი.
-არ გინდა ვიცეკვოთ?-თქვა და წელზე ხელი მომხვია.
-არ შემეხო!-ხელი ვკარი.
-ჰეი პატარავ, დამშვიდდი. არაფერს დაგიშავებ. დამიჯერე მოგეწონება...-ჩაიღიმა და ხელიდან ვისკი გამომგლიჯა. წონასწორობას ძლივს ვიკავებდი. მან წელზე ძლიერად მომხვია ხელი და კოცნას აპირებდა, როცა ვიღაცამ მომაშორა და მუშტი გაარტყა.
-ჰეი ნაბიჭვარო.. როგორ ბედავ ჩემს გოგოს ხელი დააკარო?!-დაუყვირა და კიდევ ერთხელ გაარტყა.-მისგან თავი შორს დაიჭირე, თუ არ გინდა, რომ მოგკლა.
-ჰეი..ჰეი.. დამშვიდდი.-თქვა და ტუჩიდან სისიხლი მოიწმინდა.
-რა თქვი?
-წადი ვინმე სხვა მოძებნე, გინდა გოგოს გმირობით თავი მოაწონო?
-მოვაწონო?-ჩაიცინა და სახეში გაარტყა.-გაგიმეორო? ის უკვე ჩემია საცოდავო.-იმ ბიჭმა ხელის შემობრუნება დააპირა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეიკავა და თავად წაიქცა.
-წამიყვანე აქედან, გთხოვ...-მან ხელი ჩამკიდა და გამომხედა.
-გამომყევი.
YOU ARE READING
First Love
Fanfictionფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...