თავი 10

471 42 0
                                    

*HaeSoo's P.O.V*
ის ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა. პირველად ვნახე ასეთი ჰოსოკი. სარკეში თავის ანარეკლს დააკვირდა და დავინახე, რომ სარკიდან მე მიყურებდა, ჩემკენ წამოვიდა. მაჯაში ხელი მომკიდა ოთახში შემომაგდო კარები დაკეტა და მე კარებზე ამაყუდა.
-აქ რას აკეთებ?
-მე.. შენ.. დამიბარე...
-ერთი საათის წინ მოგწერე, რომ დღეს არ მოსულიყავი!-ხმას აუწია.
-არ მინახავს... ტელეფონი სემისთან დამრჩა.-ის ჩემკენ დაიხარა.
-რამდენი ხანია რაც აქ დგახარ?
-ხუთი წუთია.. შენ ცეკვას ვუყურე...-გამეღიმა.-არ მეგონა ასეთი მაგარი თუ იყავი.
-შენ მე არ მიცნობ...-ჩამჩურჩულა და კიდევ უფრო დაიხარა. ჩვენს ტუჩებს შორის დისტანცია კიდევ უფრო დაპატარავდა. თვალები დავხარე და მას არ ვუყურებდი.-დღეს შენს მეცადინეობას არ ვაპირებ..-ახლა მთელი ტანით მოიწია ჩემკენ.
-არ მომეკარო...-ვთქვი და გავჩერდი.-მანამ სანამ არ დაიბან.-ვუთხარი და ცხვირზე ხელები მოვიჭირე.-ფუ ყარხარ!
-ჰო? ჯანდაბა ოთხი საათი ვცეკვავდი...-ჩვენ მის ოთახში გავედით.-დამელოდე დავიბან.-თქვა და მაშინვე სააბაზანოში შევიდა. მე მის ლოგინზე ჩამოვჯექი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა, ლოდინით დავიღალე და ლოგინზე გადავწექი, დაახლოებით თხუთმეტი წუთში გამოვიდა მოკლე მკლავიანი შავი მაიკითა და შავი შარვლით და თან თეთრი პირსახოცით თმას იმშრალებდა.
-ვინ გითხრა ჩემს ლოგინზე დაწექიო?-თვალები გავახილე და ჩემს წინ მდგარ ჰოსოკს გავხედე, პირველი რაც შევამჩნიე მისი განიერი ბეჭები და დაძარღვული ხელები იყო.
-გავაგრძელოთ რასაც ვაკეთებდით?-თქვა და ხელი გამომიწიდა.
-ჩვენ არაფერს ვაკ...-ეს სცენა გამახსენდა და მის ხელს დავწვდი და დავაკვირდი.-შენ...
-რ..რა?
-შენ იყავი... მაშინ?
-არ მესმის რაზე ლაპარაკობ..-დაიბნა და თვალი მომარიდა.
-ნუ ცრუობ.. ის შენ იყავი. შენი ხელი დავინახე მაშინ... დავხატე კიდეც.. შენ დამყვებოდი ამდენი ხნის განმავლობაში?
-გამომიჭირეს?-თქვა და გამიღიმა, ახლა შევამჩნიე, რომ ბრეკეტები აღარ ეკეთა.-მინდოდა ყველაფერი ისე გამეკეთებინა, რომ ვერ მეცანი.
-და ამდენ ხანს თავს მაჩვენებდი, თითქოს ჩემზე...
-ბოდიში..-გაიკრიჭა და წამომაყენა.-როგორ შემიძლია ეს დანაშაული გამოვისყიდო?
-მათემატიკაში მამეცადინე, რომ უფრო მაღალი ქულა ავიღო.-ავხედე, ის მე მიყურებდა და თან იღიმოდა, უფროსწორად... ჩემს ტუჩებს უყურებდა და თან იღიმოდა.
-არ მინდა..-დაიჩურჩულა და თმებში ხელი შემიცურა. თვალები დავხარე და ველოდებოდი რას გააკეთებდა.-მაპატიე.. მაგრამ მიყვარხარ..
-გაპატიო?
-დედაშენს მოუბოდიშე ჩემს მაგივრად.-ჩაიღიმა და ჩემკენ დაიხარა, ჩვენს ტუჩებს შორის ალბათ ერთი მილიმეტრიც არ იქნებიდა დაშორება, უკვე უნდა ეკოცნა, როცა კარები ვიღაცამ შემოგლიჯა და ჰოსოკიც მაშინვე მომშორდა.
-უუფს.. მგონი ცუდ დროს შემოვედით.-თქვა ვიღაც ბიჭმა.
-განაგრძეთ.. ჩვენ გავალთ და ცოტა ხანში შემოვალთ.-თქვა შავთმინმა.
-შენ!-თვალები გაუფართოვდა ქერას. მეც მას გავხედე.
-ამ ნაგავს აქ რა უნდა?!-ხმას ავუწიე.
-მე? ნაგავი?
-ხო!
-დაიცადეთ, თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს.
-ამ ნაგავმა, ჩემი ფოტოები წამიშალა ფოტოაპარატიდან.
-მატყუარა! ისიც თქვი რატომ წაგიშალე! მან მე გადამიღო
ფოტო, ჩემი ხუთი ფოტო ქონდა კამერაში!
-ყავის დალევას პოზირება არ სჭირდებოდა! ძალიან კარგად სვამდი ყავას და მომინდა დამეფიქსირებინა, თანაც სახე არსად გიჩანდა.
-შენ ჩემი უფლება დაარღვიე, გოგო!
-ორივე გაჩერდით!-დაიყვირა ჰოსოკმა.-დამღალა თქვენმა ყვირილმა. ჰესუ გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან, მინჰიუკი.....
-ეგ ვიცი.-გამომცრა და მინჰიუკს გაბრაზებულმა ავხედე.
-ეს კი ჩანკიუნი.
-მაგრამ შეგიძლია აიემი დამიძახო.-გამიღიმა.
-სასიამოვნოა.-გავუღიმე მათ.
-ეს კი ჰესუა. ჩემი... ჩემი...
-შეყვარებული?-იკითხა ჩანკიუნმა.
-ასე ვთქვათ, ხო.
-რა?-თვალები გადმოუცვივდა მინჰიუკს.-კარგი რა...
-ხო მართლა.. კარგი იქნება თუ ურთიერთობას დაალაგებთ.-უხერხულად გაიცინა ჰოსოკმა.-დღეიდან ხშირად შეხვდებით ერთმანეთს. მინჰიუკ ბოდიში მოუხადე.
-მე რა შუაში ვარ?
-დროზე.
-აიშ.. ბოდიში.
-კარგია.
-ახლა შენ ჰესუ.
-ჰოსოკ მე რა შუ...
-დროზე.
-ჰოსოკ?-ორივემ გაკვირვებულმა გამომხედა.
-რა?
-ჯერ ბოდიში მოუხადე.
-კარგი, ბოდიში. ახლა კი რატომ გაგიკვირდათ, ეს მისი სახელია..
-მისთვის ჯერ კიდევ არ გითქვამს შენი სახელი? ჰოსოკით რატომ გაეცანი?-გაოცებული ვუყურებდი ჯერ ჩანკიუნს მერე ჰოსოკს, შემდეგ ისევ ჩანკიუნს და ასე გაუჩერებლად.
-ნუ.. ეს ჩემი ნამდვილი სახელია. სკოლაში ასე მიცნობენ.
-აქ რა ხდება?-ვიკითხე და ჰოსოკს გავხედე.
-ვონო.
-რა?
-ჩემი სახელია ვონო.-გამიღიმა.
-და...
-ახლა ისევ ვონო უნდა გავხდე, დავიღალე ჩემი ძველი ცხოვრებით.
-ვაღიაროთ, რომ შენი შეყვარებული ძალიან დებილია.-თქვა მინჰიუკმა და თავი გააქნია.
-რატომ?
-ერთი წელი ვიღაც ლუზერების ჩმორი იყო.
-მე მარტო ვიყავი და არ მინდოდა ჩხუბი. თან ხომ იცი, რომ კარგი მოჩხუბარი არ ვარ.
-არ ხარ?-გამიკვირდა.-დარწმუნებული ხარ?
-გენიოსო და ამიტომ მათი ჩმორი უნდა გამხდარიყავი?
-ნუ.. ასე გამოვიდა.
-ხომ ვთქვი... სულ გარეკა..
-რა მნიშვნელობა აქვს.. ახლა ჩვენც გადმოვალთ და მათ თავიანთ ადგილს მივუჩენთ.
-ჩხუბის გარეშე...-ჩავილაპარაკე.
-რა თქმა უნდა.-გამიღიმა ჰოსოკნა, უფრო სწორად ვონომ.
-ჰეი ძმაო იმიჯის შეცვლას არ აპირებ?
-კი, მომბეზრდა ძველი იმიჯი.
-თმის შეღებვას აპირებ?-გამიკვირდა.
-ვნახოთ რას გადავწყვეტ... ორ კვირაში ნახავ.-გამიღიმა.
-დაგეტყო, რომ შეყვარებული ხარ. ძალიან ბევრს იღიმი.-გაიცინა აიემმა.
-ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა მაგრამ როგორც ყოველთვის ცუდ დროს მოდიხართ..-ვონომ მათ გახედა და ძალით გაუღიმა.
-ხო ჩვენ გავალთ.. შემდეგ სემესტრში შეგხვდებით.-თავი მოიფხანა და ხელი დამიქნია ჩანკიუნმა.
-ნახვამდის სტალკერო.-მითხრა მინჰიუკმა და ისინიც გავიდნენ.
-ყველაფერს წარმოვიდგენდი ამის გარდა..
-გაგიკვირდა მეგობრებიც რომ მყოლია?
-არა, უბრალოდ გამიკვირდა რომ ის მინჰიუკი შენი მეგობარი აღმოჩნდა.
-მაგარი მეგობარია, უბრალოდ უცხოებთან ცოტა უხეშია.
-ვიცი.
-მოიცა, ანუ ის გოგო შენ ხარ.
-ვინ?
-მინჰიუკმა მითხრა ადრე რომ ვიღაც გიჟ გოგოს გადაეყარა, რომელმაც ფოტოების გამო ტირილი მორთო და მინი შოუ მოაწყო კაფეში.
-გიჟი? გიჟი თავადაა. იდიოტი.
-მოვრჩეთ, არ მიყვარს როცა ჩემს მეგობრებს ასე მიმართავენ.
-მან მე გიჟი მიწოდა!-გავაპროტესტე.
-ეს ადრე იყო, ახლა გიცნობს. არ მინდა ჩემს მეგობრებსა და ჩემს შეყვარებულს შორის დაძაბული ურთიერთობა იყოს...
-შეყვარებულს?-თვალები გამიფართოვდა.
-უფს.. მაგრამ აბა შენ რა ხარ?
-მეგობარი?-მან საწოლზე ჩამომსვა.
-ჰესუ დაფიქრდი.. რომელი მეგობარები კოცნიან ერთმანეთს?
-ჩვენ ერთმანეთისთვის არ გვიკოცნია.-თავი გავაქნიე.
-მაგრამ ვაპირებდით.
-არა! მე არ ვაპირებდი.-ვთქვი და სახე შემიხურდა, ალბათ, ახლა პამიდორს ვგავარ.
-უარყოფ?-მკითხა და სახე ჩემს სახეს მოუახლოვა.-გინდა დაგიმტკიცო რომ გინდოდა?
-ა..არა..-ის კიდევ უფრო მომიახლოვდა, თითქმის ჩემს ტუჩებსაც შეეხო.
-პირი დამუწე და თვალები გაახილე, არ ვაპირებ კოცნას.-თქვა და ლოყაზე მაკოცა.-მინდა ჩვენი პირველი კოცნა რომანტიკულ გარემოში მოხდეს.-გაიცინა.-წავიდეთ, სახლში მიგაცილებ.-რა სირცხვილია, რა სირცხვილია! ჩვენ ქვემოთ ჩავედით და სახლიდან გავედით.-დამელოდე მანქანას გამოვიყვან ავტოფარეხიდან.
-მანქანას? შენ რა ტარება იცი?
-კი. რატომ გაგიკვირდა? არ შეიძლება?
-არა, კი, როგორ არა, უბრალოდ... იქნებ ფეხით გაგვესეირნა?
-კარგი, მშვებიერი აზრია, თანაც არ მინდა ავარიაში მოვყვეთ, ჯერ კარგი მძღოლი არ ვარ.-თქვა მან და ჩვენც გარეთ გამოვედით, უკვე კარგად ბნელოდა და ძალიან ციოდა.
-ხელთათმანების გაკეთება დამავიწყდა.-დაიწუწუნა მან და ჩემს ხელს ხელი მოჰკიდა და თავის ჯიბეში ჩაიყო.-კარგი იქნება თუ გამითბობ.-მისთვის არაფერი მითქვამს, უბრალოდ ძალიან გავწითლდი. ძალიან ძალიან.
-მოვედით.-ვთქვი და ჩემს კორპუსთან გავჩერდი. ის ჩემ წინ დადგა და ისევ გამიღიმა.-კიდევ როდის გნახავ?
-ორ კვირაში, არდადეგების შემდეგ.
-რა? მანამდე არა?
-არა არ შეიძლება.
-რატომ?
-უბრალოდ არ მინდა მანამდე მნახო სანამ სკოლა დაიწყება.
-თუ შენი ნახვა ძალიან მომინდა?
-დამირეკე ან მომწერე. სკოლის დაწყებამდე არ შეგხვდები.
-ჰოსოკ ასე არ შეიძლება.
-სიურპრიზი! მინდა ვნახო შენი რეაქცია, როცა ორ კვირაში ლუზერ ჰოსოკს კი არა, ვონოს დაინახავ, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად შემოვა კლასში.
-კარგი. მოგწერ ან დაგირეკავ.-გავუღიმე მან კი თავი დამიქნია.
-ახლა კი შედი, ძალიან ცივა.
-არა ჯერ შენ წადი.
-შედი-თქო.-გამიღიმა.
-შევალ, როცა დაგინახავ, რომ მიდიხარ.-მან ოთხი ნაბიჯი გადადგა უკან.
-მივდივარ.-ხელი დავუქნიე და კიბეები უცებ ავირბინე.
-მოვედი.-დავიყვირე და მისაღებში ხტუნვა-ხტუნვით შევედი.
-საყვარელო რამე ხდება? ასე რამ გაგაბედნიერა? არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა ზამთრის არდადეგების მოსვლა.
-არა სულაც არა, პირიქით მინდა რომ მალე გავიდეს.
-აბა რა ხდება?
-მე და ვონო შევრიგდით?
-ვონო ვინაა? მე ვიცნობ?
-ჰოსოკი. მე და ჰოსოკმა ყველაფერი გავარკვიეთ და შევრიგდით.-ეს ვთქვი თუ არა მას გამომეტყველება შეეცვალა, მაგრამ მალევე გამიღიმა.
-კარგია.-მითხრა და თავის ოთახში გავიდა.

First LoveWhere stories live. Discover now