უკვე ორი კვირა გავიდა რაც, ამ სკოლაში დავდივარ და უკვე აქაურობა მძულს, რაც მთავარია სემი მყავს, კიდევ კარგი, თორემ, ალბათ, ჭკუიდან შევიშლებოდი. ერთი კვირის განმავლობაში პირველად მომენატრა ინგლისი და ჩემი მეგობრები, რადგან საათის შუალედი დიდია, წესიერად ჩემს ორ მეგობართან დალაპარაკებას ვერ ვახერხებ, როცა მე მცალია და სკოლიდან მოსული ვარ, ისინი მაშინ იღვიძებენ და სკოლაში მიდიან, როცა მე ვიძინებ ისინი სკოლიდან მოდიან. ამიტომ უბრალო შეტყობინებებით ვსაუბრობთ და შაბათ-კვირას ველოდებით, რომ ნორმალურად ვილაპარაკოთ. დღეს კვირაა ძალიან ბევრი სამეცადინო გვქონდა, სემი ჩემთან მოვიდა, რადგან ერთად გვემეცადინა.
-შემოდი.-ვუთხარი მას და ჩემს ოთახში შემოვიყვანე.
-ჰეი~ შენი ნახატები ახლა უფრო დახვეწილია! სრულყოფილი! ნამდვილი შედევრია! ადრე უფრო სხვანაირად ხატავდი.
-ადრე თერთმეტის ვიყავი, ახლა თვრამეტის ვარ.
-რამეს ხატავ?-თქვა მან და ჩემს მაგიდას დახედა.
-არაფერია...-უცებ ვუთხარი და მანამდე ავიღე სანამ ის მოასწრებდა.
-ჰეი, მითხარი რა არის?
-არაფერი-თქო.
-ჰესუ რა გჭირს, რატომ არ მეუბნები?
-აგჰ.. სემი!-გავიცინე და ფურცელს დავხედე, ხატვა ახალი დაწყებული მქონდა, ამიტომ ვერ მიხვდებოდა ვის ვხატავდი.-აჰა ნახე! ადამიანი სიურპრიზს ვერ გაგიკეთებს, თუ გაინტერესებს გეტყვი, შენ რომ მსახიობი გიყვარს იმ ბიჭს ვხატავდი და უნდა მეჩუქებინა შენთვის, მაგრამ ვეღარ დავმალე. აგჰ...-გავიცინე.
-მართლა? ჩემს ჯონსუკს მიხატავ?-თქვა და თვალები გაუბრწყინდა.
-ხო~ მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო, მაგრამ ჩამეშალა.
-ვაიმე როგორ მიყვარხარ!-დაიყვირა მან და ჩამეხუტა.
-მეც~ მაგრამ მოდი ახლა მეცადინეობა დავიწყოთ.
-ხო ხო ხო...-წიგნები ამოვალაგე და მაგიდაზე დავაწყვე, მეორე სკამიც დავდგი მაგიდასთან სემისთვის და მეცადინეობა დავიწყეთ. მთელი დღე ვმეცადინეობდით და ღამე მოვრჩით.
-როგორც იქნა დამთავრდა..(სემი)
-მეგონა სამუდამოდ წიგნებთან უნდა ვმჯდარიყავი...-ვთქვი და გავიზმორე.-წყალი ხომ არ გინდა?
-კი...-სამზარეულოში გავედი და წყალი დავლიე, სემისაც შევუტანე წყალი და ლოგინზე დავეხეთქე.
-დღეს ჩემთან რჩები ხო?
-ხო.-სკაიპის ხმა გავიგე და მაშინვე ლოგინიდან წამოვვარდი და ლეპტოპი ჩავთე.-რ..რა ხდება?
-ბავშვებო!!-ვიყვირე.-როგორ მომენატრეთ, ახლა დავასრულე მეცადინეობა, თქვენ რას შვებით?
-ჩვენთან ჯერ სამი საათია და არაფერი გაგვიკეთებია, ხომ იცი რა ზარმაცები ვართ.-გაიცინა ჯესიკამ.
-ჰეი ჰესუ შენკენ რა ხდება, მოგწონს შენი ახალი სკოლა?-მკითხა ელიზაბეთმა.
-არაუშავს.. ნორმალურია რა. ჰეი, აი გაიცანით ჩემი კორეელი მეგობარი, რომ გიყვებოდით, სემი.-ვთქვი და კამერა მისკენ შევატრიალე.-მიესალმე.-ვუთხარი კორეულად.
-ჰაი...-თქვა უზერხულად.
-ინგლისური არ იცის ამიტომ ვერ დაგელაპარაკებათ, ხომ საყვარელია?
-კი ძალიან~~.
-ბავშვებო, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა გავთიშო, ძალიან მეძინება. ბოდიში, უბრალოდ დღეს ძალიან გადავიტვირთე.
-დაიცადე. რაღაცის სათქმელად დაგირეკეთ.
-რა? რა უნდა მითხრათ? უნდა გამახაროთ? უნდა მითხრათ, რომ კორეაში მოდიხართ?
-არამგონია ამ ამბავმა გაგახაროს.-თქვა ელიზაბეთმა.
-მოკლედ.. ის კორეაში მოდის.-თქვა და ღიმილი სახეზე შემეყინა.
-ვინ ის?-ვიკითხე და გულში ვლოცულობდი, რომ ის არ ყოფილიყო, ვინც ამ წამს გავიფიქრე.
-ვიზეც ახლა გაიფიქრე.. ენრიკემ მითხრა, მგონი ორ კვირაში მოდის, ამიტომ ფრთხილად იყავი.-თავი სუსტად დავუქნიე და გავუღიმე.
-რა თქმა უნდა.. ის ვერაფერს დამიშავებს.-ვუთხარი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ორივეს სანამ დავემშვიდობებოდი.
-რამე მოხდა?
-არაფერი. უბრალოდ ჩემს მეგობარს შეყვარებული დაშორდა.
-რომელს? ორივე ძალიან ბედნიერი ჩანდა.
-სხვას, სხვა მეგობარს და მითხრა, რომ დეპრესიაშია და ძალიან განიცდისო, უბრალოდ მასზე ვღელავ.-ვუთხარი და გავუღიმე.
-არაფერია, შეყვარებულს ვინ არ დაშორებია.
-მოდი უბრალოდ დავიძინოთ.-ვთქვი, ლეპტოპი გადავდე და ლოგინში ჩავწექი.-შუქი მალე ჩააქრე და შენც დაიძინე.-მან ხუთ წუთში შუქი ჩააქრო და ჩემს გვერდით დაწვა.
-ძილი ნებისა.-ვუთხარი და თვალები დავხუჭე, დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ მოვახერხე, გონებაში ელიზაბეთის სიტყვები მიტრიალებდა. "ის კორეაში მოდის, ორ კვირაში." რა იქნება შემდეგ? რა იქნება თუ ის მართლა რამეს დამიშავებს? რა იქნება თუ ის ისევ მაიძულებს შევიყვარო? არა, ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დამანებოს თავი?! მეგონა კორეაში მაინც ვერ მომწვდებოდა, ახლა კი რა გავიგე? ის კორეაში მოდის! ხელმეორედ ვცადე დაძინება და ახლა გამომივიდა.
მეორე დღეს სკოლაში სემიზე ადრე მივედით ჰოსოკის მერხი ცარიელი იყო, მისი ჩანთა მის სკამზე იდო, მაგრამ თავად სადაა? მასზე არ უნდა მეფიქრა, მისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია, ეს მისი ცხოვრებაა და თავად მიხედავს. ჩემს ადგილს მივუჯექი და ყურსასმენები გავიკეთე. მაგრამ სემიც მალე მოვიდა და ყურსასმენები მომხსნა.
-ჰეი მე მაიგნორებ? აქ ვარ.
-სემი...
-რამე ხდება? გუშუნდელი დღიდან მოყოლებული ხასიათი გაგიფუჭდა. რა ხდება?
-არაფერი სემი. უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ.
-კარგი, კარგი დაისვენე.-გაიცინა და ყურსასმენი გამიკეთა.-რა იქნება თუ ის ჩამოვა? რა იქნება თუ ის ისევ მოინდომებს იმის გაკეთებას რაც ადრე სცადა? იქნებ გაიზარდა და ჭკუა მოემატა? იქნებ უბრალოდ სწავლის გამო ჩამოდის? ასეც ხომ შეიძლება? ის არაფერს დამიშავებს, ხომ? მგონია რომ ახლა ჩემი თავი უნდა გასკდეს! ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ და ბევრ რამეზე ვდარდობ. ასე არ შეიძლება! თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად.
-სემი, რა განზრახვა შეიძლება ჰქონდეს ბიჭს, რომელიც შენს ცხოვრებაში ბრუნდება?
-რა მხრივ? უყვარდი? ვინ დაბრუნდა?
-არა არა არა, მე არა. ახლა ჩემი მეგობრის ამბავს მოგიყვები. მოკლედ, ინგლისში მას ერთი ბიჭი აეკიდა და აძალებდა, რომ მისი შეყვარებული გამხდარიყო, მაგრამ ჩემს მეგობარს არ უყვარდა და ერთ დღეს მისი... მისი გაუპატიურებაც კი სცადა... როგორ ფიქრობ, ახლა რა განზრახვით უნდა ბრუნდებოდეს მის ცხოვრებაში?
-რა თქმა უნდა, უნდა რომ მისი ცხოვრება დაანგრიოს.
-რა?
-ხო. ალბათ, მაშინ ვერ მიიღო ის რაც სურდა, ასე რომ...-გაჩერდა.-ისევ დაბრუნდება და ახლა მის ცხოვრებას ნამსხვრევებად აქცევს.
-დარწმნებული ხარ?
-კი, აბა სხვა რა უნდა უნდოდეს... ცოტა დაფიქრდი და მიხვდები.
-მესმის...-ჩავილაპარაკე და შემოსასვლელ კარებს მივაშტერდი. კლასი თანდათან შეივსო მასწავლებელიც მოვიდა მაგრამ ჰოსოკი ისევ არ ჩანდა.
-მას შეიძლება გავიდე?
-რატომ?
-თავს ცუდად ვგრძნობ.
-კარგი ექიმთან ჩადი.-კლასიდან გავედი და სკოლაში ბოდიალი დავიწყე, მთელი სკოლა შემოვიარე, მაგრამ ის ვერსად ვერ ვნახე. ბოლოს სახურავზე დავაპირე ასვლა, კარი შევაღე და მას თვალი მოვკარი.
-ჰოსოკ.. აქ რას აკეთებ?
-გელოდებოდი, ვიცოდი რომ მოხვიდოდი.-თქვა და შემოტრიალდა. ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, ლოყაზე სილურჯე ეტყობოდა, მოკლედ მისი სახე საშინლად გამოიყურებოდა.
-სათვალე გაგიტეხეს?-გაბრაზებულმა ვკითხე.
-არა.. მე დამივარდა... მართლა.
-გინდა წავიდეთ?
-"წავიდეთ"?
-ხო.. არ მინდა მარტო დაგტოვო.
-საჭირო არაა...
-ჰოსოკ გთხოვ...-შევევედრე მას.
-არა.-თქვა და გვერდი ჩამიარა.
-რატომ მითხარი, რომ მელოდებოდი?
-რადგან შეიძლება ვეღარასდროს გნახო მეორედ, მინდოდა შენი სახე მეხსიერებაში ჩამებეჭდა. მინდოდა უკანასკენელი ადამიანი ყოფილიყავი ვისაც ვნახავდი, შენ ყოფილიყავი ის უკანასკნელი და არა... ის ნაბიჭვრები.
![](https://img.wattpad.com/cover/109785289-288-k182291.jpg)
YOU ARE READING
First Love
Fiksi Penggemarფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...