მეორე დღეს ვონოს არ დაურეკავს, არც კი მოუწერია. ალბათ, ძალიან დაკავებულია, თორემ ერთ ესემესს ხომ მაინც გამომიგზავნიდა?
მეორე დღეს სკოლაში მარტო წავედი, მას ჩემთვის არ გამოუვლია, თავს ცუდად ვგრძნობ. როცა კლასში შევედი, იქ მინჰიუკი და სემი დამხვდა, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ.
-ჰეი მოხვედი?
-როგორც ხედავ.
-რამე მოხდა?
-კარგად არ გამოიყურები.-მითხრა მინჰიუკმა.
-არ მიძინია და, ალბათ, ამის ბრალია.
-დამიხატე?-ჩამჩურჩულა სემიმ.
-ეს დღეებია ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაპატიე.-თავი დავხარე.-აიემი და ვონო არ მოდიან?
-აიემი კი და ვონო.. არ ვიცი.
-მინჰიუკ, შენ ხომ მისი მეგობარი ხარ, ვონოს რა სჭირს? რამე პრობლემა ხომ არ აქვს? ძალიან უცნაურად იქცევა...
-არა, ასეთი არაფერია.
-მის ოჯახშიც არაფერი ხდება?
-ა.. არ ვიცი... აჰ.. საიდან... უნდა ვ..ვიცოდე...
-ოჰ, მართალია. ბოდიში.
-დამეხმარეთ!-ჩვენს მერხთან მოვარდა აიემი.
-რა მოხდა?
-ჩემმა მშობლებმა ისევ შეხვედრა დამინიშნეს ვიღაც გოგოსთან.
-აჰ ისევ?
-დამეხმარეთ...
-სემი შენ გაყევი.-თქვა მინჰიუკმა.-ჰესუ დაკავდბულია, შენ ხარ თავისუფალი.
-მე? მეც ძალიან დაკავებული ვარ... იქნებ მინჰიუკი გამოგყვეს.
-სემი... მგონი ვერ მიხვდი რაში მჭირდება დახმარება... მე მინდა ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშო, ჩემს მშობლებთან, რათა ისინი დავარწმუნო, რომ სხვა მიყვარს და მათი შერჩეული გოგოები არ მჭირდება.
-ხო მაგრამ მ...
-მიდი რა.. შენ ხარ ჩემი უკანასკნელი იმედი... ნუ ერთადერთიც.
-კ..კარგი.-თქვა გაოცებულმა.
-საუკეთესო ხარ.-თქვა აიემმა და უკნიდან ჩაეხუტა.-გპირდები, ძალიან კარგი ყალბი წყვილი ვიქნებით.-ხელები გაუშვა და თავის ადგილას დაჯდა.-დღეს სკოლის მერე ექვსზე
ჩემს სახლში მოდი, მისამართს მოგწერ.-გაჩუმდა და დაფიქრდა.-არა ეს არაბუნებრივია.. იქნებ, მანამდე ერთად ვიყოთ და შემდეგ ერთად წავიდეთ სახლში. მოკლედ, სახლში ერთად წავიდეთ.-სემიმ თავი დაუქნია.-რა ბედნიერი ვარ, იმედია თავს დამანებენ. აჰ.. რა უნდათ ჩემგან? ცხრამეტი წლის ვარ და შეყვარებული რატომ უნდა მყავდეს?
-მადლობა თქვი, რომ შენი მშობლები შეყვარებულს ეძებენ და არა საცოლეს.
-ჯანდაბა, მართალია.. ვონო მეცო....-მინჰიუკმა აიემს თავში წამოარტყა და სათქმელი არ დაასრულებინა.
-ბუზი გეჯდა და მეგონა მოვკლავდი.-თქვა მინჰიუკმა, გაიკრიჭა და აიემს თვალები დაუქაჩა.
-ააჰ.. ჰო...
-რას ამბობდი?
-არაფერს ჰესუ, რამეს ვამბობდი?-გაიკვირვა და მინჰიუკს გახედა.
-არა, არაფერს არ ამბობდა.-დაემოწმა მინჰიუკიც, ვფიქრობ, ისინი რაღაცას მიმალავენ, ასეთი შეგრძენება მაქვს, რომ ვონოს რამე სჭირს.
გაკვეთილები მალე დასრულდა. ვონო დღეს არ გამოჩენილა. მე და მინჰიუკი ერთად წავედით, აიემი და სემი კი ერთად. მოულოდნელად ესემესი მომივიდა, თვალები გამიბრწყინდა და მაშინვე გავხსენი.
"15-20 აპრილის ჩათვლით გრანდიოზული ფასდაკლება..." მეტი აღარც წამიკითხავს ტელეფონი დავბლოკე და პარკში სკამზე ჩამოვჯექით.
-რამეს ელოდები?-ისე მკითხა, თითქოს არ იცოდეს.
-ორი დღეა არ მოუწერია.. მაინტერესებს როგორაა...
-დარწმუნებული ვარ რომ კარგადაა, მასზე არ ინერვიულო, კარგი?
-ვეცდები..-ვთქვი და გავიღიმე.
-ალბათ, ხვალ მოვა.
-იმედია.
-ჰეი სტალკერო, არ გინდა კაფეში წავიდეთ?
-სად?
-იმ კაფეში პირველად, რომ შევხვდით ერთმანეთს.
-არ მი...
-უარს არ მივიღებ, ფოტოაპარატი აიღე და ახლა ნებას დაგრთავ რამდენი ფოტოც გინდა იმდენი გადამიღო.-თქვა და ჩაიცინა.
-კარგი, მაგრამ ფოტოაპარატისთვის სახლში უნდა შევიარო.
-კარგი, წავიდეთ.
*SeMi's P.O.V*
აიემმა შემომთავაზა კინოში წავიდეთო და მეც დავთანხმდი. მე მხოლოდ ერთი დღით ვიქნები მისი შეყვარებული და შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, ხომ? რა თქმა უნდა.. მე მხოლოდ მისი შეყვარებულის როლი უნდა მოვირგო. ჩვენ კინოს ვუყურეთ, ერთად ვისადილეთ, პარკში გავისეირნეთ, ყავაც ერთად დავლიეთ და ბევრი ფოტოც გადავიღეთ. მგონი ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვეულებრივი წყვილი აკეთევბს პაემანზე.
-მგონი დროა სახლში წავიდეთ.
-ახლოსაა? ცოტა დავიღალე და იქნებ დავსხდეთ.
-მძღოლს დავურეკავ და მოგვაკითხავს.
-არა რატომ უნდა შეაწუხო, ჩვენ წავ...
-ეს მისი მოვალეობაა.-თქვა და ტელეფონზე მას დაურეკა. რამდენიმე წუთში კი მანქანაც მოვიდა.
-თავს როგორ გრძნობ, ჩემო შეყვარებულო?-ჩამჩურჩულა ყურში და გამიღიმა.
-კარგად.-მან ჩემი ხელი დაიჭირა, ოდნავ შევკრთი, მაგრამ მესიამოვნა.
-კარგი იქნება თუ ასე გვექნება ხელი ჩაკიდებული მუდმივად..-ჩაილაპარაკა.
-მუდმივად?
-აჰ.. მე ვიგულისხმე... ანუ.. როცა სახლში ვიქნებით... უფრო.. უფრო დამაჯერებლები რომ ვიყოთ.-თქვა და ნერვიულად გაიღიმა. მის სახლამდეც მივაღწიეთ. მოკლედ აღვწერ, უზარმაზარი და ულამაზესი სახლი, უზარმაზარი და ულამაზესი ეზოთი. კარებში ვიღაც ქალი შემოგვეგება და მისაღებ ოთახში შეგვიყვანა. იქ მისი მშობლები და ძმა ისხდნენ.
-მე მეგონა მარტო მოხვიდოდი.-თქვა მამამისმა და ფეხზე ადგა.
-ეს გოგო ვინ არის?-იკითხა დედამისმა.
-ალბათ, ვიღაც გოგო რომელსაც თავის შეყვარებულად ასაღებს.-თქვა ბიჭმა და თან ჩაიცინა.
-ის ჩემი შეყვარებულია.-თქვა აიემმა და ხელი უფრო მაგრად მომკიდა.
-აი, ხომ ვთქვი, ალბათ, მობეზრდა ჩემს უმცროს ძამიკოს მისი მშობლები, რომ უწყობენ შეხვედ...
-ის ჩემი ნამდვილი შეყვარებულია და არა უბრალო გოგო.-ამოისისინა მან და მის ძმას გაბრაზებულმა შეხედა.-დღეს პაემანი გვქონდა დანიშნული თქვენ რომ ვახშამზე არ დაგებარებინე, ახლა პაემანზე ვიქნებოდი.
-ოჰ.. მგონი ჩვენი ვაჟი გაიზარდა.
-შანსი არაა.. ვერ დამაჯერებ რომ ის შენი ნამდვილი შეყვარებულია, დროა ის წავიდეს.
-ის ჩემი შეყვარებულია, ეს ჩემი სახლია და მე გადავწყვეტ ის როდის წავა და როდის არა!-დაიყვირა აიემმა, პირველად ვნახე ის ასეთი გაბრაზებული, არ ვიცი მის ოჯახში რა ხდება, მაგრამ, მგონი, კარგი არაფერი.-სწრაფად ვივახშმოთ, აქ დიდ ხანს გაჩერებას არ ვაპირებ.-თქვა და მაგიდასთან სკამზე დამსვა, თავად კი გვერდზე მომიჯდა.
-ჩანკიონ, ხომ იცი სამ დღეში დედაშენის წლ...
-ვიცი.
-იქნებ ერთად წავსულიყავით?
-ოჰ... წამოსვლა გადაწყვიტეთ? რატომ? თქვენს ახალ ცოლთან ბედნიერი არ ხართ?
-ჩანკიონ.
-რა? ვიღაცამ რომ დაგინახოს მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი ეგონები...-ჩაიცინა მან.
-ანუ ისევ არ გინდ...
-საკმარისია. თუ ისევ რამეს იტყვი დედაჩემზე, ახლავე წავალ.-უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. აიემი არაფერს ჭამდა და თავის სავსე თეფშს დაჰყურებდა, მეც ვერაფერს ვჭამდი, რადგან თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი.
-რამდენი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ?
-ის ჩემი კლასელია სკოლაში.
-აჰ.. ანუ ოთხი თვეა.
-ოთხი თვე 14 დღე და 12 საათია რაც ვიცნობ.-თქვა მან.
-რა მოგეწონა მასში?-მკითხა დედამისმა, არა.. მისმა დედინაცვალმა.
-დაკითხვას გვიწყობთ? უბრალოდ მიირთვით.
-პირველად მისი ხასიათი მომეწონა.-ვთქვი და გავიღიმე.-ძალიან თბილი და მზრუნველი იყო ყველას მიმართ.
-ვინ? ჩანკიონი? ხუმრობ?-მკითხა მისმა ნახევარძმამ და გადაიხარხარა.-აშკარად მისი ნამდვილი სახე არ გამოუჩენია, არა ძმაო?-აიემს ხელი მომუშტული ჰქონდა და მისი ძმის ერთ სიტყვაზეც, შეიძლებოდა აფეთქებულიყო. მისი ხელი დავიჭირე, შეკრული მუშტი გავხსენი და ხელი კარგად ჩავკიდე.
-რა მნიშვნელობა აქვს... მე ის ყველანაირი მომეწონება. დარწმუნებული ვარ, რომ მას სხვა "სახე" არ აქვს.
-დარწმუნ...
-ჩვენი წასვლის დროა.-თქვა აიემმა, ფეხზე ადგა და მეც ამაყენა.-აქ საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი. შევცდი. აღარ შეგაწუხებთ და თქვენც არ შემაწუხოთ ამ უაზრო პაემნებით, დავიღალე! ჩემს ცხოვრებაში აღარ ჩაერიოთ, როგორც ხედავთ თავს მშვენივრად ვგრძნობ.-თქვა და სახლიდან გამიყვანა.
-კარგად ხარ?-ვკითხე, მას ჩემი ხელი ისევ ეჭირა.
-მაპატიე აქ რომ მოგიყვანე, მაპატიე...-თქვა და მოულოდნელად ჩამეხუტა.
-არაფერია... იმედია აღარ შეგაწუხებენ გოგოებით.-ვთქვი და გავიღიმე.
-ჯერ თორმეტი საათი არ არის და იქნებ თორმეტამდე იყო ჩემი შეყვარებული... შეიძლება?
-კი. წავიდეთ.-ჩვენ ფეხით მივსეირნობდით, როცა ის გაჩერდა და შემოტრიალდა.
-თორმეტამდე ხუთი საათი და ოცდაცამეტი წუთია.
-მერე?
-ზედმეტად ცოტა დროა..
-აიემ.-ის მომიახლოვდა.
-სემი... გინდა ჩემი შეყვარებული იყო?
YOU ARE READING
First Love
Fanfictionფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...