ნაწილი II - თავი I

350 39 1
                                    

უკვე ათი წელი გავიდა რაც კორეიდან წამოვედი. აქ უნივერსიტეტი დავამთავრე და ახლა უკვე სამი წელია რაც ჩემი საქმროს კომპანიაში ვმუშაობ. კავშირებს ვამყარებთ უცხოურ კომპანიებთან და მათ მუშაობასაც ვაკვირდებით. ახლა ისევ დირექტორთან მივდივართ, მგონი, ისევ სხვა ქვეყანაში უნდა გავემგზავროთ.
-გამარჯობათ ბატონო ვუ.-მივესამლე მას და დივანზე ჩამოვჯექი.
-მოკლედ ბავშვებო ისევ უნდა გაემგზავროთ, ახლა უკვე კორეაში.
-მშვენიერია, არა ჰესუ?
-რ..რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხანია იქ არ ვყოფილვარ. ძალიან გამიხარდა.-ვთქვი და გავიღიმე. კორეაში სამ დღეში მივფრინავთ, ამ სამი დღის განმავლობაში უნდა შეგვეგროვებინა იმფორმაცია იმ კომპანიაზე სადაც მივდიოდით.
-შეიძლება შემოვიდე?-კარი შევაღე და კრისს გავუღიმე.
-რა თქმა უნდა.-კრისმაც ღიმილით მიპასუხა.-აი, ცოტა იმფორმაცია მოვიძიე იმ კომპანიაზე.-მის გვერდით დავჯექი.-ესე იგი კომპანიას ქვია ემსიეიჩი.
-ცოტა უცნაურია...-ჩავილაპარაკე.
-რატომ?
-M..C..H...-ფურცელზე დავწერე ინგლისურად.
-რაზე ფიქრობ?
-არაფერია.-თავი გავაქნიე და ფიქრები თავიდან გავფანტე.
-მოკლედ, ახლა მის სათავეში ვიღაც ახალგაზრდა ბიჭია, სახელი ზუსტად აღარ მახსოვ შინ... შინ.. ვიღაც.-გაიცინა.-დაახლოებით შენხელაა. მამამისის კომპანია ორი წლის წინ ჩაიბარა და თავის მეგობრებთან ერთად ხელმძღვანელობს.
-დაიცადე, ნორმალურად ამიხსენი...
-ანუ კომპანია გააერთიანეს და ახლა ერთად ხელმძღვანელობენ. ალბათ, სამივეს შევხვდებით, როცა ჩავალთ.
-მათი ფოტოები ხომ არ გაქვს?
-არა..-რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა. MCH. სამი მეგობარი. მამამისის კომპანია. ჩემხელა ბიჭი. "შინ ვიღაც." ვფიქრობ, უბრალოდ დამთხვევაა.. რა თქმა უნდა, დამთხვევაა...

სამ დღეში კორაში ვიყავით. ერთ-ერთ სასტუმროში დავბინავდით.
-ხვალ კომპანიაში უნდა წავიდეთ, ამიტომ დაიძინე.-ვუთხარი კრისს და მისი ოთახიდან გასვლა დავაპირე, როცა გამაჩერა და კედელზე ამაყუდა.
-დარჩი...
-დასვენება მჭირდება.
-ჩემს ოთახში დაიძინე. კარგი რა მალე ისედაც ჩემი ცოლი გახდები. მერე რა თუ ერთი თვით ადრე უბრალოდ ჩემთან დაიძინებ?
-კრის.. უნდა წავიდე...-ის ჩემკენ დაიხარა, აშკარად კოცნას აპირებდა.-გთხოვ გეყოფა.. დასვენება მინდა.-თავი გავინთავისუფლე და ნომრიდან გავედი. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საქმროა, მაინც არ მსიამივნებს, როცა მეხება ან უნდა, რომ მაკოცოს, რაღაც უცნაური შეგრძნება მეუფლება და ერთადერთი რაზეც ვფიქრობ არის გაქცევა. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ ასე ვარ. ჩემს ოთახში შევედი და კარები ჩავკეტე. გვიანობამდე ვერ დავიძინე, ეს ფიქრები გონებიდან ვერ მოვიშორე. გაამართლებს თუ არა ჩემი მოსაზრება? იმედი მაქვს, რომ არა, რადგან მის ხელმეორედ დანახავს ვერ გავუძლებ.

First LoveWhere stories live. Discover now